საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr20 დეკემბერი გვ. 1
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
  • ქვესათაურები
  • 7—13 დეკემბერი
  • 21—27 დეკემბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
mwbr20 დეკემბერი გვ. 1

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

7—13 დეკემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | ლევიანები 10, 11

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ცხოველები“

საკვებთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები მხოლოდ მათზე ვრცელდებოდა, ვინც მოსეს კანონს ექვემდებარებოდა. ამას ადასტურებს ლევიანების 11:8: „ისინი უწმინდურნი იქნებიან თქვენთვის“ (ანუ ისრაელებისთვის). ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე გაუქმდა მოსეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალვები. მას მერე ყველა ადამიანზე გავრცელდა სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ ნოეს წარღვნის შემდეგ უთხრა (კლ. 2:13—17; დბ. 9:3, 4).

21—27 დეკემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | ლევიანები 14, 15

წმინდა თაყვანისმცემლობა სიწმინდეს მოითხოვს

it „ბანაობა“

ისრაელში ცერემონიალური განბანა სხვადასხვა მიზეზით მოითხოვებოდა. კანონის თანახმად, უწმინდურად ითვლებოდნენ და განბანა მოეთხოვებოდათ მათ, ვინც კეთრისგან განიკურნებოდა ან იმ ნივთს შეეხებოდა, რომელსაც გამონადენიანი შეეხო. უწმინდურად ითვლებოდნენ აგრეთვე მამაკაცები, რომელთაც თესლდენა ჰქონდათ, ამიტომ ისინიც უნდა განბანილიყვნენ. ქალებსაც მოეთხოვებოდათ დაბანა მენსტრუალური ან სხვა სახის სისხლდენის შემდეგ. კანონის მიხედვით, სქესობრივი აქტის შემდეგაც უწმინდურად ითვლებოდნენ და უნდა განბანილიყვნენ (ლვ. 14:8, 9; 15:4—27). ის, ვინც კარავში მკვდრის გვერდით იქნებოდა ან მას შეეხებოდა, უწმინდურად ითვლებოდა და განმწმენდელი წყლით უნდა განწმენდილიყო. ვინც არ დაემორჩილებოდა ამ მოთხოვნას, უნდა მომკვდარიყო, „რადგან მან იეჰოვას წმინდა ადგილი წაბილწა“ (რც. 19:20). სწორედ ამიტომაც აქვს განბანას სიმბოლური დატვირთვა, რაც იეჰოვას წინაშე წმინდად წარდგომაზე მიუთითებს (ფს. 26:6; 73:13; ეს. 1:16; ეზკ. 16:9). ღვთის სიტყვით განბანას, რომელიც წყალთანაა შედარებული, განწმენდის ძალა აქვს (ეფ. 5:26).

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ყური“

მღვდლების დანიშვნის დროს მოსემ, ღვთის მითითებისამებრ, „მღვდლად დანიშვნის ვერძის“ სისხლი აარონსა და მის ძეებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფერის ცერებზე წაუსვა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ღვთისადმი მიძღვნას გავლენა უნდა მოეხდინა მთელ მათ ცხოვრებაზე (ლვ. 8:22—24). მსგავსი რამ ხდებოდა კეთრისგან განკურნებული ადამიანის შემთხვევაშიც. კანონის თანახმად, მღვდელი იღებდა „დანაშაულის შესაწირავი მამალი თოხლის“ სისხლს და ზეთს და მარჯვენა ყურის ბიბილოზე უსვამდა მას, ვინც იწმინდებოდა (ლვ. 14:14, 17, 25, 28). დაახლოებით მსგავსი რამ ხდებოდა, თუ მონა სიცოცხლის ბოლომდე თავის ბატონთან დარჩენას მოინდომებდა. ამ დროს ბატონი მონას კარის წირთხლთან აყენებდა და სადგისით ყურს უხვრეტდა. თვალისთვის შესამჩნევი ნიშანი, რომელიც მონას ყურზე ჰქონდა, იმაზე მიუთითებდა, რომ ის თავისი სურვილით დარჩა ბატონთან და მზად იყო, მისთვის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა (გმ. 21:5, 6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება