წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
13—19 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 8, 9
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ბუზანკალი“
ბოლომდე არ არის ცნობილი, რომელ მწერს აღნიშნავს ებრაული სიტყვა, რომელიც ეგვიპტელებზე დატეხილ მეოთხე სასჯელთან მიმართებით არის გამოყენებული. ეს იყო პირველი სასჯელი, რომელიც გოშენში მცხოვრებ ისრაელებს არ შეხებიათ (გმ. 8:21, 22, 24, 29, 31; ფს. 78:45; 105:31). ებრაული სიტყვა ‛აროვ ზოგ თარგმანში გადმოტანილია როგორც „ბუზანკალი“ (აქ, სსგ, JB, Ro,), „ხოჭო“ (Yg), „ბუზი“ (AS, KJ, RS), „მწერი“ (სსგ), „ქინქლა“ (AT) და „ბუზი სტომოქსისი“ (LXX).
ეს შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა სახეობის მაწუხელა ან ბორა. მდედრი მაწუხელები ადამიანის ან ცხოველის კანს ჩხვლეტენ და სისხლს წოვენ. ბორები ლარვის სტადიაში ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პარაზიტობენ. ბორის სახეობები, რომლებიც ადამიანებს ვნებენ, ტროპიკებშია გავრცელებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეოთხე სასჯელი ეგვიპტელებსა და მათ პირუტყვს დიდ ზიანს და ტანჯვას მიაყენებდა და, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში სიკვდილიც გამოეწვია.