იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
შეინარჩუნე სულიერი სიფხიზლე და აქტიურად განაგრძე მსახურება, როცა მდგომარეობა გეცვლება
ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში (1 კორ. 7:31). იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა რაიმე კარგის ან ცუდის მოლოდინი, ცვლილებები შეიძლება უარყოფითად აისახოს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და ჩვენს სულიერ განრიგზე. რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე და აქტიურად განვაგრძოთ მსახურება ცვლილებების მიუხედავად? უყურე ვიდეორგოლს „შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა საცხოვრებლის შეცვლის მიუხედავად“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რა რჩევა მისცა ერთმა ძმამ ოჯახისთავს?
როგორ დაეხმარა მათეს 7:25-ში მოცემული პრინციპი ამ ოჯახს?
როგორ მოემზადა წინასწარ ეს ოჯახი გადასვლისთვის და როგორ დაეხმარა ეს მათ?
რა დაეხმარა ამ ოჯახს, რომ შეგუებოდნენ ახალ კრებასა და ტერიტორიას?
ბოლო დროს რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში?
ჩემთვის სასარგებლო რა პრინციპები დავინახე ამ ვიდეოში, რომელთაც ცხოვრებაში გამოვიყენებ?