ქრისტიანული ცხოვრება
ორი პატარა მონეტის ფასი
ქვრივის გაღებული ორი მონეტა ღარიბული სადილის მოსამზადებლადაც კი არ იყო საკმარისი (ლუკ. 21:4; w08 3/1 12 ¶1—3). თუმცა მისი შესაწირავი იმაზე მოწმობდა, რომ ძალიან უყვარდა იეჰოვა და აფასებდა წმინდა თაყვანისმცემლობას. სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებით ძვირფასი ზეციერი მამისთვის ქვრივის შესაწირავი (მარ. 12:43).
უყურე ვიდეორგოლს „იეჰოვასთვის აივსეთ ხელი ძღვნით“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რა და რა საქმიანობას ხმარდება ჩვენ მიერ გაღებული შესაწირავები?
რატომ არის დასაფასებელი ჩვენი მცირედი შესაწირავიც კი?
როგორ უნდა გავიგოთ, რა და რა სახის შესაწირავების გაღებაა შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში? (იხილე ჩარჩო „მიიღე მეტი ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე“).