საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g16 № 4 გვ. 10-11
  • როგორ შევეგუო ცვლილებებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ შევეგუო ცვლილებებს?
  • გამოიღვიძეთ! — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • რა უნდა იცოდე
  • გამოსავალი
  • რამდენად ამტანი ვარ?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • 3. მიზანსწრაფულობა
    გამოიღვიძეთ! — 2019
  • 1 მდგომარეობა იცვლება
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • შეინარჩუნე სულიერი სიფხიზლე და აქტიურად განაგრძე მსახურება, როცა მდგომარეობა გეცვლება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2016
g16 № 4 გვ. 10-11
გოგონა მოწყენილია, რადგან მისი მეგობარი სხვაგან გადადის საცხოვრებლად

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როგორ შევეგუო ცვლილებებს?

პრობლემა

  • შენს ოჯახს მამაშენის სამსახურის გამო საცხოვრებლის შეცვლა უწევს.

  • შენი საუკეთესო მეგობარი საცხოვრებლად სხვაგან გადადის.

  • შენი უფროსი ძმა ან და ქორწინდება და სახლიდან მიდის.

როგორ უნდა შეეგუო ასეთ ცვლილებებს?

ხე, რომელიც ძლიერ ქარიშხალს უძლებს

ხე, რომელიც ქარის მიმართულებით იხრება, ძლიერ ქარიშხალსაც უძლებს. შენც შეგიძლია „მოქნილი“ იყო, ანუ ადვილად შეეგუო ცვლილებებს, რომლებიც შენგან დამოუკიდებლად ხდება. სანამ ვისაუბრებთ, როგორ შეგიძლია ამის გაკეთება, თავდაპირველად ვიმსჯელოთ, რას უნდა აცნობიერებდე ამ დროს.

რა უნდა იცოდე

ცვლილებები გარდაუვალია. ბიბლიაში ვკითხულობთ უდავო ჭეშმარიტებას: „ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ადრე თუ გვიან თავად დარწმუნდები ამაში; მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: ყოველთვის ცუდი არ არის, როცა მოულოდნელად რაღაც იცვლება. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს შეგუება, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდე, რომ ეს შენსავე სასიკეთოდაა. და მაინც, უმეტესობას უჭირს ცვლილებებთან შეგუება იმის მიუხედავად, ეს მათ ცხოვრებაზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად.

ცვლილებებთან შეგუება განსაკუთრებით მოზარდებს უძნელდებათ. „გარდატეხის ასაკში მოზარდების ორგანიზმში არაერთი ცვლილება ხდება, და თუ ამას გარე ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებებიც ემატება, უფრო მეტი სტრესი ექმნებათ“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, ალექსი.a

არსებობს სხვა მიზეზიც: ზრდასრული ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, რადგან მსგავსი რეალობის წინაშე არაერთხელ დამდგარან. ახალგაზრდების შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან მათ არა აქვთ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება.

ისწავლე ცვლილებებთან შეგუება. თუ შემგუებელი იქნები, ადვილად გადალახავ წარუმატებლობას და ცვლილებებსაც ადვილად შეეგუები. შემგუებელი ადამიანი არა მხოლოდ ერგება ახალ სიტუაციას, არამედ ცდილობს, პოზიტიური მხარე დაინახოს მასში. თუ მოზარდი მოქნილი და მტკიცე ხასიათისაა, ნაკლებად ხდება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული.

გამოსავალი

თვალი გაუსწორე რეალობას. ალბათ, ძლიერ გსურს, მთლიანად მართო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ეს არარეალურია. გინდა არ გინდა, შეიძლება შენს ცხოვრებაშიც დადგეს ისეთი მომენტი, როცა მეგობრები ან სხვაგან გადავლენ საცხოვრებლად, ან დაქორწინდებიან; შენი და-ძმები გაიზრდებიან და სახლიდან წავლენ; შექმნილი ვითარების გამო შენს ოჯახს სხვაგან მოუწევს გადასვლა და ა. შ. კარგი იქნება, თუ ამ დროს ნეგატიური ფიქრებით კი არ იქნები მოცული, არამედ თვალს გაუსწორებ სინამდვილეს (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 7:10).

წინ გაიხედე. წარსულით ცხოვრება იმის მსგავსია, რომ მანქანის მართვის დროს მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში იყურო. ხანდახან სარკეში ყურება აუცილებელიცაა, მაგრამ, ძირითადად, მზერა წინ უნდა გქონდეს მიპყრობილი. იმავეს თქმა შეიძლება ცვლილებებთან დაკავშირებითაც. შეეცადე, წინ იყურო და წარსულის მოგონებებით არ იცხოვრო (იგავები 4:25). მაგალითად, იფიქრე იმაზე, თუ რა მიზნების მიღწევა შეგიძლია უახლოეს მომავალში.

იფიქრე დადებითზე. „შენს განწყობაზეა დამოკიდებული, რამდენად შემგუებელი იქნები. როცა შენს ცხოვრებაში რაიმე იცვლება, შეეცადე, რაღაც დადებითი დაინახო“, — გვიზიარებს ლაურა. შეგიძლია, სულ მცირე, ერთი დადებითი მხარე მოუძებნო სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდი? (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 6:9).

ვიქტორიას მოზარდობის პერიოდში ყველა ახლო მეგობარი შემოეფანტა. ის იხსენებს: „თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ვნატრობდი, რომ ყველაფერი ისევ ძველებურად ყოფილიყო. მაგრამ ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა და ისიც გავაცნობიერე, რომ ზრდასთან ერთად ცვლილებებიც გარდაუვალია. იმასაც მივხვდი, რომ ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, ვისთანაც შემეძლო დამეგობრება“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 27:10).

წარსულით ცხოვრება იმის მსგავსია, რომ მანქანის მართვის დროს მხოლოდ უკანა ხედვის სარკეში იყურო

იზრუნე სხვებზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). როცა სხვებს დახმარების ხელს უწვდი, ამ დროს საკუთარი პრობლემები გავიწყდება. ანა, რომელიც 17 წლისაა, ამბობს: „წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ თუ ისეთ ადამიანებზე ზრუნავ, ვინც შენნაირ ან უარეს სიტუაციაშია, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარები“.

a სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

საკვანძო ბიბლიური მუხლები

  • „ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო“ (ეკლესიასტე 7:10).

  • „ჯობია, თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს“ (ეკლესიასტე 6:9).

  • „ახლო მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია“ (იგავები 27:10).

ხუანი

ხუანი

„თუ ახალგაზრდები გააანალიზებენ, რომ ცხოვრებაში ცვლილებები გარდაუვალია და შექმნილ ვითარებას თვალს გაუსწორებენ, ადვილად შემგუებლები გახდებიან. რაც უფრო სწრაფად შეეგუები სიახლეს, მით უფრო ადვილად წახვალ წინ და შენს ცხოვრებაშიც ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება“.

კარისა

კარისა

„როდესაც რაღაც სირთულეს გადავლახავ, ვცდილობ, აღარ ვიფიქრო მასზე. უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას და ახალი გამოწვევებისთვის ვემზადები. ჩემი აზრით, შემგუებლობა იმას ნიშნავს, რომ უკან ყურების ნაცვლად, წინ იყურო და განაგრძო სვლა“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება