წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
20—26 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | 2 კორინთელები 11—13
it „კოცნა, ამბორი“ ¶7
„წმინდა ამბორი“. პირველი საუკუნის ქრისტიანები ერთმანეთს „წმინდა ამბორით“ (რომ. 16:16; 1 კორ. 16:20; 2 კორ. 13:12; 1 თეს. 5:26) ან „სიყვარულის ამბორით“ ესალმებოდნენ (1 პეტ. 5:14). როგორ ჩანს, ასე ერთი და იმავე სქესის ადამიანები ესალმებოდნენ ერთმანეთს. პირველი საუკუნის ქრისტიანებმა შესაძლოა მისალმების ეს ფორმა ძველად მცხოვრები ებრაელებისგან გადაიღეს, რომლებიც ერთმანეთს მისალმებისას კოცნიდნენ. მართალია, წმინდა წერილები დაწვრილებით არაფერს ამბობს „წმინდა ამბორზე“ ან „სიყვარულით ამბორზე“, მაგრამ ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, როგორი სიყვარული და ერთობა ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ერთმანეთს შორის (იოან. 13:34, 35).
27 მაისი — 2 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | გალატელები 1—3
it „პავლე“ ¶14
როცა პეტრე სირიის ანტიოქიაში ჩავიდა, უცხოტომელ ქრისტიანებთან მივიდა. თუმცა, როცა იქ იერუსალიმიდან იუდეველები ჩავიდნენ, პეტრე, როგორც ჩანს, კაცთმოშიშებამ დასძლია და არაიუდეველებს ჩამოშორდა. ის შეეწინააღმდეგა ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას, რომლის თანახმადაც ქრისტიანულ კრებაში არ უნდა განესხვავებინათ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთისგან. ბარნაბაც კი ჩაითრია ამ თვალთმაქცობამ. ამიტომ პავლემ გაბედულად ამხილა პეტრე ყველას წინაშე, რადგან ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუშლიდა ქრისტიანულ კრებას წინსვლაში (გალ. 2:11—14).