საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 6/15 გვ. 10-11
  • გალილეო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გალილეო
  • გამოიღვიძეთ! — 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მეცნიერება და რელიგია
  • გალილეოს დაპირისპირება ეკლესიასთან
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • წიგნი, რომელსაც არასწორად წარადგენენ
    წიგნი ყველასთვის
  • მეცნიერება და ბიბლია ნამდვილად ეწინააღმდეგება ისინი ერთმანეთს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2015
g 6/15 გვ. 10-11
გალილეო

წარსულის სახეები | გალილეო

გალილეო

XIV—XVI საუკუნეებში ევროპელმა მეცნიერებმა და ფილოსოფოსებმა სამყაროს ახლებურად შეხედეს. თუმცა მათი შეხედულებები კათოლიკური ეკლესიის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც სამყაროს ახლებური თვალით შეხედა, გახლდათ გალილეო გალილეი.

გალილეომდე ბევრს სჯეროდა, რომ მზე, პლანეტები და ვარსკვლავები დედამიწის გარშემო ბრუნავდა. ეს შეხედულება კათოლიკური ეკლესიის მთავარი სწავლების ნაწილს წარმოადგენდა.

გალილეომ თავისი ტელესკოპით ისეთი რამ დაინახა, რაც ეწინააღმდეგებოდა იმ დროისთვის საყოველთაოდ გავრცელებულ მეცნიერულ შეხედულებებს. მაგალითად, მან შენიშნა, რომ მზის ლაქები მის ზედაპირზე ადგილმდებარეობას იცვლიდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მზე თავისი ღერძის გარშემო ბრუნავდა. მართალია, ასეთმა დაკვირვებებმა ადამიანებს სამყაროს შესახებ ცნობიერება აუმაღლა, მაგრამ ამ აღმოჩენებმა გალილეო პირდაპირ კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირა.

მეცნიერება და რელიგია

Galileo publicizing his discoveries

ათწლეულებით ადრე პოლონელმა ასტრონომმა, ნიკოლოზ კოპერნიკმა, ჩამოაყალიბა თეორია, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. გალილეომ ციური სხეულების მოძრაობის შესახებ კოპერნიკის ნაშრომები შეისწავლა და ამ თეორიის მხარდასაჭერად დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვა. გალილეო არ ჩქარობდა ამ აღმოჩენის გახმაურებას, რადგან ფიქრობდა, რომ ხალხი მას მასხრად აიგდებდა. თუმცა მან ვერ შეძლო იმის დამალვა, რაც ტელესკოპით იხილა და საბოლოოდ თავისი აღმოჩენები სხვებსაც გაუზიარა. ბევრმა მეცნიერმა მის აღმოჩენას პროვოკაციული უწოდა, ხოლო სასულიერო პირები თავიანთი კათედრებიდან მისი რეპუტაციის შელახვას შეუდგნენ.

1616 წელს „იმ დროისთვის წამყვანმა თეოლოგმა“, კარდინალ ბელარმინმა, გალილეოს კათოლიკური ეკლესიის მიერ დადგენილი ახალი კანონის შესახებ აცნობა, რომელიც კოპერნიკის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდა. მან მკაცრად მოუწოდა გალილეოს, დამორჩილებოდა ამ კანონს, რის გამოც წლების განმავლობაში გალილეოს საჯაროდ აღარ უსაუბრია იმის შესახებ, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

1623 წელს ეკლესიას სათავეში გალილეოს მეგობარი პაპი ურბან VIII ჩაუდგა. ამიტომ 1624 წელს გალილეომ სთხოვა მას, გაეუქმებინა 1616 წელს მიღებული კანონი. კანონის გაუქმების ნაცვლად პაპმა მას მოუწოდა კოპერნიკისა და არისტოტელეს ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიები ისე აეხსნა, რომ არც ერთისთვის არ დაეჭირა მხარი.

გალილეომ დაწერა წიგნი „დიალოგი მოქცევებისა და მიქცევების შესახებ“. მართალია, პაპმა მას უბრძანა, რომ ობიექტური ყოფილიყო, მაგრამ წიგნში აშკარად ჩანდა, რომ გალილეო კოპერნიკის იდეებს უჭერდა მხარს. მალე გალილეოს მტრები იმის მტკიცებას მოჰყვნენ, რომ მისი წიგნი რომის პაპს მასხრად იგდებდა. მას ერესში დასდეს ბრალი და წამებით დაემუქრნენ, რამაც აიძულა ის, რომ უარეყო კოპერნიკის მოსაზრებები. 1633 წელს რომის ინკვიზიციამ გალილეოს სამუდამო შინაპატიმრობა მიუსაჯა და მისი ნაშრომები აკრძალა. 1642 წლის 8 იანვარს გალილეო ფლორენციის მახლობლად მდებარე ქალაქ არჩეტრში, თავის სახლში, გარდაიცვალა.

პაპმა, იოანე პავლე II-მ, აღიარა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ უსამართლოდ დასდო ბრალი გალილეოს

ასწლეულების მანძილზე გალილეოს ნაშრომები იმ წიგნებს შორის იყო, რომელთა წაკითხვაც კათოლიკეებს ეკრძალებოდათ. 1979 წელს ეკლესიამ რომის ინკვიზიციის მიერ 300 წლით ადრე მიღებული გადაწყვეტილება ხელახლა განიხილა, ხოლო 1992 წელს პაპმა, იოანე პავლე II-მ, აღიარა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ უსამართლოდ დასდო ბრალი გალილეოს.

ისტორიული ცნობები

  • გალილეო 1564 წელს იტალიის ქალაქ პიზაში დაიბადა, რომელიც დახრილი კოშკით არის ცნობილი. გალილეო პადუის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მოგვიანებით კი ცხოვრობდა და მუშაობდა ფლორენციაში.

  • მართალია, გალილეოს არ გამოუგონია ტელესკოპი, მაგრამ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის განვითარებაში.

  • სამყაროს შესახებ მისი შეხედულებების გამო, გალილეოს ორჯერ მოუწია რომის ინკვიზიციის წინაშე წარდგომა. ეს კათოლიკური სამსჯავრო სჯიდა მათ, ვინც ეკლესიის სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა.

ნამდვილად აწამა ინკვიზიციამ გალილეო?

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რომის ინკვიზიციამ გალილეო აწამა. მისთვის გამოტანილ განაჩენში ეწერა, რომ გალილეოს მოტივების გამოსააშკარავებლად საჭირო იყო მისი „მკაცრად დაკითხვა“. ინკვიზიციის ენაზე, ხშირ შემთხვევაში, ეს გულისხმობდა წამებას, რაშიც სულ მცირე წამების შესახებ სიტყვიერ მუქარა იგულისხმებოდა.

სპეციალისტების აზრით, არსებობდა წამების სხვადასხვა სტადია და სიმძაფრე. ეს შესაძლოა ყოფილიყო წამებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების ჩვენება, შებოჭვა ან რაიმე სახით ფიზიკური ტკივილის მიყენება, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. ის, თუ რა იგულისხმებოდა გალილეოს „მკაცრად დაკითხვაში“, დღემდე საიდუმლოებით არის მოცული.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება