იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დღეს
სამოა.
ეს ნაწილი მოგითხრობთ „პოლინეზიის აკვანში“ მომსახურე ერთგული და გაბედული იეჰოვას მოწმეების შესახებ. გაიგებთ, როგორ ქადაგებენ ამ ტროპიკულ ადგილებში, სადაც მოსახლეობამ კარგად იცის ბიბლია და რელიგიას ისეთი გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე, რომ ღვთის შესახებ საუბრისა თუ ლოცვისას მხოლოდ ამ კონტექსტისთვის განკუთვნილ სიტყვებს იყენებენ. გაიცნობთ იმ მოწმეებს, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. გაიგებთ კრების შეხვედრებზე დასასწრებად ერთი ოჯახი როგორ გადიოდა მთაგრეხილზე ფეხით 22 კილომეტრს. წაიკითხავთ, მოწმეების დანახვაზე რატომ გაჰყვიროდნენ სოფლის ბავშვები არმაგედონი მოდისო!
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები.
იქ, სადაც ეთნიკურმა და რელიგიურმა დაპირისპირებებმა ხალხს ერთმანეთი შეაძულა და ერთმანეთის სისხლი დააღვრევინა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მტკიცე რწმენას ინარჩუნებდნენ და კომპრომისზე არ მიდიოდნენ. ერთი ძმა, რომელიც სხვა მოწმეებთან ერთად თანამედროვე ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე საშინელ ალყაში მოქცეულ ქალაქში აღმოჩნდა, იხსენებს: „შეკრებილთა შორის ხორვატები, სერბები და ბოსნიელები ვიყავით, გარეთ კი სწორედ ამ ერების შვილები იბრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ წმინდა თაყვანისმცემლობა გვაერთიანებდა“. ამ რწმენის განმამტკიცებელი მონაკვეთის წაკითხვისას დაინახავთ, როგორ ინარჩუნებდნენ ძმები ერთგულებას ომისა თუ მშვიდობიანობის დროს.