წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2022 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
20—26 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲐᲢᲘᲐᲜᲔ 1—4
მეფე სოლომონი უგუნურ გადაწყვეტილებას იღებს
it „ეტლი“
ისრაელში სოლომონის მეფობამდე ამდენი საომარი ეტლი არასდროს ყოფილა. დიდწილად ამის მიზეზი ის იყო, რომ ღმერთს გაფრთხილებული ჰყავდა მეფეები, არ მოემრავლებინათ ცხენები, რადგან ერის უსაფრთხოება მასზე იყო დამოკიდებული. ვინაიდან ეტლებს ცხენები მართავენ, მათ არც ბევრი ეტლი ეყოლებოდათ (კნ. 17:16). როცა სამუელმა გააფრთხილა ისრაელი, რის ფასად დაუჯდებოდათ მეფის ყოლა, უთხრა: „წაიყვანს თქვენს ვაჟებს და დაიყენებს მეეტლეებად“ (1სმ. 8:11). აბესალომს და ადონიას, რომლებიც სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, ჰყავდათ ეტლები და ორმოცდაათ-ორმოცდაათი მცველი, რომლებიც მათი ეტლების წინ დარბოდნენ (2სმ. 15:1; 1მფ. 1:5). როცა დავითმა ცობის მეფე დაამარცხა, 100 ცხენი დატოვა უვნებელი (2სმ. 8:3, 4; 10:18).
მეფე სოლომონმა ისრაელის ჯარის გასაძლიერებლად ეტლების რაოდენობა 1 400-მდე გაზარდა (1მფ. 10:26, 29; 2მტ. 1:14, 17). იერუსალიმის გარდა, სხვა ქალაქებშიც, რომლებიც ეტლების სადგომ ქალაქებად იყო ცნობილი, არსებობდა სპეციალური ადგილები, სადაც ამ სამხედრო აღჭურვილობის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავდნენ (1მფ. 9:19, 22; 2მტ. 8:6, 9; 9:25).
10—16 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | 2 ᲛᲐᲢᲘᲐᲜᲔ 8, 9
ის აფასებდა სიბრძნეს
it „სოლომონი“
მას შემდეგ, რაც დედოფალმა ტაძრისა და სოლომონის სასახლის სიდიადე, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა, მათი ჩაცმულობა, მისი მერიქიფეების საქმიანობა და ყოველდღიური დასაწვავი მსხვერპლი იხილა, დიდად განცვიფრდა და თქვა: „თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის; იმაზე ბრძენი და მდიდარი ყოფილხარ, ვიდრე მსმენოდა!“, და დასძინა: „ბედნიერნი არიან შენი მსახურები, რომლებიც შენ გვერდით არიან და შენს სიბრძნეს ისმენენ!“. შემდეგ კი ღმერთს ხოტბა შეასხა: „დიდება იეჰოვას . . . რომელმაც მოგიწონა და მეფედ დაგსვა ისრაელის ტახტზე; ისრაელისადმი მარადიული სიყვარულის გამო დაუყენებიხარ იეჰოვას მეფედ სამართლისა და სიმართლის აღსასრულებლად!“ (1მფ. 10:4—9; 2მტ. 9:3—8).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ტახტი“
ბიბლიაში ისრაელის არცერთი მეფის ტახტი არ არის ისე დეტალურად აღწერილი, როგორც სოლომონის (1მფ. 10:18—20; 2მტ. 9:17—19). სოლომონის სამეფო ტახტი, როგორც ჩანს, სატახტო დარბაზში, მორიას მთაზე აგებულ (იერუსალიმი) ერთ-ერთ შენობაში იდგა (1მფ. 7:7). ტახტი სპილოს ძვლისა იყო, ხალასი ოქროთი მოვარაყებული. ორივე მხარეს საიდაყვეები ჰქონდა; მის უკან კი თაღი იყო. სავარაუდოდ, ძირითადი მასალა სპილოს ძვალი იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტაძრის მშენებლობის სტილს, შესაძლოა ის ხისგან ყოფილიყო დამზადებული, ხალასი ოქროთი მოვარაყებული და სპილოს ძვლით მოჩუქურთმებული დაფებით მოპირკეთებული. ვინც ამ ტახტს ნახავდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა, რომ მთლიანად სპილოს ძვლისა და ოქროსგან იყო დამზადებული. ბიბლიაში მოხსენიებულია ტახტამდე ასასვლელი ექვსსაფეხურიანი კიბე. შემდეგ კი ნათქვამია: „აქეთ-იქით თითო-თითო ლომის ქანდაკება იდგა. ექვს საფეხურზე სულ 12 ლომი იდგა, თითო ლომი ყოველი საფეხურის ორივე კიდეზე“ (2მტ. 9:17—19). ლომი სამეფო ძალაუფლების შესაფერისი სიმბოლოა (დბ. 49:9, 10; გმც. 5:5). 12 ლომი, როგორც ჩანს, ისრაელის 12 ტომზე მიუთითებს, რაც შესაძლოა მეფისადმი მათი მორჩილებისა და მხარდაჭერის სიმბოლო ყოფილიყო. ტახტთან ოქროს ფეხსადგამი იდგა. შემაღლებულ ადგილზე მდგარი სპილოს ძვლისა და ოქროს ტახტი, რომლის უკანაც თაღი იყო, წინ კი ლომის ქანდაკებები, იმ დროის ყველაზე შთამბეჭდავი სამეფო ტახტია, რაც კი არქეოლოგებს აღმოუჩენიათ, მონუმენტებზე ამოუტვიფრავთ ან წერილობით აღუწერიათ. მისი სიდიადე მემატიანემ ზუსტად აღწერა: „მსგავსი რამ არცერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა“ (2მტ. 9:19).