წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
8—14 მაისი
წინ უკეთესი დრო გველოდება
როცა ბაბილონის მეფემ ალყაში მოაქცია ღვთისგან განდგომილი იერუსალიმი, ხალხი „წონით და სიმწრით“ ჭამდა პურს (ეზეკიელი 4:16). ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო, რომ ზოგიერთი ქალი თავის შვილებს ჭამდა (გოდება 2:20). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ იზრუნა, რომ ქადაგების გამო დაპატიმრებული იერემიასთვის „თითო მრგვალი პური . . . [მიეცათ] ყოველდღიურად მცხობელთა ქუჩიდან, სანამ პური არ გამოილია ქალაქში“ (იერემია 37:21).
იზრუნა იეჰოვამ იერემიაზე მას შემდეგაც, რაც ქალაქში პურის მარაგი ამოიწურა? რა თქმა უნდა. როცა ბაბილონელებმა ქალაქი აიღეს, იერემიას მისცეს სარჩო, საჩუქარი და გაუშვეს (იერემია 40:5, 6; იხილეთ აგრეთვე ფსალმუნი 37:25).
15—21 მაისი
it
ნებუზარადანი
ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ნებუზარადანმა გაათავისუფლა იერემია და კეთილად ელაპარაკა მას, მისცა არჩევნის საშუალება, დაჰპირდა, რომ იზრუნებდა მასზე და მისცა სარჩო და საჩუქარი. ნებუზარადანმა ბაბილონის მეფის სახელით გედალია ქვეყანაში დარჩენილი ხალხის გამგებლად დანიშნა (2მფ. 25:22; იერ. 39:11—14; 40:1—7; 41:10). დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 602 წელს ნებუზარადანმა სხვა იუდეველებიც გადაასახლა, რომლებიც სავარაუდოდ იუდას მეზობელ ტერიტორიებზე იყვნენ გაფანტულნი (იერ. 52:30).
22—28 მაისი
it
მოაბი
მოაბზე ყველა წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა და ამას ვერავინ უარყოფს. ორ ათასწლეულზე მეტია მოაბმა, როგორც ერმა, არსებობა შეწყვიტა (იერ. 48:42). ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია, სავარაუდოდ, ისეთმა მოაბურმა ქალაქებმა, როგორიცაა ნებო, ხეშბონი, აროერი, ბეთ-გამული და ბაალ-მეონი. ბევრი სხვა ქალაქის ადგილმდებარეობა უცნობია.
29 მაისი — 4 ივნისი
it
ამონელები
როგორც ჩანს, ტიგლათფილესერ III-ისა და ერთ-ერთი მისი მემკვიდრის მიერ ჩრდილოეთი სამეფოდან ხალხის გადასახლების შემდეგ (2მფ. 15:29; 17:6), ამონელები გადის ტერიტორიაზე დასახლდნენ. ამ ტერიტორიისთვის ბრძოლაში ისინი მანამდე იფთახთან დამარცხდნენ (შდრ. ფს. 83:4—8). ამიტომ იეჰოვამ იერემიას პირით გაკიცხა ამონელები გადელთა სამკვიდროს მითვისებისთვის და გააფრთხილა, რომ ამონელები თავიანთ ღმერთთან, მალქამთან (მილქომი) ერთად განადგურდებოდნენ (იერ. 49:1—5). მიუხედავად ამისა, იეჰოიაკიმის მეფობის დროს ამონელები დათარეშობდნენ იუდას სამხრეთ სამეფოში, რომელიც თავისი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა (2მფ. 24:2, 3).