საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr20 აგვისტო გვ. 1-2
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
  • ქვესათაურები
  • 3—9 აგვისტო
  • 24—30 აგვისტო
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
mwbr20 აგვისტო გვ. 1-2

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

3—9 აგვისტო

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 13, 14

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „გამოსვლა“

სავარაუდოდ, სად გაიყო წითელი ზღვა, რომელიც ისრაელებმა გადაკვეთეს?

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ეგვიპტიდან გამოსული ისრაელები მეორედ დაიძრნენ და „ეთამში, უდაბნოს პირას დაბანაკდნენ“, ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ მობრუნებულიყვნენ და „ფი-ჰახიროთთან . . . ზღვასთან“ დაბანაკებულიყვნენ. ამის დანახვაზე ფარაონი იფიქრებდა, რომ ისრაელები დაბნეულები დახეტიალებდნენ (გმ. 13:20; 14:1—3). ზოგი სწავლული იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ისრაელები საქარავნო გზას, „ელ-ჰაჯის“ მიუყვებოდნენ. მათი აზრით, „მობრუნებად“ ნათარგმნი ებრაული ზმნა, იმაზე კი არ მიანიშნებს, რომ მათ გზიდან უნდა გადაეხვიათ ან მიმართულება შეეცვალათ, არამედ იმაზე, რომ ისინი პირდაპირი გაგებით უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ ან შემოვლითი გზით წასულიყვნენ. მათი თქმით, როცა ისრაელები სუეცის ყურის ჩრდილოეთით მოექცნენ, სადაც ყურის განაპირა ნაწილი იყო, ისინი შემობრუნდნენ და ჯებელ-ათაკას აღმოსავლეთით აიღეს გეზი. ეს მთაგორიანი ადგილი სუეცის ყურის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. მრავალრიცხოვანი ხალხი ნამდვილად ვერ მოახერხებდა ამ ადგილის სწრაფად დატოვებას, თუ მდევარი ჩრდილოეთიდან მოადგებოდა. ისინი ჩიხში მოექცეოდნენ, რადგან მათ წინ ზღვა იყო.

პირველი საუკუნის რაბინულ ლიტერატურაში ზუსტად ასეა აღწერილი ისრაელის მარშრუტი. მართალია, ამ მოსაზრებას ბევრი სწავლული არ ეთანხმება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბიბლია სწორედ ასე აღწერს ამ მოვლენას (გმ. 14:9—16). აშკარაა, რომ წითელი ზღვის გადაკვეთისას ისრაელები საკმაოდ დაშორებულები იყვნენ სუეცის ყურის განაპირა ნაწილს (სუეცის ყურე წითელი ზღვის დასავლეთი ყურე იყო). წინააღმდეგ შემთხვევაში, ფარაონი და მისი ჯარი შემოუვლიდნენ ყურეს და მეორე ნაპირზე მყოფ ისრაელებს ადვილად ჩაიგდებდნენ ხელში (გმ. 14:22, 23).

24—30 აგვისტო

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 19, 20

w89 11/15 6 ¶1

რას ვსწავლობთ ათი მცნებიდან

პირველი ოთხი მცნებიდან ვიგებთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია იეჰოვას წინაშე. პირველი მცნება: იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (მათე 4:10). მეორე მცნება: მისი თაყვანისმცემლები კერპებს არ უნდა სცემდნენ თაყვანს (1 იოანე 5:21). მესამე მცნება: ღვთის სახელი ყოველთვის ღირსეულად უნდა მოვიხსენიოთ (იოანე 17:26; რომაელები 10:13). მეოთხე მცნება: მთელი ჩვენი ცხოვრება სულიერის გარშემო უნდა ტრიალებდეს. ასეთი სახით „ღვთის დასვენებაში“ შევალთ, ანუ დავისვენებთ იმ საქმეებისგან, რასაც მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის ვაკეთებთ (ებრაელები 4:9, 10).

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 19, 20

w89 11/15 6 ¶2, 3

რას ვსწავლობთ ათი მცნებიდან

მეხუთე მცნება: ოჯახის ერთობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, შვილები ემორჩილებოდნენ მშობლებს, რასაც იეჰოვას კურთხევები სდევს თან. მშობლების მორჩილება არის „პირველი მცნება დანაპირებით“, რომლის დაცვის შემთხვევაშიც შვილებს შესანიშნავი მომავალი ელით. როგორც ეფესოელები 6:1—3-შია ნათქვამი, მორჩილებს არა მხოლოდ დღეს მოემართებათ ხელი, არამედ მომავალშიც დღეგრძელნი იქნებიან დედამიწაზე. ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მორჩილ შვილებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემათ (2 ტიმოთე 3:1; იოანე 11:26).

მოყვასის სიყვარული გვეხმარება, თავი ავარიდოთ ბოროტ საქმეებს და დავიცვათ შემდეგი მცნებები. მეექვსე მცნება: არ მოკლა; მეშვიდე მცნება: არ იმრუშო; მერვე მცნება: არ მოიპარო და მეცხრე მცნება: არ გამოხვიდე ცრუმოწმედ (1 იოანე 3:10—12; ებრაელები 13:4; ეფესოელები 4:28; მათე 5:37; იგავები 6:16—19). მეათე მცნება გვაფრთხილებს, სიხარბისგან დავიცვათ თავი. აქედან გამომდინარე, იეჰოვა მოითხოვს, რომ ყოველთვის სუფთა მოტივებით ვიმოქმედოთ (იგავები 21:2).

31 აგვისტო — 6 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 21, 22

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „რქა“

გამოსვლის 21:14-ში ჩაწერილი სიტყვები, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ მღვდელიც კი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუ ვინმეს მოკლავდა; ან იმაზე მიანიშნებს, რომ განზრახ მკვლელობის ჩამდენი მაშინაც კი არ უნდა დაენდოთ, თუ გადარჩენის იმედით სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდებოდა (შდრ. 1მფ. 2:28—34).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება