საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 5/15 გვ. 14-15
  • ძალადობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძალადობა
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას ფიქრობს ღმერთი ძალადობაზე?
  • შესაძლებელია მოძალადე ადამიანის შეცვლა?
  • მოეღება ბოლო ძალადობას?
  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ძალადობაზე?
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • მოეღება ოდესმე ბოლო ძალადობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ღვთისმოსაწონად მოვეპყროთ სხვებს
    იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
  • ძალადობაზე შეყვარებულები
    გამოიღვიძეთ! — 2012
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 5/15 გვ. 14-15

ბიბლიის თვალსაზრისი

ძალადობა

კაცობრიობის ისტორია სავსეა ძალადობით. ნუთუ ეს უსასრულოდ გაგრძელდება?

რას ფიქრობს ღმერთი ძალადობაზე?

რას ამბობს ხალხი:

ბევრის, მათ შორის მორწმუნეთა აზრით, ძალადობა გამართლებული საპასუხო რეაქციაა პროვოკაციაზე. მილიონობით ადამიანი ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში ასახულ ძალადობას მისაღებ გართობად მიიჩნევს.

რას ამბობს ბიბლია:

ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს შემორჩენილია ერთ დროს მსოფლიო იმპერიის, უძველესი ასურეთის დედაქალაქის, ნინევეს, ნანგრევები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი დიდად ყვაოდა, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი გააპარტახებდა მას (სოფონია 2:13). ნინევე იყო „სისხლისმღვრელი ქალაქი“, ამიტომ ღმერთმა მასზე თქვა: „სანახაობად გაქცევ“ (ნაუმი 1:1; 3:1, 6). ფსალმუნის 5:6-დან ვიგებთ, რომ „სძულს იეჰოვას . . . სისხლისმღვრელი“ ხალხი. ნინევეს ნანგრევები იმის უტყვი მოწმეა, რომ ღმერთმა თავისი სიტყვის თანახმად იმოქმედა.

ძალადობის თავი და თავი ღვთისა და ადამიანების მტერი სატანა ეშმაკია, რომელსაც იესომ კაცისმკვლელი უწოდა (იოანე 8:44). უფრო მეტიც, რადგანაც „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“, მისი გავლენა დღევანდელ საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა, რაც ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში ასახული ძალადობის სიყვარულში გამოიხატება (1 იოანე 5:19). ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, უნდა შევიძულოთ ძალადობა და შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს.a შესაძლებელია ამის გაკეთება?

„ძალადობის მოყვარული სძულს მის [იეჰოვას] სულს“ (ფსალმუნი 11:5).

შესაძლებელია მოძალადე ადამიანის შეცვლა?

რას ამბობს ხალხი:

ძალადობა არის ადამიანის ბუნების ნაწილი, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

რას ამბობს ბიბლია:

მოიშორეთ „რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები . . . გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:8—10). ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვს ღმერთი ჩვენგან? არა, რადგან ადამიანის შეცვლა შესაძლებელია.b მაგრამ როგორ?

პირველი ნაბიჯი ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაა (კოლოსელები 3:10). როდესაც ადამიანი წრფელი გულით ეცნობა შემოქმედის მიმზიდველ თვისებებსა და ნორმებს, უყვარდება ის და სურვილი უჩნდება, ასიამოვნოს მას (1 იოანე 5:3).

მეორე ნაბიჯი კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობაა. „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო“ (იგავები 22:24, 25).

მესამე ნაბიჯი წვდომის უნარის განვითარებაა. ეს უნარი გვეხმარება, დავინახოთ, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება სერიოზული სისუსტეა, რაც თავშეკავების ნაკლებობით გამოიხატება. მშვიდობისმყოფელობა კი შინაგანი სიძლიერის მაჩვენებელია. იგავების 16:32-ში ვკითხულობთ: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“.

„ისწრაფეთ, რომ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ“ (ებრაელები 12:14).

მოეღება ბოლო ძალადობას?

რას ამბობს ხალხი:

ძალადობა ყოველთვის იყო და იქნება.

რას ამბობს ბიბლია:

„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11). თვინიერთა და მშვიდობისმყოფელთა სახსნელად, ღმერთი ისევე გაანადგურებს ძალადობის მოყვარულთ, როგორც ერთ დროს უძველესი ქალაქი ნინევე გაანადგურა. ამის შემდეგ დედამიწაზე აღარავინ დაარღვევს მშვიდობას (ფსალმუნი 72:7).

მშვიდობიან გარემოში ბაღში მომუშავე ქალი

„რბილი ხასიათისანი . . . დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5)

სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გავხდეთ მშვიდობისმყოფელები და ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. 2 პეტრეს 3:9-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა . . . მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“.

„ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს“ (ესაია 2:4).

a ღმერთი უშვებდა, რომ ისრაელებს თავიანთი ტერიტორიების დასაცავად ებრძოლათ (2 მატიანე 20:15, 17). თუმცა მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც ღმერთმა ისრაელთან დადებული შეთანხმება გააუქმა და ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება, რომელსაც არა აქვს საზღვრები.

b იმ ადამიანების მაგალითები, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების წესი შეგიძლიათ წაიკითხოთ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება