საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 3/15 გვ. 7
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მარტორქებზე ბრაკონიერობა
  • გაუხმაურებელი მექრთამეობა
  • აფრიკა ონლაინში
  • კენიის ობოლი მარტორქები
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სულის მახვილის გამოყენებით კორუფციასთან ბრძოლა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • რატომ არის კორუფცია ასე გავრცელებული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 3/15 გვ. 7
ორი მარტორქა

რა ხდება მსოფლიოში?

აფრიკა ყურადღების ცენტრში

მრავალი ორგანიზაცია, თუ ცალკეული ადამიანი კვლავაც დიდ ძალისხმევას ახმარს აფრიკაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა ეს რეგიონი კვლავ გადაულახავი პრობლემების წინაშე დგას.

მარტორქებზე ბრაკონიერობა

2013 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არალეგალურად 1 004 მარტორქა მოკლეს, მაშინ როცა 2007 წელს ბრაკონიერობას მხოლოდ 13 მარტორქა შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ შავ ბაზარზე მარტორქის რქის მიწოდება ასე გაიზარდა, მასზე მოთხოვნა კვლავაც იმდენად მაღალია, რომ 1 კგ რქა შესაძლოა 1 კგ ოქროზე ძვირიც კი ღირდეს. ზოგჯერ ერთი რქის ფასი ნახევარ მილიონ დოლარამდეც კი აღწევს.

დაფიქრდით: შეძლებენ ოდესმე სახელმწიფოები ბოლო მოუღონ უკანონობას? (იერემია 10:23).

გაუხმაურებელი მექრთამეობა

ერთი ქრთამს აძლევს მეორეს

მსოფლიოში მექრთამეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება, — განაცხადა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. თუმცა იმ ადამიანების დაახლოებით 90 პროცენტი, რომლებიც მექრთამეობას აწყდებიან, არ ახმაურებენ ასეთ ფაქტებს. ამ ორგანიზაციის კენიის ფილიალის წარმომადგენელი ამბობს: „მოქალაქეები, როგორც ჩანს, არ ენდობიან საკუთარ ხელისუფლებას, რადგან ფიქრობენ, რომ მთავრობა მაინც არაფერს იღონებს კორუფციის აღმოსაფხვრელად“.

რას ამბობს ბიბლია: „ქრთამი თვალხილულს აბრმავებს“ (გამოსვლა 23:8).

აფრიკა ონლაინში

„საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის“ ვარაუდით, 2014 წლის ბოლოსთვის აფრიკელთა თითქმის 20% ისარგებლებდა ინტერნეტით. თუმცა აფრიკაში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

1. კომპიუტერში ჩანს აფრიკის კონტინენტი 2. 100-დან 20 ადამიანი 3. გაფერადებული 20%
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება