წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
26 ოქტომბერი — 1 ნოემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 37, 38
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „აკაცია“
აკაციას ფართოდ გაშლილი ტოტები აქვს, რომლებიც გრძელი ეკლებითაა დაფარული. გვერდიგვერდ მდგარი აკაციის ხის ტოტები ერთმანეთშია გადახლართული, რაც გაუვალ ბარდებს ქმნის. სწორედ ამით აიხსნება, რომ ბიბლიაში აკაციის გამომხატველი ებრაული სიტყვა თითქმის ყოველთვის მრავლობით რიცხვში დგას (შიტიმʹ). აკაცია შეიძლება 6—8 მეტრამდე გაიზარდოს, მაგრამ ძირითადად ბუჩქის ფორმით გვხვდება. ამ პარკოსან მცენარეს ნაზი, ბუმბულისებრი ფოთლები და სურნელოვანი ყვითელი ყვავილები აქვს, რომლებიც საგველად ან მტევნად შეკრებილ ნაყოფს იძლევა. აკაცია შავმერქნიანი და წვრილბოჭკოვანი ხეა. ასეთი მაგარი მერქანი მას მავნებელი მწერებისგან იცავს. აკაცია უდაბნოშიც ხარობს. სწორედ ამ მიზეზების გამო ითვლებოდა აკაცია კარვის ასაგებად და მისი მოწყობილობის დასამზადებლად კარგ მასალად. აკაციისგან დაამზადეს შეთანხმების კიდობანი (გმ. 25:10; 37:1), წარსადგენი პურის მაგიდა (გმ. 25:23; 37:10), სამსხვერპლოები (გმ. 27:1; 37:25; 38:1), ამ ნივთების გადასატანი კეტები (გმ. 25:13, 28; 27:6; 30:5; 37:4, 15, 28; 38:6), ფარდისთვის განკუთვნილი სვეტები (გმ. 26:32, 37; 36:36), ჩარჩოები (გმ. 26:15; 36:20) და მათი შემაერთებელი ძელები (გმ. 26:26; 36:31).