ქრისტიანული ცხოვრება
ორგანიზებულად ქადაგება
თავისი ნების შესასრულებლად იეჰოვა დღესაც ისევე გვიწევს ორგანიზებას, როგორც ძველად ისრაელს. სამქადაგებლო საქმიანობა ორგანიზებულად რომ შესრულდეს, მთელ მსოფლიოში არსებობს ფილიალები, მთარგმნელობითი ოფისები, რაიონებად დაყოფილი ტერიტორიები, კრებები და სამქადაგებლო ჯგუფები. ჩვენ ვუქადაგებთ განურჩევლად ყველას, მათ შორის უცხოელებს (გამოცხ. 14:6, 7).
ხომ არ ფიქრობ უცხო ენის შესწავლას და ამ ენაზე ქადაგებას? თუ დრო არ გაქვს რომელიმე უცხო ენის საფუძვლიანად შესასწავლად, შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები და მარტივი შეთავაზება დაიმახსოვრო. თუ ამ აპლიკაციის დახმარებით იქადაგებ, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად შენც დიდ სიხარულს იგრძნობ. მათ ახარებდა სხვა ერის ადამიანთა განცვიფრებული სახეების დანახვა, რომლებიც მშობლიურ ენაზე ისმენდნენ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქ. 2:7—11).
უყურე ვიდეორგოლს „დაუმეგობრდი იეჰოვას — იქადაგე უცხო ენაზე“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
როდის შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით JW ენები?
რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს აპლიკაცია?
სასიხარულო ცნობა ყველა ენის ადამიანს უნდა ეუწყოს
რა ენებზე ლაპარაკობს ხალხი შენს ტერიტორიაზე?
რა უნდა გააკეთო, თუ უცხოელი სასიხარულო ცნობით დაინტერესდება? (od 100, 101 ¶39—41).