საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr23 იანვარი გვ. 1
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2023)
  • ქვესათაურები
  • 16—22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2023)
mwbr23 იანვარი გვ. 1

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2022 Christian Congregation of Jehovah’s Witnesses

16—22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 1 ᲛᲐᲢᲘᲐᲜᲔ 1—3

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „გენეალოგია“

ქალების სახელები. ზოგჯერ გენეალოგიურ ნუსხებში ქალების სახელებსაც მოიხსენიებდნენ. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ ისინი გარკვეულ ისტორიულ ფიგურას წარმოადგენდნენ. დაბადების 11:29, 30-ში, როგორც ჩანს, სარაი (სარა) იმ მიზეზით მოიხსენიება, რომ აღთქმული შთამომავლის წინაპარი ის უნდა გამხდარიყო და არა აბრაამის სხვა ცოლი. ბიბლიის ამავე მონაკვეთში მილქა შესაძლოა იმიტომაა ნახსენები, რომ ის ისაკის ცოლის, რებეკას ბებია იყო. ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ რებეკა აბრაამის ნათესავი იყო და ისაკს ცოლად არაისრაელი ქალი არ შეურთავს (დბ. 22:20—23; 24:2—4). დაბადების 25:1-ში ვხვდებით აბრაამის კიდევ ერთი ცოლის, კეტურას სახელს. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ სარას სიკვდილის შემდეგ აბრაამი კვლავ დაქორწინდა და ჯერ კიდევ ჰქონდა შვილიერების უნარი, რომელიც იეჰოვამ 40 წელზე მეტი ხნის წინ სასწაულებრივად აღუდგინა (რმ. 4:19; დბ. 24:67; 25:20). ეს მონათხრობი იმაზეც მოწმობს, რომ მიდიანელებს, სხვა არაბულ ტომებსა და ისრაელს შორის ნათესაური კავშირი არსებობდა.

საგვარეულო ნუსხაში აგრეთვე ვხვდებით იაკობის ცოლების (ლეა და რახელი) და ხარჭების სახელებს თავიანთ ვაჟებთან ერთად (დბ. 35:21—26). ეს ინფორმაცია იმის გაგებაში გვეხმარება, რატომ ეპყრობოდა იეჰოვა მათ ვაჟებს ამა თუ იმ სახით. ზემოხსენებული მიზეზების გამო ვხვდებით სხვა ქალების სახელებსაც გენეალოგიურ ნუსხებში. საგვარეულო ხაზში მოიხსენიება იმ ქალების სახელებიც, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს (რც. 26:33). ცხადია, საგვარტომო ნუსხებში მოხსენიებულ ქალებს შორის არიან თამარი, რახაბი და რუთი. მათი ისტორია გამორჩეული იმითაა, რომ ისინი უჩვეულო გზით გახდნენ მესიის, იესო ქრისტეს, წინაპრები (დბ. 38; რთ. 1:3—5; 4:13—15; მთ. 1:1—5). გენეალოგიურ ნუსხებს, სადაც ქალების სახელებია მოხსენიებული, ვხვდებით შემდეგ მუხლებშიც: 1 მატიანე 2:35, 48, 49; 3:1—3, 5.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება