საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr24 სექტემბერი გვ. 1-11
  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
  • ქვესათაურები
  • 2–8 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 9–15 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 16–22 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 23–29 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 30 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 6 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 7–13 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?
  • 14–20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 21–27 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ – 3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2024)
mwbr24 სექტემბერი გვ. 1-11

წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

2–8 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 79–81

დაამტკიცეთ, რომ გიყვართ ღვთის დიდებული სახელი

w17.02 9 ¶5

გამოსასყიდი – „სრულყოფილი საბოძვარი“ მამისგან

5 რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიყვარს იეჰოვას სახელი? ამის გაკეთება ჩვენი საქციელით შეგვიძლია. იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, რომ წმინდები ვიყოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:15, 16). ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცემდეთ თაყვანს და მთელი გულით უნდა ვემორჩილებოდეთ მას. ჩვენ დევნების დროსაც კი ყველანაირად ვცდილობთ, რომ მისი სამართლიანი პრინციპებისა და კანონების თანახმად ვიცხოვროთ. როცა სიმართლის საქმეებს ვაკეთებთ, ჩვენი სინათლე ანათებს, რასაც დიდება მოაქვს იეჰოვას სახელისთვის (მათ. 5:14–16). როგორც წმინდა ხალხი, ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას კანონები კარგი და სამართლიანია, სატანის ბრალდებები კი – მცდარი. როცა შეცდომას ჩავდივართ, გულწრფელად ვინანიებთ და ვწყვეტთ იეჰოვას შეურაცხმყოფელი საქმეების კეთებას (ფსალმ. 79:9).

ijwbv 3 ¶4, 5

რომაელების 10:13 – „ვინც უფლის სახელს მოუხმობს“

ბიბლიური გაგებით ღვთის სახელის მოხმობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე უბრალოდ ამ სახელის ცოდნა და თაყვანისმცემლობაში მისი გამოყენება (ფსალმუნი 116:12–14). ამაში გასაჭირის დროს ღმერთზე მინდობაც იგულისხმება (ფსალმუნი 20:7; 99:6).

ლოცვის ნიმუშს ის შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). იესომ ისიც გვასწავლა, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გავიცნოთ, დავემორჩილოთ და შევიყვაროთ ამ სახელის მატარებელი პიროვნება (იოანე 17:3, 6, 26).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „იოსები“ ¶38, 39

იოსების სახელი ცნობილი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იაკობის ვაჟებს შორის იოსებს გამოჩენილი მდგომარეობა ეკავა, მართებულია, რომ ზოგჯერ მისი სახელით იწოდება ისრაელის ყველა ტომი (ფს. 80:1) ან ჩრდილოეთ სამეფოში შემავალი ტომები (ფს. 78:67; ამ. 5:6, 15; 6:6). მისი სახელი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებშიც გვხვდება. ეზეკიელის წინასწარმეტყველურ ხილვაში მემკვიდრეობის ორი წილი იოსებისა იყო (ეზკ. 47:13); ქალაქის, „თვით იეჰოვაა იქ“, ერთ-ერთი კარიბჭე იოსების სახელს ატარებდა (ეზკ. 48:32, 35); როცა იეჰოვას ხალხის გაერთიანებაზეა საუბარი, ერის ერთი ნაწილის მეთაურად იოსებია მოხსენიებული, მეორე ნაწილის მეთაურად კი – იუდა (ეზკ. 37:15–26). აბდიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ „იოსების სახლი“ „ესავის სახლს“ გაანადგურებდა (აბდ. 18), ზაქარიამ კი იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა დაიხსნიდა „იოსების სახლს“ (ზქ. 10:6). სულიერი ისრაელის ერთ-ერთ ტომად ეფრემის ნაცვლად იოსები მოიხსენიება (გმც. 7:8).

გამოცხადების 7:8-ში იოსების მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილის წინ იაკობის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სულიერ ისრაელს ეხებოდა. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ იაკობის ძლიერმა, იეჰოვა ღმერთმა, მოავლინა იესო ქრისტე, კარგი მწყემსი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო თავისი ცხვრისთვის (ინ. 10:11–16). იესო ქრისტე საძირკვლის ქვაკუთხედიცაა, რომელზეც სულიერი ისრაელისგან შემდგარი ღვთის ტაძარი შენდება (ეფ. 2:20–22; 1პტ. 2:4–6). ეს მწყემსი, ისრაელის ქვა, ყოვლისშემძლესთან არის (ინ. 1:1–3; სქ. 7:56; ებ. 10:12; შდრ. დბ. 49:24, 25).

9–15 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 82–84

დააფასეთ მონდობილი პასუხისმგებლობები

wp16.6 8 ¶2, 3

ისწავლეთ ფრინველებისგან

იერუსალიმის მკვიდრთათვის მერცხალი კარგად ნაცნობი ფრინველი იყო. ის, როგორც წესი, ბუდეს სახურავის კიდის ქვეშ იკეთებს. მერცხლის ბუდეებს სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის მიდამოებშიც ნახავდით. როგორც ჩანს, ამ ფრინველებისთვის ეს უსაფრთხო ადგილი იყო, სადაც ბარტყებს ზრდიდნენ.

მერცხლის ბუდეები ტაძრის მიდამოებში კორახის ერთ-ერთმა შთამომავალმა, 84-ე ფსალმუნის დამწერმაც შენიშნა. იგი ტაძარში ყოველ ექვს თვეში ერთხელ ერთი კვირის მანძილზე მსახურობდა, რომელიც ნატრობდა, რომ მერცხალივით სამუდამოდ დაედო ბინა იეჰოვას სახლში: „როგორ მიყვარს შენი დიდებული კარავი, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა! იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული . . . ჩიტმაც კი იპოვა ბინა და მერცხალმა – ბუდე, სადაც თავის პატარებს სხამს, შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო!“ (ფსალმუნი 84:1–3). კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, გვაქვს თუ არა ჩვენ და ჩვენს შვილებსაც ფსალმუნმომღერალივით ძლიერი სურვილი, რეგულარულად შევიკრიბოთ ღვთის ხალხთან ერთად და გამოვხატოთ მადლიერება (ფსალმუნი 26:8, 12).

w08 7/15 30 ¶3, 4

ზედმეტს ხომ არ სთხოვთ საკუთარ თავს?

ასაკი და სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება გარკვეულწილად გზღუდავდეთ იეჰოვას მსახურებაში. თუ მშობელი ხართ, შეიძლება პირადი შესწავლისთვის ნაკლები დრო გრჩებათ ან გრძნობთ, რომ ქრისტიანული შეხვედრებიდან სრულ სარგებლობას ვერ იღებთ, რადგან მთელ დროსა და ენერგიას ბავშვებს უთმობთ. თუმცა, ზოგჯერ ისე ხომ არ ხდება, რომ თქვენს შეზღუდულ შესაძლებლობებზე მეტისმეტი ფიქრის გამო ვეღარ ხედავთ იმას, რისი გაკეთებაც რეალურად ჯერ კიდევ შეგიძლიათ?

ათასობით წლის წინ ერთ ლევიან კაცს ისეთი რამ უნდოდა, რისი დაკმაყოფილებაც მისთვის შეუძლებელი იყო. მას პატივი ჰქონდა, რომ ყოველ წელს ორი კვირა ემსახურა ტაძარში. თუმცა მას ისიც სურდა, რომ ყოველთვის სამსხვერპლოსთან ახლოს ყოფილიყო, რაც მართლაც საქებარია (ფსალმ. 84:1–3). რა დაეხმარა ამ კაცს, გული არ გასტეხოდა იმის გამო, რომ მისი ნატვრის შესრულება შეუძლებელი იყო? ის მიხვდა, რომ ტაძრის ეზოებში ერთი დღის გატარებაც კი დიდი პატივი იყო (ფსალმ. 84:4, 5, 10). ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და იმაზე ფიქრის ნაცვლად, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ის, რისი გაკეთებაც ძალგვიძს და კმაყოფილი ვიყოთ ამით.

w20.01 17 ¶12

იეჰოვას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ!

თუ ავადმყოფობას ებრძვით, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ესმის, რისი ატანა გიწევთ. სთხოვეთ ღმერთს, დაგარწმუნოთ, რომ ავადმყოფობის მიუხედავად მისთვის ძვირფასი ხართ. შემდეგ ბიბლიიდან ის გამამხნევებელი ადგილები ამოიკითხეთ, რომლებიც იეჰოვამ თქვენს სანუგეშებლად ჩააწერინა თავის მსახურებს. იფიქრეთ იმ მუხლებზე, საიდანაც ჩანს, რამდენად გაფასებთ იეჰოვა. ამგვარად დაინახავთ, რომ ის სიკეთეს ავლენს თავისი ერთგული მსახურების მიმართ (ფსალმ. 84:11).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ობოლი“

იეჰოვა ისრაელი ერის სამართლიანობას ხშირად იმით ზომავდა, თუ როგორ ექცეოდნენ ქვრივ-ობლებს, რადგან მათი დაჩაგვრა ადვილი იყო. ის სიტყვა „ობოლს“ საწყლებთან და დაუცველებთან მიმართებითაც იყენებს. როცა ერი სულიერად კარგ მდგომარეობაში იყო, ობლები ყურადღების გარეშე არ რჩებოდათ და ზრუნავდნენ მათზე. მაგრამ როცა იეჰოვას მითითებებს არაფრად აგდებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ, ქვრივ-ობლებს ჩაგრავდნენ და უსამართლოდ ეპყრობოდნენ (ფს. 82:3; 94:6; ეს. 1:17, 23; იერ. 7:5–7; 22:3; ეზკ. 22:7; ზქ. 7:9–11; მლ. 3:5). იეჰოვამ დაწყევლა ისინი, ვინც სასტიკად ექცეოდა ობლებს (კნ. 27:19; ეს. 10:1, 2); ის თავს ჩაგრულთა „მამას“, „შემწეს“, „მფარველს“ და „გამომსყიდველს“ უწოდებს (იგ. 23:10, 11; ფს. 10:14; 68:5). ღმერთი აცხადებს, რომ ის თავად უჩენს სამართალს ქვრივ-ობლებს, შეიწყალებს, დაიცავს, იზრუნებს მათზე და გადაარჩენს (კნ. 10:17, 18; ოს. 14:3; ფს. 146:9; იერ. 49:11).

ქრისტიანების ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი ის იქნებოდა, თუ როგორ მოეპყრობოდნენ ქვრივებსა და ობლებს. მოწაფე იაკობმა ქრისტიანებს მისწერა: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და თავი დავიცვათ უწმინდური ქვეყნიერებისგან“ (იაკ. 1:27).

16–22 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 85–87

ლოცვა მოთმინების ძალას გვაძლევს

w12 5/15 25 ¶10

ირეკლავთ იეჰოვას დიდებას?

10 ღვთის დიდების ასარეკლად გამუდმებით უნდა ვილოცოთ (რომ. 12:12). იეჰოვას სათანადო სახით რომ ვემსახუროთ, მას ლოცვაში დახმარება უნდა ვთხოვოთ. აგრეთვე უნდა ვთხოვოთ წმინდა სული, მეტი რწმენა, ძალა ცდუნების დასაძლევად და უნარი, რომ „სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა“ (2 ტიმ. 2:15; მათ. 6:13; ლუკ. 11:13; 17:5). როგორც ბავშვია მამაზე დამოკიდებული, ასევე ჩვენც უნდა ვიყოთ ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე, დამოკიდებული. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ ლოცვით მივმართავთ, იეჰოვა დაგვეხმარება, უკეთ ვემსახუროთ მას. არასოდეს ვიფიქროთ, რომ ლოცვებით ღმერთს შევაწუხებთ. ნაცვლად ამისა, მოდი, ლოცვაში ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა, მადლობა გადავუხადოთ, ვეძებოთ მისი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს და ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ჩვენი მსახურებით განვადიდოთ მისი სახელი (ფსალმ. 86:12; იაკ. 1:5–7).

w23.05 13 ¶17, 18

როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?

17 წაიკითხეთ ფსალმუნის 86:6, 7. ფსალმუნმომღერალი დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ისმენდა მის ლოცვებს და პასუხობდა. ამაში არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი! როგორც ამ სტატიაში განხილული მაგალითებიდან დავინახეთ, იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს სხვადასხვა სირთულის ასატანად საჭირო სიბრძნესა და ძალას. ჩვენ დასახმარებლად მან შეიძლება თანაქრისტიანები ან ისინიც კი აღძრას, ვინც არ ემსახურებიან მას.

18 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ შეიძლება ყოველთვის ისე არ გვიპასუხოს, როგორც ველით, ერთ რამეში დარწმუნებული ვართ – ის უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვას. ის ზუსტად იმას გვაძლევს, რაც გვჭირდება, თანაც საჭირო დროს. ასე რომ, კვლავაც ილოცეთ და დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა დღესვე იზრუნებს თქვენზე, მომავალში კი ყველა სურვილს დაგიკმაყოფილებთ (ფსალმ. 145:16).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „გული ¶14“

„მთელი გულით“ მსახურება. ფიზიკური გულისგან განსხვავებით სიმბოლური გული შეიძლება გაიყოს. დავითი ღმერთს სთხოვდა: „მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფს. 86:11). აქედან ვიგებთ, რომ ადამიანის გული შეიძლება გაორდეს – მან შეიძლება შეიყვაროს ის, რასაც იეჰოვა არ იწონებს და განუვითარდეს ისეთი შიში, რომელიც ღვთისთვის მიუღებელია. ასეთი ადამიანი უგულოდ მსახურობს და ღვთის თაყვანისცემაში ნელთბილია (ფს. 119:113; გმც. 3:16). ის ორგულიცაა (სიტყვასიტყვით ორი გული აქვს), ცდილობს ორ ბატონს ემსახუროს, ანდა ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს (1მტ. 12:33; ფს. 12:2). იესო ამგვარ თვალთმაქცობას მკაცრად განსჯიდა (მთ. 15:7, 8).

23–29 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 88, 89

იეჰოვა საუკეთესო მმართველია

w17.06 28 ¶5

მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!

5 იეჰოვას სხვა მიზეზის გამოც აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. მისი მმართველობა სრულყოფილად სამართლიანია. ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:24). იმის დასადგენად, თუ რა არის სწორი და სამართლიანი, ის არ ეყრდნობა არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ კანონთა კრებულებს. პირიქით, ის სრულყოფილი სამართლიანობის წყაროა და თავისი სიტყვის მეშვეობით თავად უდგენს კანონებს ადამიანებს. „სიმართლე და სამართლიანობაა [მისი] ტახტის საფუძველი“ (ფსალმ. 89:14; 119:128). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის კანონები, პრინციპები და გადაწყვეტილებები სამართლიანია. სატანამ კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მმართველობა უსამართლოა, თავად ვერ შეძლო სამართლიანი ქვეყნიერების შექმნა.

w17.06 29 ¶10, 11

მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!

10 იეჰოვა არც ჩაგრავს თავის ქვეშევრდომებს და არც სასტიკად ექცევა. მისი მმართველობა გარკვეულ თავისუფლებას იძლევა და ხელს უწყობს სიხარულს (2 კორ. 3:17). დავითმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღირსება და ბრწყინვალებაა მის [ღვთის] წინაშე, ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის“ (1 მატ. 16:7, 27). მსგავსი აზრი დაწერა ფსალმუნმომღერალმა ეთანმაც: „ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი. იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი. შენი სახელით ხარობენ მთელი დღე და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი“ (ფსალმ. 89:15, 16).

11 როცა ხშირად ვფიქრობთ იეჰოვას სიკარგეზე, ვრწმუნდებით, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ვეტყვით იეჰოვას: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია“ (ფსალმ. 84:10). შეუძლებელია ეს სხვანაირად იყოს. როგორც მოსიყვარულე შემოქმედმა, იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისთვის და ყველაფერს უხვად გვაძლევს. ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენივე კეთილდღეობას ემსახურება და უდიდეს სიხარულს გვანიჭებს მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნების შესასრულებლად გარკვეული მსხვერპლის გაღება გვჭირდება (წაიკითხეთ ესაიას 48:17).

w14 10/15 10 ¶14

მტკიცედ გწამდეთ, რომ სამეფო შეასრულებს იეჰოვას განზრახვას!

14 მოდი, მიმოვიხილოთ იგი. ეს იეჰოვას მიერ ძველი ისრაელის მეფე დავითთან დადებული შეთანხმებაა (წაიკითხეთ 2 სამუელის 7:12, 16). იეჰოვამ დავითს ეს შეთანხმება მაშინ დაუდო, როცა იგი იერუსალიმში მეფობდა; ღმერთმა მას აღუთქვა, რომ იგი მესიის წინაპარი გახდებოდა (ლუკ. 1:30–33). ამგვარად იეჰოვამ კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა იმას, თუ ვის შთამომავლობით ხაზში მოვიდოდა მესია. ღმერთმა დავითს უთხრა, რომ სწორედ მისი შთამომავალი იქნებოდა „კანონით უფლებამოსილი“, რომელიც მესიანური სამეფოს ტახტზე ავიდოდა (ეზეკ. 21:25–27). დავითის მეფობა სწორედ იესოს წყალობით „მარადიულად იქნება დაფუძნებული“. დიახ, დავითის შთამომავალი „მარადიულად იარსებებს . . . მისი ტახტი – როგორც მზე“ (ფსალმ. 89:34–37). ნამდვილად, მესია ყოველთვის სამართლიანად იმმართველებს და მისგან ულევი კურთხევა გველის!

ღვთის სიტყვის სიღრმეები

mwb22.05 8

„იეჰოვა დავითს შეთანხმებას უდებს“

იეჰოვა დაჰპირდა დავითს, რომ მის საგვარეულოს სამეფო საგვარეულოდ აქცევდა (2 სამ. 7:11, 12; w10 4/1 20 ¶3; იხილეთ სურათი გარეკანზე).

დავითთან დადებული შეთანხმების გარკვეული დეტალები იესო ქრისტეს მეშვეობით შესრულდა (2 სამ. 7:13, 14; ებრ. 1:5; w10 4/1 20 ¶4).

მესიის მმართველობა მარადიულ კურთხევებს მოგვიტანს (2 სამ. 7:15, 16; ებრ. 1:8; w14 10/15 10 ¶14).

როგორც მზე და მთვარე არ შეწყვეტს არსებობას, ისე არ შეწყვეტს მესიანური სამეფო მმართველობას (ფსალმ. 89:35–37). როცა მზესა და მთვარეს შეჰყურებთ, იფიქრეთ კურთხევებზე, რომლებსაც იეჰოვა თქვენ და თქვენს ოჯახს თავისი სამეფოს მეშვეობით მოგიტანთ.

30 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 6 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 90, 91

იეჰოვაზე მინდობა მარადიული სიცოცხლის საწინდარია

wp19.3 5 ¶3–5

„სიცოცხლის ელექსირის“ ძიებაში

პროცედურების წყალობით იმაზე დიდხანს ვიცოცხლებთ, ვიდრე დღეს ვცოცხლობთ. მართალია, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათან გაიზარდა, მაგრამ, ძირითადად, ეს განაპირობა ჰიგიენის წესების დაცვამ, გადამდები დაავადებების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომების მიღებამ და ანტიბიოტიკებისა თუ ვაქცინების გამოყენებამ. ზოგიერთი გენეტიკოსის აზრით, ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ამაზე მეტად შეუძლებელია.

დაახლოებით 3 500 წლის წინ ბიბლიის ერთმა დამწერმა, მოსემ თქვა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი – ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10). სიცოცხლის გახანგრძლივების არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორც მოსემ თქვა, ადამიანი ფაქტობრივად 80 წელზე დიდხანს ვერ ცოცხლობს.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ცხოველი 200 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს, ზოგი ხე კი – ათასობით წელი. როცა ამაზე ვფიქრობთ, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: სულ რაღაც 70- 80 წელი უნდა ვიცოცხლოთ და მერე დავიხოცოთ?

wp19.1 5, ჩარჩო

რა ჰქვია ღმერთს?

ეს კითხვა ბევრს უჩნდება. შესაძლოა თქვენც გებადებათ მსგავსი კითხვა და ასე მსჯელობთ: თუ სამყაროს და ყველაფერს, რაც მასშია, საწყისი ჰქონდა ან ვინმემ შექმნა, მაშინ ღმერთი საიდან გაჩნდა?

მეცნიერების უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ფიზიკურ სამყაროს საწყისი ჰქონდა. ამ საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს ბიბლიის პირველი სიტყვებიც ეთანხმება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).

სამყარო თავისთავად ვერ გაჩნდებოდა, არაფრისგან ვერ შეიქმნებოდა. არაფრისგან შეუძლებელია, რამე შეიქმნას. თუ სამყაროს შექმნამდე არაფერი არსებობდა, მაშინ დღეს სამყაროც ვერ იარსებებდა. მართალია, ბოლომდე რთულია, ჩავწვდეთ ამ საკითხს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სამყაროს გაჩენამდე უნდა ეარსება რაღაც მარადარსებულს, რომელიც ფიზიკური სამყაროს ნაწილი არ იქნებოდა. სამყაროს პირველმიზეზი სულიერი პიროვნება, იეჰოვა ღმერთია, რომელიც განუზომლად დიდ ძალასა და სიბრძნეს ფლობს (იოანე 4:24).

ბიბლიაში ღვთის შესახებ ნათქვამია: „სანამ მთები გაჩნდებოდნენ და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით, მარადიულად შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 90:2). ასე რომ, ღმერთი ყოველთვის არსებობდა. „თავდაპირველად“ სწორედ მან შექმნა ფიზიკური სამყარო (გამოცხადება 4:11).

w22.06 18 ¶16, 17

იეჰოვას სიყვარული შიშის დაძლევაში დაგვეხმარება

16 სატანამ იცის, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს დავთმობთ, იეჰოვასთან მეგობრობასაც კი (იობ. 2:4, 5). მაგრამ ის მწარედ ცდება! ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ „სიკვდილს იწვევს“. ამიტომაც ცდილობს, სიკვდილის შიშით იეჰოვასთვის ზურგი შეგვაქცევინოს (ებრ. 2:14, 15). ზოგჯერ სატანის წაქეზებით ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლებს სიკვდილით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ რწმენას არ უარყოფენ. თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება, სატანამ შეიძლება ამითაც ისარგებლოს, რათა ჩვენი პოზიცია დაგვათმობინოს. ექიმები ან ოჯახის წევრები შეიძლება ეცადონ, სისხლის გადასხმაზე დაგვიყოლიონ, რაც ღვთის კანონის დარღვევა იქნება. ან შეიძლება მკურნალობის ისეთი მეთოდი შემოგვთავაზონ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს.

17 მართალია, სიკვდილი არავის გვსურს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ რომც დავიღუპოთ, იეჰოვას მაინც ვეყვარებით (წაიკითხეთ რომაელების 8:37–39). იეჰოვა თავის მეგობრებს სიკვდილის შემდეგაც არ ივიწყებს; ისინი თითქოს ცოცხლები არიან მისთვის (ლუკ. 20:37, 38). მას ერთი სული აქვს, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს მათ (იობ. 14:15). იეჰოვამ უდიდესი საფასური გაიღო ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის (იოან. 3:16). ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ამიტომ, როცა ავად ვართ ან ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ზურგს კი არ ვაქცევთ იეჰოვას, პირიქით, შევთხოვთ, რომ გვანუგეშოს, სიბრძნე მოგვცეს და ძალა შეგვმატოს. სწორედ ასე მოიქცნენ ვალერია და მისი ქმარი (ფსალმ. 41:3).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

wp17.5 5

გყავთ მფარველი ანგელოზი?

ბიბლიაში ვერსად ნახავთ იმ აზრს, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ერთხელ იესომ ასეთი რამ თქვა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი [ანუ ქრისტეს არც ერთი მოწაფე], რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10). მაგრამ ამით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ყველა მის მიმდევარს მფარველი ანგელოზი ჰყავდა. სინამდვილეში ის იმას გულისხმობდა, რომ ანგელოზები დაინტერესებული არიან ქრისტეს თითოეული მოწაფით. აქედან გამომდინარე, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დაუდევრად არ იქცევიან და განზრახ არ იგდებენ საკუთარ თავს საფრთხეში იმ იმედით, რომ ღვთის ანგელოზები დაიცავენ.

ნიშნავს ეს იმას, რომ ანგელოზები საერთოდ არ ეხმარებიან ადამიანებს? რასაკვირველია, არა (ფსალმუნი 91:11). ბევრი დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით უხელმძღვანელა მათ და დაიცვა. სწორედ ასე ფიქრობს შესავალ სტატიაში მოხსენიებული კენეთიც. მართალია, დოგმატურები ვერ ვიქნებით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ კენეთის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს. იეჰოვას მოწმეები არაერთხელ დარწმუნებულან, რომ ქადაგების დროს ანგელოზები ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან ანგელოზები უხილავი ქმნილებები არიან, ზუსტად არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა და რა სახით ეხმარება ღმერთი ადამიანებს მათი მეშვეობით. როგორც უნდა იყოს, ნამდვილად არ შევცდებით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთს მადლობას გადავუხდით გაწეული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 3:15; იაკობი 1:17, 18).

7–13 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 92–95

იეჰოვას მსახურება ცხოვრების საუკეთესო გზაა

w18.04 26 ¶5

ახალგაზრდებო, აკეთებთ ყველაფერს სულიერი მიზნების მისაღწევად?

5 პირველი მიზეზი: სულიერ მიზნებს უმთავრესად იმიტომ ვისახავთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ იმ სიყვარულისა და სიკეთისთვის, რომელსაც იეჰოვა ჩვენ მიმართ ავლენს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას . . . შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით; სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო“ (ფსალმ. 92:1, 4). დაფიქრდი ყველაფერზე, რაც იეჰოვამ შენთვის გააკეთა – გიბოძა სიცოცხლე, რწმენა, თავისი სიტყვა, კრება და მომავლის შესანიშნავი იმედი. ცხოვრებაში სულიერი მიზნების პირველ ადგილზე დაყენება ზემოხსენებული კურთხევებისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალებას გაძლევს და უფრო გაახლოებს ღმერთთან.

w18.11 20 ¶8

ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?

8 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვას სურს, რომ მის შვილებს აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდეთ (ეს. 48:17, 18). ამიტომაც გვაძლევს ის როგორც ზნეობასთან, ისე ურთიერთობებთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს. ღმერთი მოგვიწოდებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი აზროვნება და ფასეულობები გავიზიაროთ. ეს არ არის ზედმეტად შემზღუდველი. ასე მოქცევა გვეხმარება, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სწორი აზროვნება განვივითაროთ (ფსალმ. 92:5; იგავ. 2:1–5; ეს. 55:9). როცა ღვთის აზროვნებას ვირეკლავთ, ინდივიდუალობასაც ვინარჩუნებთ და სწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, რომლებსაც ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს (ფსალმ. 1:2, 3). დიახ, იეჰოვას მოსაწონად აზროვნება დადებითად მოქმედებს ჩვენზე!

w20.01 19 ¶18

იეჰოვას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ!

18 დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ნებისმიერ ასაკში გამოგვინახავს საქმეს (ფსალმ. 92:12–15). იესომ დაგვანახვა, რომ როგორი შეზღუდული შესაძლებლობაც არ უნდა გვქონდეს და რაოდენ უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე, იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას (ლუკ. 21:2–4). ამიტომ ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რისი გაკეთებაც გამოგდით. მაგალითად, შეგიძლიათ სხვებთან იეჰოვას შესახებ ისაუბროთ, ილოცოთ და-ძმებისთვის და წაახალისოთ სხვები, რომ ბოლომდე ერთგულები დარჩნენ. იეჰოვა თანამშრომლად მიგიჩნევთ არა იმიტომ, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ, არამედ იმიტომ, რომ სიხარულით ემორჩილებით მას (1 კორ. 3:5–9).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

cl 176 ¶18

„რა განუზომელია ღვთის . . . სიბრძნე“

18 ყურადღება მიაქციე, რა სიტყვებით გამოხატა მოციქულმა პავლემ იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე: „რა განუზომელია ღვთის გულუხვობა, სიბრძნე და ცოდნა! ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33). ამ სიტყვებით პავლემ ძლიერი გრძნობა – ღრმა მოწიწება – გამოხატა. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „განუზომლად“ ითარგმნება, მიუთითებს დიდ სიღრმეზე და ახლოსაა სიტყვასთან „უფსკრული“. ამის შემდეგ, როდესაც პავლეს სიტყვებს ვკითხულობთ, თვალწინ ცოცხალი სურათი წარმოგვიდგება. როდესაც იეჰოვას სიბრძნეზე ვფიქრობთ, თითქოს უძირო და უკიდეგანო უფსკრულში ვიხედებით, რომელიც იმდენად ღრმა და ვრცელია, რომ თვალს ვერასოდეს მივაწვდენთ, მის გადმოცემაზე ან დაწვრილებით აღწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ (ფსალმუნი 92:5). განა ეს მოკრძალებას არ გვინერგავს?

14–20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 96–99

გააცხადეთ სასიხარულო ცნობა!

w11 3/1 6 ¶1, 2

რა არის სასიხარულო ცნობა?

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲛᲐ უნდა იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. მათ უნდა აუხსნან სხვებს, რომ ეს სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც მომავალში სამართლიანად იმმართველებს დედამიწაზე. თუმცა ბიბლიაში გამოთქმა „სასიხარულო ცნობა“ მარტო სამეფოსთან დაკავშირებით არ გამოიყენება. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია: „სასიხარულო ცნობა . . . ხსნის შესახებ“ (ეფესოელები 1:13); „ღვთის სასიხარულო ცნობა“ (რომაელები 15:16); „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:1).

მარტივად რომ ვთქვათ, სასიხარულო ცნობაში იგულისხმება ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და, რაც მოციქულებმა დაწერეს. ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არა მარტო სამეფოს შესახებ უნდა ქადაგებდნენ, არამედ მოწაფეებსაც უნდა ამზადებდნენ.

w12 9/1 16 ¶1

რა მოხდება განკითხვის დღეს?

როგორც მარჯვნივ მოცემულ სურათზე ვხედავთ, ბევრს ჰგონია, რომ სასამართლოს დღეს მილიარდობით სული წარდგება ღვთის ტახტის წინაშე, რათა გასამართლდნენ თავიანთი საქმეების მიხედვით – ზოგი ზეცად წავა სამოთხეში, სხვები კი ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სასამართლოს დღის მიზანი ისაა, რომ უსამართლობას დაესვას წერტილი (ფსალმუნი 96:13). ღმერთმა იესო მოსამართლედ დანიშნა, რათა კაცობრიობას სამართალი გაუჩინოს (წაიკითხეთ ესაიას 11:1–5; საქმეების 17:31).

w12 9/15 12 ¶18, 19

მშვიდობა ათასი წლის მანძილზე და მას მერეც

18 ეს ჰარმონია მაშინ დაირღვა, როცა სატანის გავლენით ადამიანებმა იეჰოვას უზენაესობა დააყენეს ეჭვქვეშ. მაგრამ 1914 წლიდან მესიანურმა სამეფომ ამ ერთიანობისა და ჰარმონიის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა (ეფეს. 1:9, 10). ათასწლიანი მეფობის განმავლობაში ის არაჩვეულებრივი მოვლენები, რომლებიც დღეს „უხილავია“, რეალობად იქცევა. მერე დადგება „აღსასრული“, ანუ დასრულდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობა. რა მოხდება შემდეგ? იესო არ არის პატივმოყვარე, მიუხედავად იმისა, რომ „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“ მას აქვს მიცემული. იესოს აზრადაც არ მოსვლია იეჰოვას ადგილის დაკავება. ის თავმდაბლურად გადასცემს სამეფოს თავის ღმერთსა და მამას. იესო თავის განსაკუთრებულ მდგომარეობასა და ძალაუფლებას გამოიყენებს „ღვთის . . . სადიდებლად“ (მათ. 28:18; ფილ. 2:9–11).

19 იმ დროისთვის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები უკვე გასრულყოფილდებიან. ისინი მიჰბაძავენ იესოს და თავმდაბლურად და სიხარულით აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას. საბოლოო გამოცდისას მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, სურთ თუ არა ამის გაკეთება (გამოცხ. 20:7–10). ამის შემდეგ ყველა ურჩი, იქნება ეს ადამიანი თუ სულიერი ქმნილება, სამუდამოდ განადგურდება. რა სასიხარულო და საოცარი დრო გველის. ღვთის ყველა ქმნილება, როგორც ერთი დიდი ოჯახი, განადიდებს იეჰოვას, რომელიც იქნება „ყველაფერი ყველასთვის“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 99:1–3).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „სიმღერა“

ფრაზას „ახალი სიმღერა“ ან „ახალი საგალობელი“ არა მხოლოდ „ფსალმუნებში“, არამედ „ესაიასა“ და „გამოცხადების“ წიგნებშიც ვხვდებით (ფს. 33:3; 40:3; 96:1; 98:1; 144:9; 149:1; ეს. 42:10; გმც. 5:9; 14:3). ხშირ შემთხვევაში ფრაზა „ახალი სიმღერა“ იმ კონტექსტებში გვხვდება, როცა ახალი დეტალები მჟღავნდება იმის დასანახვებლად, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია. მაგალითად, ახალი სიმღერის ნაწილია ფსალმუნის 96:10, სადაც ნათქვამია: „გამეფდა იეჰოვა!“. „ახალი სიმღერა“ ხშირად ახალ დეტალებს გვიმჟღავნებს იეჰოვას მეფობის შესახებ და ხაზს უსვამს იმას, თუ რას ნიშნავს ეს ზეცისა და დედამიწის მკვიდრთათვის (ფს. 96:11–13; 98:9; ეს. 42:10, 13).

21–27 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 100–102

დააფასეთ იეჰოვას ურყევი სიყვარული

w23.03 12 ¶18, 19

როგორ უნდა მოემზადოთ ნათლობისთვის

18 ყველაზე მთავარი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ის არის, რომ ღმერთი შეიყვაროთ (წაიკითხეთ იგავების 3:3–6). ღვთისადმი ძლიერი სიყვარული დაგეხმარებათ, თავი გაართვათ სირთულეებს. ბიბლიაში ხშირად არის ნახსენები იეჰოვას ურყევი სიყვარული, რომელიც მას თავისი მსახურების მიმართ აქვს. ასეთი სიყვარული იეჰოვას უბიძგებს, უერთგულოს თავის მსახურებს და ადვილად არ აიცრუოს გული მათზე (ფსალმ. 100:5). ჩვენ ღმერთმა თავის მსგავსებად შეგვქმნა (დაბ. 1:26). ამიტომ ჩვენც გვაქვს უნარი, გამოვხატოთ ასეთი სიყვარული. განვიხილოთ, როგორ.

19 იყავით მადლიერი (1 თეს. 5:18). ყოველდღე დაფიქრდით იმაზე, როგორ გაგრძნობინათ იეჰოვამ თავისი სიყვარული. ლოცვაში კონკრეტულად მოიხსენიეთ ის, რისთვისაც მას ემადლიერებით. მიჰბაძეთ პავლეს და ყველაფერში, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, შეეცადეთ, პირადად თქვენდამი გამოვლენილი მზრუნველობა და სიყვარული დაინახოთ (წაიკითხეთ გალატელების 2:20). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ სიყვარულზე სიყვარულითვე უპასუხოთ იეჰოვას. სიყვარული დაგეხმარებათ, რომ გაუძლოთ ცდუნებებს, გადალახოთ სირთულეები და მიჰყვეთ სულიერ განრიგს, რაც საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიურად დაუმტკიცოთ სიყვარული ზეციერ მამას.

w23.02 17 ¶10

„იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“

10 ფაქტია, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ფლირტს, გადამეტებულ ჭამა-სმას, საზიანო ლაპარაკს, ძალადობისა თუ პორნოგრაფიის შემცველ მასალას და, ზოგადად, ყოველგვარ უმსგავსობას (ფსალმ. 101:3). ჩვენს მტერს, ეშმაკს, არ სძინავს და სულ იმის მცდელობაშია, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს (1 პეტ. 5:8). თუ არ ვიფხიზლებთ, სატანა ადვილად ჩათესავს ჩვენში შურს, უპატიოსნობას, სიხარბეს, სიძულვილს, სიამაყესა და ბოღმას (გალ. 5:19–21). თავიდან ამაში შეიძლება საგანგაშო ვერაფერი დავინახოთ, მაგრამ თუ დროულად არ მივიღებთ საჭირო ზომებს, ეს მანკიერებები ღრმად გაიდგამს ჩვენში ფესვს და სავალალო შედეგებსაც მოვიმკით (იაკ. 1:14, 15).

w11 7/15 16 ¶7, 8

ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?

7 რას ნიშნავს, ერიდეთ ცრუმასწავლებლებს? ჩვენ მათ არც ვესალმებით და არც სახლში ვეპატიჟებით. აგრეთვე არ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, არ ვუყურებთ ტელეგადაცემებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, არ ვსტუმრობთ მათ ვებ-გვერდებს და არ ვტოვებთ ჩვენს კომენტარებს მათ ბლოგებზე. რატომ ვართ ასე კატეგორიულები? სიყვარულის გამო. ჩვენ გვიყვარს „ჭეშმარიტების ღმერთი“, ამიტომ არ გვაინტერესებს დამახინჯებული სწავლებები, რომლებიც ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება (ფსალმ. 31:5; იოან. 17:17). აგრეთვე, გვიყვარს იეჰოვას ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც გავიგეთ ჭეშმარიტება იეჰოვას სახელსა და მის მნიშვნელობაზე, დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე, მკვდრების მდგომარეობასა და აღდგომის იმედზე. გახსოვთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად გაიგეთ ეს და სხვა ბიბლიური სწავლებები? მაშინ, რატომ უნდა მისცეთ თქვენი მოწამვლის საშუალება მათ, ვინც ცილს სწამებს ორგანიზაციას, რომლისგანაც ეს ყველაფერი ისწავლეთ? (იოან. 6:66–69).

8 რაც არ უნდა გვითხრან ცრუმასწავლებლებმა, ჩვენ მათ არ მივყვებით. რად გვინდა, მივიდეთ დამშრალ ჭებთან და მოტყუებული და გაწბილებული დავრჩეთ?! ნაცვლად ამისა, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, ერთგულება შევინარჩუნოთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც დიდი ხანია ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვიდან ჭეშმარიტების სუფთა და გამომაცოცხლებელი წყლით გვიკლავს წყურვილს (ეს. 55:1–3; მათ. 24:45–47).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w14 3/15 16 ¶20

როგორ შევინარჩუნოთ დადებითი თვალსაზრისი?

20 ამ მდგომარეობის მიუხედავად, ფსალმუნის დამწერი მაინც განადიდებდა იეჰოვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 102:19—21). როგორც ამ ფსალმუნიდან ვხედავთ, მათაც კი, ვინც „რწმენაშია“, შეიძლება სატკივარი ჰქონდეთ და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა უჭირდეთ. მაგალითად, 102-ე ფსალმუნის დამწერი „სახურავზე ეულად მჯდომი ჩიტივით“ გრძნობდა თავს, ფიქრობდა, რომ მის თავს კარგი აღარაფერი ხდებოდა (ფსალმ. 102:7). თუ ოდესმე ასეთი განცდები დაგეუფლებათ, იეჰოვას გაანდეთ თქვენი ნაღველი, როგორც ეს ფსალმუნის დამწერმა გააკეთა. ასეთ „დაჩაგრულ“ მდგომარეობაში წარმოთქმული ლოცვები უარყოფითი ფიქრების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნახეთ, რას გვპირდება იეჰოვა: „ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას, მათ ლოცვას არ უგულებელყოფს“ (ფსალმ. 102:17). ძვირფასო და-ძმებო, ენდეთ ამ სიტყვებს.

28 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ – 3 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 103, 104

მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“

w23.07 21 ¶5

მიჰბაძეთ იეჰოვას და იყავით გონიერნი

5 იეჰოვას გონიერების გამოვლენისკენ თავმდაბლობა და გულმოწყალება უბიძგებს. მაგალითად, როცა სოდომში მცხოვრები ბოროტი ხალხის განადგურებას აპირებდა, ანგელოზების მეშვეობით იეჰოვამ მართალ ლოტს მითითება მისცა, მთიან მხარეში გაქცეულიყო. ლოტს შეეშინდა იქ წასვლის, ამიტომ იეჰოვას სთხოვა, რომ ოჯახთან ერთად პატარა ქალაქისთვის, ცოარისთვის, შეეფარებინა თავი. არადა ეს ქალაქიც გასანადგურებლად იყო განწირული. იეჰოვას შეეძლო ლოტისგან უსიტყვო მორჩილება მოეთხოვა, თუმცა მან თავმდაბლობა გამოიჩინა, გაითვალისწინა ლოტის თხოვნა და დაინდო ეს ქალაქი (დაბ. 19:18–22). რისი თქმა შეგვიძლია იეჰოვას გულმოწყალებაზე? მაგალითად, როცა მან ბოროტი ნინეველების განადგურება გადაწყვიტა, განაჩენის გასაცხადებლად თავისი წინასწარმეტყველი იონა გაგზავნა. თუმცა, როცა მათში მომნანიებელი გული დაინახა, შეებრალა ისინი და გადაიფიქრა ქალაქის განადგურება (იონ. 3:1, 10; 4:10, 11).

w23.09 6, 7 ¶16–18

მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას

16 თუ შეცდომას დავუშვებთ, შეიძლება საჭირო გახდეს, რომ რჩევა მოგვცენ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაიმე პასუხისმგებლობა დავკარგოთ. თუმცა სამსონის მსგავსად, ჩვენც არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზადაა, გვაპატიოს (ფსალმ. 103:8–10). დიახ, შეცდომების მიუხედავად მაინც შეგვიძლია ღვთისთვის გამოსადეგნი ვიყოთ და მისი ნება შევასრულოთ.

17 მოდი განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ძმის, მაიკლის, მაგალითი. ის მომსახურედ და პიონერად მსახურობდა, თუმცა, სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა, რის გამოც კრებაში პასუხისმგებლობები ჩამოერთვა. მაიკლი ამბობს: „იეჰოვას მსახურებაში კარგი ტემპი მქონდა აღებული. მაგრამ უცბად ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს კედელს შევეჯახე. სიმართლე გითხრათ, აზრადაც არ მომსვლია, რომ იეჰოვა მიმატოვებდა, მაგრამ ის კი მაფიქრებდა, ოდესმე თუ მექნებოდა მასთან უწინდელივით კარგი ურთიერთობა და შევძლებდი თუ არა მისთვის ბოლომდე დახარჯვას“.

18 საბედნიეროდ, მაიკლმა ფარ-ხმალი არ დაყარა. ის დასძენს: „ყველანაირად ვცდილობდი, იეჰოვასთან ურთიერთობა აღმედგინა. ბევრს ვლოცულობდი, ვიკვლევდი და წაკითხულზე ვფიქრობდი“. რაღაც დროის შემდეგ მას კვლავ მიენდო პასუხისმგებლობები კრებაში. ის ახლა უხუცესად და პიონერად მსახურობს. მაიკლი აღნიშნავს: „და-ძმები, განსაკუთრებით კი უხუცესები, მხარში მედგნენ, რამაც დამარწმუნა, რომ იეჰოვას ჩემდამი სიყვარული არ განელებია. დღეს კვლავაც სუფთა სინდისით ვემსახურები მას. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ იეჰოვა ნებისმიერ შეცდომას გვაპატიებს, თუ გულწრფელად მოვინანიებთ“. თუ ყველანაირად ვცდილობთ, გამოვსწორდეთ და იეჰოვას მივენდოთ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მისთვის კვლავაც გამოსადეგნი ვიქნებით და მისი წყალობა არ მოგვაკლდება (ფსალმ. 86:5; იგავ. 28:13).

w23.05 26 ¶2

თქვენ შეძლებთ სულიერი მიზნების მიღწევას!

2 თუ ჯერაც არ მიგიღწევიათ დასახული მიზნისთვის, არ იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით და ვერასდროს მიაღწევთ მას. მარტივი მიზნის მიღწევასაც კი დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუმცა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ გითქვამთ უარი თქვენს მიზანზე, იმაზე მეტყველებს, რომ აფასებთ იეჰოვასთან ურთიერთობას და გსურთ, მისთვის საუკეთესო გაიღოთ. გახსოვდეთ, იეჰოვა აფასებს თქვენს ნებისმიერ მცდელობას და ის იმაზე მეტის გაკეთებას არ მოელის თქვენგან, ვიდრე შეგიძლიათ (ფსალმ. 103:14; მიქ. 6:8). ასე რომ, თქვენი მიზანი რეალისტური უნდა იყოს. მაგრამ რა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მას? მოდი განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

cl 55 ¶18

შემოქმედებითი ძალა – ზეცისა და დედამიწის შემოქმედი

18 რას ვიგებთ იქიდან, თუ როგორ იყენებს იეჰოვა თავის შემოქმედებით ძალას? ქმნილებათა მრავალფეროვნების გამო შიშითა და მოკრძალებით ვართ გამსჭვალული. ერთ-ერთმა ფსალმუნმომღერალმა შესძახა: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!. .  სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმუნი 104:24). მართლაც რომ ასეა! როგორც ბიოლოგებმა დაადგინეს, მილიონზე მეტი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე; მაგრამ დავობენ იმაზე, რომ შეიძლება კიდევ მილიონობით სახეობა არსებობდეს. ხელოვანმა დროდადრო შეიძლება თავისი შემოქმედებითი უნარის სიმწირე იგრძნოს. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას შემოქმედებითი შესაძლებლობები – მისი ძალა, რომ შექმნას მრავალი ახალი და სხვადასხვა ქმნილება – აშკარად ამოუწურავია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება