წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
4–10 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 105
„არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას“
მტკიცედ გწამდეთ, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ
11 შევიხსენოთ ზოგიერთი შემთხვევა, როცა იეჰოვა თავის მსახურებს ისეთ რამეს დაჰპირდა, რისი შესრულებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალითად, მან ღრმად მოხუცებულ აბრაამსა და სარას უთხრა, რომ ვაჟი ეყოლებოდათ (დაბ. 17:15–17). მან ისიც აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავლები ქანაანის მიწას დაიმკვიდრებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტეში მონები იყვნენ, რის გამოც ისე ჩანდა, რომ ამ დაპირებას შესრულება არ ეწერა. მაგრამ როგორც ვიცით, ღვთის სიტყვა არ გამტყუნებულა. საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ ხანდაზმულ ელისაბედს შვილი გაუჩნდებოდა. მან ქალწულ მარიამსაც ახარა, რომ ღვთის ძის დედა გახდებოდა, რომლის მოსვლის შესახებაც დაპირება ათასობით წლით ადრე ჯერ კიდევ ედემის ბაღში წარმოთქვა (დაბ. 3:15).
12 როცა ვფიქრობთ, როგორ ასრულებდა იეჰოვა თავის დაპირებებს წარსულში, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ის აუცილებლად მოიყვანს სისრულეში იმას, რაც ახალი ქვეყნიერების შესახებ აღგვითქვა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14; ესაიას 55:10, 11). შედეგად გაგვიადვილდება, დავანახვოთ სხვებს, რომ ეს დაპირება ფანტაზიის ნაყოფი არ არის. იეჰოვამ თავად თქვა, რომ დაპირება „ახალი ცისა“ და „ახალი დედამიწის“ შესახებ სარწმუნო და ჭეშმარიტია (გამოცხ. 21:1, 5).
it „სიტყვა“
ღვთის ნებისმიერი ქმნილება, ცოცხალი თუ არაცოცხალი, მის სიტყვას ემორჩილება და ღმერთმა შეიძლება მათი მეშვეობით შეასრულოს თავისი განზრახვა (ფს. 103:20; 148:8). მისი სიტყვა სანდოა; თუ რაიმეს ამბობს, ყოველთვის ასრულებს (კნ. 9:5; ფს. 105:42–45). წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სიტყვა „მარადიულად რჩება“. რაც მან თქვა, ყველაფერი შესრულდება (ეს. 40:8; 55:10, 11; 1პტ. 1:25).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
აცნობიერებთ სულიერი წინსვლის საჭიროებას?
13 მიეცით იეჰოვას საშუალება, განგწმინდოთ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ უსამართლოდ გექცევიან? შეიძლება მოინდომოთ, მყისვე მოაგვაროთ საკითხი. მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სიმართლის გაცხარებით დაცვას შეიძლება მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს. იოსებს, რომელსაც ძმები ძალიან ცუდად მოექცნენ, გულში ბოღმა არ ჩაუდია. მოგვიანებით ის უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. თუმცა ამ ურთულეს პერიოდში ის იეჰოვაზე იყო მინდობილი. რა იყო შედეგი? „იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი“ (ფსალმ. 105:19). ამ განსაცდელების შემდეგ იოსები უკვე მზად იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ასაღებად (დაბ. 41:37—44; 45:4—8). რთული პრობლემების დროს ლოცვაში იეჰოვას სიბრძნე და ძალა სთხოვეთ და სიტყვასა თუ საქმეში რბილი ხასიათი გამოავლინეთ. იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარებათ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:10).
11–17 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 106
„დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი“
ვინ არის იეჰოვას მხარეს?
13 ისრაელები შეაშინა შავმა ღრუბელმა, ელვამ და სხვა შიშის მომგვრელმა ნიშნებმა, რომლებიც ღმერთმა მოახდინა. ხალხის თხოვნით მოსე ავიდა სინას მთაზე, რომ ღმერთთან მათ მაგივრად ელაპარაკა (გამ. 20:18–21). დრო გადიოდა, მაგრამ მოსე აყოვნებდა მთიდან ჩამოსვლას. დარჩნენ ისრაელები უდაბნოში წინამძღოლის გარეშე? როგორც ჩანს, ისინი ძალიან იყვნენ დამოკიდებული თავიანთ ხილულ წინამძღოლზე, მოსეზე. შეწუხებულმა ხალხმა აარონს უთხრა: „გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“ (გამ. 32:1, 2).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)
106:36, 37. ამ მუხლებში კერპთაყვანისმცემლობა დემონებისადმი მსხვერპლის შეწირვასთან არის გაიგივებული. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის, ვინც კერპებს იყენებს, დემონის გავლენის ქვეშ ექცევა. ბიბლია მოგვიწოდებს: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).
18–24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 107, 108
„მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“
დაე კრებულმა განადიდოს იეჰოვა!
2 კრება, უბრალოდ, ადამიანთა თავყრილობა არ არის. ის არც საზოგადოებრივი გაერთიანებაა და არც კლუბი, სადაც ერთნაირი მდგომარეობისა და ინტერესების მქონე ადამიანები იკრიბებიან. კრება, უმთავრესად, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად შეიქმნა. ფსალმუნების წიგნიდან ვიგებთ, რომ ის დიდი ხანია, ამ მიზანს ემსახურება. ფსალმუნის 35:18-ში ვკითხულობთ: „ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას“. ასევე ფსალმუნის 107:31, 32-ში ჩაწერილია მოწოდება: „მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის. ადიდონ იგი შესაკრებელში და მოხუცებულთა კრებულში აქონ“.
იყავით იეჰოვას მადლიერი და მიიღეთ კურთხევები!
4 თუ გვსურს, განვივითაროთ მადლიერების გრძნობა და არასდროს გავხდეთ უმადურნი, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იეჰოვას კურთხევებსა და იმ დიდებულ საქმეებზე, რითაც იგი თავის სიყვარულსა და ერთგულებას გვიმტკიცებს. ფსალმუნმომღერალი აღტაცებაში მოჰყავდა იეჰოვას გასაოცარ საქმეებზე ფიქრს (წაიკითხეთ ფსალმუნების 40:5; 107:43).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „მოაბი“
როცა დავითი გამეფდა, ისრაელებსა და მოაბელებს შორის ბრძოლა გაგრძელდა. საბოლოოდ დავითმა მოაბელები დაამარცხა და ისინი მისი მოხარკეები გახდნენ. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებას მოაბელი მეომრების ორი მესამედი შეეწირა. დავითმა მიწაზე დააწვინა მოაბელი მეომრები და თოკით გადაზომა, რათა მათგან ორი მესამედი დაეხოცა, ერთი მესამედი კი ცოცხალი დაეტოვებინა (2სმ. 8:2, 11, 12; 1მტ. 18:2, 11). სავარაუდოდ, ამ ბრძოლების დროს დახოცა იეჰოიადას ვაჟმა ბენაიამ „მოაბელი არიელის ორი ვაჟი“ (2სმ. 23:20; 1მტ. 11:22). მოაბელებზე დავითის სრული გამარჯვებით შესრულდა დაახლოებით 400 წლით ადრე ბალაამის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „ვარსკვლავი ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან. მოაბს შუბლს დაულეწავს და გაპარტახების ძეებს – თავის ქალას“ (რც. 24:17). როგორ ჩანს, ფსალმუნმომღერალი ამ გამარჯვებას გულისხმობდა, როცა მოაბს ღვთის „დასაბანი ჭურჭელი“ უწოდა (ფს. 60:8; 108:9).
25 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 1 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 109–112
მხარი დაუჭირეთ ჩვენს მეფეს, იესო ქრისტეს!
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 5)
110:1, 2. რას აკეთებდა „[დავითის] უფალი“, იესო ქრისტე, როდესაც ღვთის მარჯვნივ იჯდა? იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ზეცაში ავიდა, ღვთის მარჯვნივ დაჯდა და 1914 წლამდე იცდიდა, რათა ღვთის სამეფოს მეფე გამხდარიყო. მანამდე ის მმართველობდა თავის ცხებულ მიმდევრებზე – ხელმძღვანელობას უწევდა მოწაფეების მომზადების საქმიანობაში და თავისი სამეფოს მმართველებად ამზადებდა მათ (მათე 24:14; 28:18–20; ლუკა 22:28–30).
აი მსახური, რომელიც იეჰოვამ მოიწონა!
16 იეჰოვამ უფრო მეტად აამაღლა იესო 1914 წელს. მან განადიდა იესო, როცა თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა (ფსალმ. 2:6; დან. 7:13, 14). მას შემდეგ იესო ‘თავის მტრებს შორის ბატონობს’ (ფსალმ. 110:2). თავდაპირველად, მან დაამარცხა სატანა და მისი დემონები და ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხ. 12:7—12). შემდეგ, როგორც დიდმა კიროსმა, დედამიწაზე დარჩენილი თავისი ცხებული ძმები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გაათავისუფლა (გამოცხ. 18:2; ეს. 44:28). ის ხელმძღვანელობს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რის შედეგადაც ხდება მისი სულიერი ძმებისა და იმ მილიონობით „სხვა ცხვრის“ შეკრება, რომლებიც „მცირე სამწყსოს“ ერთგული თანამსახურები არიან (გამოცხ. 12:17; იოან. 10:16; ლუკ. 12:32).
ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ
ჩვენი „ძღვენი“ რომ გამოვიყენოთ, ინიციატივას უნდა ვავლენდეთ. ავლენ ინიციატივას, ვინმესთან ერთად რომ იქადაგო? ცდილობ ახლების, ახალგაზრდების ან სუსტი ჯანმრთელობის და-ძმების დახმარებას? მზად ხარ, დაასუფთაო სამეფო დარბაზი ან საჭიროებისამებრ დაეხმარო ძმებს კონგრესების დროს? მსახურობ დროდადრო დამხმარე პიონერად? შეგიძლია პიონერად მსახურება ან იმ კრებაში გადასვლა, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა? თუ მონათლული ძმა ხარ, ცდილობ, რომ შეესაბამებოდე ბიბლიურ მოთხოვნებს მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის? თუ ავლენ მზადყოფნას დავალებების შესასრულებლად და მზად ხარ პასუხისმგებლობის ასაღებად, ეს შენი წინსვლის მაჩვენებელია (ფსალმ. 110:3).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
შეთანხმება მელქისედეკის წესით მღვდლობაზე. ეს შეთანხმება მოცემულია ფსალმუნის 110:4-ში. პავლე მოციქული ებრაელების 7:1–3, 15–17-ში ამ შეთანხმებას იესო ქრისტეს უკავშირებს. იეჰოვამ ის მხოლოდ იესო ქრისტეს დაუდო. როგორ ჩანს, იესომ ეს შეთანხმება იგულისხმა, როცა თავის მიმდევრებს თავადაც დაუდო შეთანხმება სამეფოსთვის (ლკ. 22:29). იეჰოვამ დაიფიცა, რომ იესო ქრისტე, თავისი ზეციერი ძე, მღვდელი იქნებოდა მელქისედეკის წესით. მელქისედეკი მიწიერი მეფე და ღვთის მღვდელი იყო. იესო ქრისტეც მეფე და მღვდელმთავარი იქნებოდა, ოღონდ ზეცაში. მას ზეცად ამაღლების შემდეგ სამუდამოდ დაეკისრა ეს პასუხისმგებლობები (ებ. 6:20; 7:26, 28; 8:1). ეს შეთანხმება მარადიულად რჩება ძალაში, რადგან იესო მარადიულად იეჰოვას მორჩილი მეფე და მღვდელმთავარი იქნება (ებ. 7:3).
2–8 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 113–118
რით გადავუხდი იეჰოვას?
იყავით სიყვარულით აღშენებულნი
13 იესოს სიტყვებისამებრ, უპირველეს ყოვლისა იეჰოვა უნდა გვიყვარდეს. მაგრამ ჩვენ დაბადებისას თან არ დაგვყოლია იეჰოვასადმი მთელი სისავსით განვითარებული სიყვარული. ეს გრძნობა უნდა განვავითაროთ. როდესაც პირველად მოვისმინეთ მის შესახებ, მოსმენილმა მისკენ მიგვიზიდა. თანდათან გავიგეთ, თუ როგორ მოამზადა მან ადამიანებისთვის დედამიწა (დაბადება 2:5–23). გავიგეთ, თუ როგორ ეპყრობოდა ადამიანებს; კი არ მიგვატოვა, როდესაც პირველად შესცოდა ადამიანმა, არამედ ჩვენს გამოსასყიდად მაშინვე მიიღო ზომები (დაბადება 3:1–5, 15). გულთბილად ეპყრობოდა თავის ერთგულებს და საბოლოოდ თავისი მხოლოდშობილი ძეც კი გასწირა ჩვენთვის ცოდვების მისატევებლად (იოანე 3:16, 36). იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგებამ მისდამი მადლიერების გრძნობა გაგვიძლიერა (ესაია 25:1). მეფე დავითმა თქვა, რომ იეჰოვა სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის გამო უყვარდა (ფსალმუნი 116:1–9). დღეს იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, გვხელმძღვანელობს, გვაძლიერებს და გვამხნევებს. რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო ღრმავდება მისდამი ჩვენი სიყვარული (ფსალმუნი 31:23; სოფონია 3:17; რომაელთა 8:28).
მიიღეთ მადლიერებით, გაეცით მთელი გულით
ფსალმუნმომღერალი წერდა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12). რა იყო ის კარგი, რისთვისაც ფსალმუნმომღერალი ღმერთს ემადლიერებოდა? იეჰოვა მას მხარში ამოუდგა „გასაჭირისა და მწუხარების“ დროს. უფრო მეტიც, მან ‘მისი სული სიკვდილისგან დაიხსნა’. ფსალმუნმომღერალს უნდოდა, რომ რაღაცით „გადაეხადა“ იეჰოვას სიკეთისთვის. რა შეეძლო მას გაეკეთებინა? მან თქვა: „აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას“ (ფსალმ. 116:3, 4, 8, 10–14). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, შეესრულებინა იეჰოვასთვის დადებული ყველა აღთქმა.
ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ ყოველთვის ღვთის პრინციპებითა და კანონებით ვიხელმძღვანელებთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იეჰოვას თაყვანისცემას ჩვენს ცხოვრებაში და რამდენად ვაძლევთ ღვთის წმინდა სულს იმის საშუალებას, რომ ყველაფერში გვიხელმძღვანელოს (ეკლ. 12:13; გალ. 5:16–18). ცხადია, სრულად ვერასდროს „გადავუხდით იეჰოვას ყოველივე კარგისთვის“, რაც ჩვენთვის გაუკეთებია. მაგრამ იეჰოვას ახარებს იმის დანახვა, რომ მას მთელი გულით ვემსახურებით (იგავ. 27:11). განა იმაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ის, რომ გული გავუხაროთ იეჰოვას?!
რას ვსწავლობთ წიგნ „ლევიანებიდან“
9 გაკვეთილი მეორე: იეჰოვას მსახურებისკენ მადლიერი გული გვიბიძგებს. ეს რომ უკეთ დავინახოთ, დავფიქრდეთ მშვიდობის მსხვერპლზე, რომელიც ძველ ისრაელში წმინდა თაყვანისმცემლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე იყო. წიგნ „ლევიანებიდან“ ვიგებთ, რომ ისრაელებს მადლიერების ნიშნად შეეძლოთ მშვიდობის მსხვერპლი გაეღოთ (ლევ. 7:11–13, 16–18). ამ მსხვერპლის გაღებას მათ კანონი არ ავალდებულებდა. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც ისრაელები იეჰოვას სიყვარულიდან გამომდინარე სწირავდნენ. შემწირველი, მისი ოჯახი და მღვდლები შეწირული ცხოველის ხორცს ჭამდნენ, მის ზოგიერთ ნაწილს კი მხოლოდ იეჰოვას სწირავდნენ.
10 გაკვეთილი მესამე: სიყვარულიდან გამომდინარე საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის. იეჰოვა ცხოველის საუკეთესო ნაწილად ქონს მიიჩნევდა. გარდა ამისა, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, მათ შორის თირკმელებს (წაიკითხეთ ლევიანების 3:6, 12, 14–16). ამიტომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებდა, როცა ისრაელები ნებაყოფლობით სწირავდნენ ცხოველის ქონსა და მის სასიცოცხლო ორგანოებს. ასეთი მსხვერპლით შემწირველი აჩვენებდა, რომ საუკეთესოს გაღება სურდა იეჰოვასთვის. იესომ ნებაყოფლობით გაიღო საუკეთესო მსხვერპლი ღვთისთვის, რადგან მთელი გულით და სიყვარულით ემსახურებოდა მას (იოან. 14:31). იესოს უყვარდა ღვთის კანონები და სიამოვნებას ანიჭებდა მამის ნების შესრულება (ფსალმ. 40:8). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა იეჰოვას იმის დანახვა, რომ იესო ასეთი განწყობით ემსახურებოდა მას!
11 იეჰოვასადმი მსახურება შეგვიძლია მშვიდობის მსხვერპლს შევადაროთ, რადგან ამ დროს ჩვენი გულის მდგომარეობა ვლინდება. ჩვენ საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის, რადგან მთელი არსებით გვიყვარს ის. იეჰოვას ძალიან სიამოვნებს იმის დანახვა, რომ მილიონობით ადამიანი სიყვარულით ემსახურება. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენს საქმეებს აფასებს, არამედ ჩვენს მოტივებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ასაკის გამო იმდენს ვეღარ აკეთებთ, რამდენიც გულით გწადიათ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის თქვენი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებთ იეჰოვასთვის, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ის თქვენში სიყვარულით სავსე გულებს ხედავს და აფასებს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იხარჯებით მისთვის. მას სიამოვნებს თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლი.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მკითხველთა შეკითხვები
ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იეჰოვას ძალიან უმძიმს თავის ერთგულთა სიკვდილი“ (ფსალმ. 116:15). თითოეული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია მისთვის. თუმცა 116-ე ფსალმუნში ჩაწერილ ამ სიტყვებში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ცალკეული ადამიანის სიკვდილი.
დაკრძალვის მოხსენების წარმოთქმისას ფსალმუნის 116:15-ის წაკითხვა უადგილო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარდაცვლილი იეჰოვას ერთგული მსახური იყო. რატომ? იმიტომ, რომ ამ სიტყვებს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. იეჰოვას იმდენად უმძიმს თავის ერთგულ თაყვანისმცემელთა სიკვდილი, რომ ის არ დაუშვებს მათი, როგორც ჯგუფის განადგურებას (იხილეთ ფსალმუნების 72:14; 116:8).
9–15 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:1–56
„როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?“
w87 11/1 18 ¶10
ყოველმხრივ ინარჩუნებთ სიწმინდეს?
10 ეფესოელების 5:5-ში პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს: „რადგან იცით და გესმით, რომ ვერც მეძავი, ვერც უწმინდური და ვერც ხარბი, რაკი სიხარბეც კერპთაყვანისმცემლობაა, ვერ დაიმკვიდრებს სამეფოს, რომელიც ქრისტესი და ღვთისაა“. მიუხედავად ამისა, ათასობით ქრისტიანი ყოველწლიურად იღებს შეგონებას ან ირიცხება კრებიდან, რადგან „საკუთარ სხეულს ბღალავს“ და უზნეობას სჩადის (1 კორინთელები 6:18). ხშირ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ვერ ინარჩუნებენ სიფხიზლეს და ღვთის სიტყვის თანახმად აღარ იქცევიან (ფსალმუნი 119:9). ბევრმა ქრისტიანმა სიფხიზლე შვებულების დროს დაკარგა, რადგან დაუახლოვდა სხვა დამსვენებლებს, რომლებიც მათ ფასეულობებს არ იზიარებდნენ. ზოგმა ქრისტიანმა თავი იმით იმართლა, რომ ეს დამსვენებლები კარგი ადამიანები იყვნენ, სინამდვილეში კი ქრისტიანისთვის შეუფერებელ ქმედებებში აჰყვნენ მათ. ზოგი ქრისტიანი ზედმეტად დაუახლოვდა თანამშრომლებს. ერთი უხუცესი იმდენად მოიხიბლა თანამშრომელი ქალით, რომ მის გამო ოჯახი მიატოვა და კრებიდან გაირიცხა. ბიბლია ნამდვილად არ ტყუის, როცა გვაფრთხილებს: „ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).
w06 6/15 25 ¶1
„მიყვარს შენი შეხსენებები“
იეჰოვა თავის მსახურებს შეხსენებებით უზრუნველყოფს, რათა მათ შეძლონ დღევანდელ სირთულეებთან გამკლავება. მაგალითად, შეხსენებებს ვიღებთ, როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ვისმენთ წარმოდგენილ პროგრამას თუ გამამხნევებელ კომენტარებს. უმეტეს შემთხვევაში, რასაც ამ დროს ვკითხულობთ ან ვისმენთ, ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვეულებრივ, მსგავსი ინფორმაცია მანამდეც მოგვისმენია. მაგრამ ჩვენ განუწყვეტლივ გვჭირდება შეხსენებები იეჰოვას განზრახვებთან, კანონებთან და რჩევებთან დაკავშირებით, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი რამ გვავიწყდება. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისგან მიღებული შეხსენებებისთვის. ისინი გვეხმარება ძალების განახლებაში და იმაში, რომ მთელი ყურადღება გადატანილი გვქონდეს მიზეზებზე, რომლებიც ღვთის ნების თანახმად ცხოვრებისკენ აღგვძრავს. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას მიმართავდა: „მიყვარს შენი შეხსენებები“ (ფსალმუნები 119:24, აქ [118:24]).
თვალი მოარიდეთ არარაობას!
2 მაგრამ იმან, რასაც ვუყურებთ, შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს ჩვენზე. გონებასა და მხედველობას შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ თვალით დანახულს შეუძლია გულში სხვადასხვა სურვილი აღგვიძრას ან გაგვიძლიეროს. ჩვენ ვცხოვრობთ სატანა ეშმაკის გახრწნილ ქვეყნიერებაში, რომელშიც საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციასა და ათასგვარ გამოსახულებას ვაწყდებით. ამ ყველაფრისთვის, თუნდაც წამიერად, თვალის შევლებამ შეიძლება ადვილად აგვაცდინოს გზას (1 იოან. 5:19). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ სთხოვდა ფსალმუნმომღერალი ღმერთს: „თვალი ამარიდებინე არარაობას; სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე“ (ფსალმ. 119:37).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მიენდეთ იეჰოვას სიტყვას
2 ასმეცხრამეტე ფსალმუნის ძირითადი აზრი ის არის, თუ რამდენად ძვირფასია ღვთის სიტყვა ანუ ცნობა. როგორც ჩანს, ფსალმუნმომღერალმა ადვილად დამახსოვრების მიზნით, ფსალმუნი ანბანური თანამიმდევრობით დაალაგა. მისი 176 მუხლი თანამიმდევრულად ებრაული ანბანის მიხედვით არის განლაგებული. ებრაულ დედანში ფსალმუნის 22 სტროფიდან თითოეული 8 სტრიქონისგან შედგება; ეს სტრიქონები კი ერთი და იმავე ასოთი იწყება. ამ ფსალმუნში ლაპარაკია ღვთის სიტყვასა და კანონებზე, შეხსენებებსა და გზებზე, ბრძანებებსა და წესდებებზე, მცნებებსა და სამართლიან განაჩენებზე, სიტყვებსა და წესებზე. იეჰოვას ძველი და თანამედროვე მსახურების შემთხვევებზე დაფიქრებამ უფრო ღრმად უნდა ჩაგვახედოს ამ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიმღერის არსში და გაგვიძლიეროს მადლიერება წერილობითი სახით არსებული ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მიმართ.
16–22 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:57–120
როგორ გავუძლოთ გასაჭირს
w06 6/15 20 ¶2
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“
2 შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ იყო ფსალმუნმომღერლისთვის ღვთის სიტყვა მანუგეშებელი?“ ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ იყო მისი მდგომარეობა. ფსალმუნმომღერალს ესმოდა, რომ ღვთის კანონის დაცვას კურთხევები მოჰყვებოდა, ამიტომ სასტიკი დევნისა და შევიწროების მიუხედავად ის ბედნიერი იყო. საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ავლენდა მისადმი სიყვარულს. ღვთის კანონის ცხოვრებაში გამოყენება მას მტრებზე მეტად აბრძენებდა და სიცოცხლესაც კი უნარჩუნებდა. იმის გამო, რომ ღვთის კანონს ემორჩილებოდა, მას შინაგანი სიმშვიდე და სუფთა სინდისი ჰქონდა (ფსალმუნები 119:1, 9, 65, 93, 98, 165).
ძალიან გიყვართ თუ არა იეჰოვას შეხსენებები?
3 ღვთის შეხსენებები ძალიან ძვირფასი იყო ფსალმუნმომღერლისთვის, რომელიც მღეროდა: „ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე“ (ფსალმუნი 119:60, 61). იეჰოვას შეხსენებები დევნის ატანაში გვეხმარება, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ზეციერ მამას შეუძლია შეგვიხსნას მტრების მიერ დადებული ბორკილები. თავის დროზე ის გვათავისუფლებს ასეთი დაბრკოლებებისგან და ჩვენც სამეფოს შესახებ ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობა გვეძლევა (მარკოზი 13:10).
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 5)
119:71. რა შეიძლება იყოს კარგი ტანჯვაში? გაჭირვებამ შეიძლება მეტად გვასწავლოს იეჰოვაზე სრული მინდობა, მხურვალედ ლოცვა, ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. გარდა ამისა, გაჭირვებაზე ჩვენმა რეაქციამ შეიძლება გამოააშკარაოს ჩვენი ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია. ტანჯვა არ დაგვბოღმავს, თუ მას ჩვენი პიროვნების დასახვეწად გამოვიყენებთ.
„მოტირალებთან იტირეთ“
3 ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ნუგეშის უმთავრესი წყარო ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვაა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ის თანაგრძნობის უდიდეს მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს: „მე განუგეშებთ“ (ეს. 51:12; ფსალმ. 119:50, 52, 76).
5 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება. ამიტომ თავი არ უნდა შევიკავოთ და ლოცვაში გული უნდა გადავუშალოთ ჩვენს ზეციერ მამას. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი გულისტკივილი და ნუგეშისცემას არ გვაკლებს! როგორ აკეთებს ის ამას?
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 5)
119:96. რას ნიშნავს „ყველანაირი სრულყოფილების დასასრული“? აქ ფსალმუნმომღერალი სრულყოფილებაზე ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე ლაპარაკობს. ალბათ, მას მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ადამიანის შეხედულება სრულყოფილებაზე შეზღუდულია. ამის საპირისპიროდ, ღვთის მითითებები არ არის ამგვარად შეზღუდული. ღვთის მითითებები ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. «ყოველგვარ სრულყოფილებაში ზღვარს ვხედავ, – ნათქვამია „ახალ საერთაშორისო თარგმანში“, – მაგრამ შენი მითითებები უსაზღვროა».
23-29 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 119:121–176
როგორ ავირიდოთ თავიდან ზედმეტი პრობლემები?
ღვთის კანონებითა და პრინციპებით განსწავლეთ თქვენი სინდისი!
5 ღვთის კანონებმა ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად რომ იმოქმედოს, უბრალოდ მათი წაკითხვა და გაცნობა არ კმარა. ჩვენ უნდა შევიყვაროთ და დავაფასოთ ისინი. ბიბლიაში ნათქვამია: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოს. 5:15). მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მთავარია ვისწავლოთ, რომ იეჰოვას თვალით ვუყუროთ საკითხებს. დავუშვათ, რომ ცუდად გძინავთ და ექიმმა მკურნალობა დაგინიშნათ. მან გირჩიათ, რომ სწორად იკვებოთ, ივარჯიშოთ და შეიცვალოთ ცხოვრების წესი. რაღაც დროის შემდეგ შენიშნეთ, რომ მკურნალობის კურსმა კარგი შედეგი გამოიღო. ალბათ, ძალიან მადლიერი დარჩებოდით თქვენი ექიმის, რომელიც დაგეხმარათ, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებოდით.
6 მსგავსად ამისა, ჩვენმა შემოქმედმა მოგვცა კანონები, რომლებიც გვიცავს ცოდვის საზიანო შედეგებისგან და გვეხმარება, უკეთ ვიცხოვროთ. დაფიქრდით, რამხელა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ბიბლიური კანონების გათვალისწინებას, რომლებიც ეხება ტყუილის თქმას, ბოროტ განზრახვას, ქურდობას, უზნეობას, ძალადობასა და სპირიტიზმს (წაიკითხეთ იგავების 6:16–19; გამოცხ. 21:8). როცა იეჰოვას მოსაწონად ვმოქმედებთ და უხვ კურთხევებს ვიღებთ, იეჰოვასა და მისი კანონების მიმართ გული მადლიერებითა და სიყვარულით გვევსება.
w93 4/15 17 ¶12
ახალგაზრდებო – რისკენ ისწრაფვით?
12 უპირველესად, უნდა ისწავლო ბოროტებისადმი სიძულვილი, გეზიზღებოდეს და ვერ იტანდე მას (ფსალმუნი 97:10). როგორ შეგიძლია შეიძულო ის, რაც თავიდან თავშესაქცევად ან სასიამოვნოდ გეჩვენება? შენ უნდა იფიქრო შედეგზე! „ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის გახრწნას“ (გალატელთა 6:7, 8). როდესაც ცდუნებაში ვარდები, დაექვემდებარო ვნებას, დაფიქრდი იმის შესახებ, რა იქნება ყველაზე დიდი შედეგი – როგორ გაანაწყენებს ეს იეჰოვა ღმერთს (შეადარე ფსალმუნი 78:41). ასევე, იფიქრე არასასურველ ორსულობაზე ან ᲨᲘᲓᲡ–ით დაავადებაზე. გაითვალისწინე ისიც, რომ დაიტანჯები ემოციური კრახის ან საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვის გამო. ერთი ქრისტიანი ქალი აღიარებს: „მე და ჩემს ქმარს, სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით, ორივეს გვქონდა სექსუალური ურთიერთობა. თუმცა, ახლა ქრისტიანები ვართ, ჩვენი წარსული სექსუალური ცხოვრება ჩვენს ურთიერთობაში შეხლა-შემოხლისა და ეჭვიანობის საბაბია“. ასევე, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ დაკარგავ შენს თეოკრატიულ უპირატესობებს და შეიძლება გაირიცხო კიდეც ქრისტიანული კრებიდან! (1 კორინთელთა 5:9–13). ღირს კი ასე დიდ ფასად, წუთიერი სიამოვნების მიღება?
ღვთის სიტყვის სიღრმეები
ეჭვი ნუ შეგეპარებათ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში
2 ჩვენ, ვინც იეჰოვას ვემსახურებით, გვჯერა, რომ ის ჭეშმარიტების ღმერთია და ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს (ფსალმ. 31:5; ეს. 48:17). არც ღვთის სიტყვის სანდოობაში გვეპარება ეჭვი, რადგან ვიცით, რომ მისი „არსი ჭეშმარიტებაა“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:160). ჩვენც ვიზიარებთ ერთი ბიბლეისტის აზრს: „ღვთის სიტყვა ყოველთვის სრულდება და მასში სიცრუის მარცვალსაც ვერ ნახავთ. რახან ღვთის ხალხს სწამს ღმერთის, მისი ნათქვამიც სჯერათ“.
30 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 5 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 120–126
ცრემლით მთესველნი სიხარულის ყიჟინით მოიმკიან
კურთხეულია ყველა, ვინც ღმერთს განადიდებს
10 ქრისტეს მოწაფეობის უღლის დადგმით სატანის წინააღმდეგ ვიბრძვით. „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“, – აღგვითქვამს იაკობის 4:7. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევა ადვილია. ღვთისადმი მსახურებას დიდი ძალისხმევა სჭირდება (ლუკა 13:24). მაგრამ ბიბლია ფსალმუნების 126:5-ში გვპირდება: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“. დიახ, ჩვენ უმადურ ღმერთს როდი ვემსახურებით. ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ და აკურთხებს თავის განმადიდებლებს (ებრაელთა 11:6).
მტკიცე რწმენით შეხვდებით მომავალს?
17 თქვენც ხომ არ გლოვობთ საყვარელ ადამიანს? თუ ასეა, კარგს იზამთ, თუ ბიბლიაში წაიკითხავთ მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებს და ასე გაიძლიერებთ აღდგომის რწმენას. ოჯახის წევრის გარიცხვას ხომ არ განიცდით? იკვლიეთ ბიბლია და დარწმუნდებით, რომ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. ნებისმიერი პრობლემა თქვენი რწმენის განსამტკიცებლად გამოიყენეთ. გული გადაუშალეთ იეჰოვას. საკუთარ ნაჭუჭში კი ნუ ჩაიკეტებით, და-ძმებთან იქონიეთ ახლო ურთიერთობა (იგავ. 18:1). ისეთი საქმეებით დაკავდით, რომლებიც ტკივილის მოთმინებით ატანაში დაგეხმარებათ, თუნდაც ეს ზოგჯერ ცრემლების ფასად დაგიჯდეთ (ფსალმ. 126:5, 6). არ ჩამორჩეთ სულიერ განრიგს, დაესწარით კრების შეხვედრებს, იმსახურეთ და გამოიკვლიეთ ბიბლია. ყოველთვის გონებაში გქონდეთ ის კურთხევები, რომლებსაც იეჰოვა გიმზადებთ. როცა დაინახავთ, როგორ გეხმარებათ დღეს იეჰოვა, რწმენა კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ.
შეუპოვრად განაგრძეთ მკაში მონაწილეობა!
13 ღვთის სამკალში მომუშავეთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დევნიან, მეტად მანუგეშებელია ფსალმუნის 126:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი“. თესვისა და მომკის შესახებ ფსალმუნმომღერლის სიტყვები ძველი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელის დარჩენილ ნაწილზე იეჰოვას მზრუნველობისა და მის მიერ მათი კურთხევის თვალსაჩინო მაგალითია. ისინი უსაზღვროდ ბედნიერნი იყვნენ მონობიდან გათავისუფლების გამო, მაგრამ შესაძლოა ტირილით თესავდნენ თესლს თავიანთი 70-წლიანი გადასახლების პერიოდში უპატრონოდ მიგდებულ, გავერანებულ მიწაზე. როგორც უნდა ყოფილიყო, მათ, ვინც შეუპოვრად განაგრძო თესვა და სამშენებლო სამუშაოები, თავიანთი შრომის ნაყოფი და კმაყოფილება მოიმკეს.
14 ჩვენც შეიძლება ვტიროდეთ, როდესაც განსაცდელში ვიმყოფებით ან როცა ჩვენ, ან ჩვენი თანამორწმუნეები, ‘სიმართლისათვის ვიტანჯებით’ (1 პეტრე 3:14). მკაში მონაწილეობისას თავდაპირველად შეიძლება დუხჭირი დრო დაგვიდგეს, რადგან, მსახურებაში ჩვენი მცდელობების მიუხედავად, თითქოსდა არაფერი გამოგვდის. მაგრამ, თუ თესვასა და მორწყვას განვაგრძობთ, ღმერთი გაზრდის, და ხშირად შედეგი ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს (1 კორინთელთა 3:6). ამის თვალსაჩინო მაგალითია შედეგები, რომლებიც ჩვენ მიერ ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას მოაქვს.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მფარველი ძალა – „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“
15 თავდაპირველად ფიზიკური მფარველობის საკითხს შევეხოთ. ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლებს, როგორც ჯგუფს, შეგვიძლია ასეთი მფარველობის იმედი ვიქონიოთ. სხვაგვარად, სატანა ადვილად დაგვრევდა ხელს. „ქვეყნიერების მმართველი“, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ძირფესვიანად აღმოფხვრას ლამობს (იოანე 12:31; გამოცხადება 12:17). ზოგიერთმა მთავრობამ აკრძალა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და ისიც კი სცადა, რომ საერთოდ მოვესპეთ. თუმცა იეჰოვას ხალხმა მაინც შეინარჩუნა სიმტკიცე და არ შეწყვიტა ქადაგება! რატომ ვერ შეაჩერეს ძლიერმა ერებმა ქრისტიანთა შედარებით მცირე და, ერთი შეხედვით, დაუცველი ჯგუფის საქმიანობა? იმიტომ რომ იეჰოვა თავის მძლავრ ფრთებქვეშ გვიფარებს (ფსალმუნი 17:7, 8).