საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g20 № 3 გვ. 4-5
  • ფლობთ სრულ ინფორმაციას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფლობთ სრულ ინფორმაციას?
  • გამოიღვიძეთ! — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პრობლემა
  • ბიბლიური პრინციპი
  • რაში გვეხმარება სიმართლის ცოდნა?
  • როგორ მოვიქცეთ?
  • წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობაში
    გამოიღვიძეთ! — 2020
  • მიკერძოება — გლობალური პრობლემა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მსოფლიო მიკერძოების გარეშე — როდის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • გამოავლინეთ სიყვარული
    გამოიღვიძეთ! — 2020
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2020
g20 № 3 გვ. 4-5
ავტომობილების მწარმოებელ ქარხანაში მამაკაცები გასაუბრებაზე მისულ ქალს კითხვებს უსვამენ; ქალი დაძაბულია.

ფლობთ სრულ ინფორმაციას?

პრობლემა

ხშირად არასწორ აზრს დეზინფორმაცია გვიყალიბებს. აი რამდენიმე მცდარი შეხედულება:

  • ქალებს არა აქვთ მეცნიერების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის უნარი.

  • იმიგრანტები ადგილობრივებს სამუშაო ადგილებს ართმევენ.

  • უნარშეზღუდული ადამიანები დაბოღმილები და ცხოვრებაზე გამწარებულები არიან.

ამ და მსგავსი არასწორი შეხედულებების გასამართლებლად ზოგმა შეიძლება ფაქტებიც კი მოიშველიოს. მათ შესაძლოა უვიცებად და გაუნათლებლებად მიიჩნიონ განსხვავებული აზრის მქონე ხალხი.

ბიბლიური პრინციპი

„არ ვარგა, როცა კაცს ცოდნა არა აქვს“ (იგავები 19:2).

დასკვნა: ფაქტების არცოდნამ შეიძლება არასწორი შეხედულება ჩამოგვიყალიბოს. თუ ფაქტებზე მეტად გავრცელებულ შეხედულებებს დავეყრდნობით, სხვებზე არასწორ დასკვნებს გავაკეთებთ.

გვაქეზებს ბიბლია მიკერძოებისკენ?

ზოგი ფიქრობს, რომ ბიბლია მიკერძოებისკენ გვაქეზებს. სინამდვილეში რას გვასწავლის ღვთის სიტყვა?

  • ყველას საერთო წინაპარი გვყავს. ღმერთმა „ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი“ (საქმეები 17:26).

  • ღმერთი მიუკერძოებელია. „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

  • ღმერთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი პიროვნება და არა გარეგნობა. „ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს“ (1 სამუელი 16:7).a

a როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღვთის სახელია.

რაში გვეხმარება სიმართლის ცოდნა?

სიმართლის ცოდნა გვეხმარება, ადვილად არ დავიჯეროთ გავრცელებული სიცრუე. როცა ვხვდებით, რომ ხალხს არასწორი წარმოდგენა ჰქონია ამა თუ იმ ჯგუფზე, აღარც სხვებზე ვიჯერებთ ბრმად მსგავს სიცრუეს.

ნამდვილი ამბავი: იოვიცა (ბალკანეთი)

წინა სტატიაში მოხსენიებული იოვიცა გამუდმებით ნეგატიურ ინფორმაციას ისმენდა ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის შესახებ. მას არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა როგორც მედიამ, ისე გარშემომყოფებმა. იოვიცა იხსენებს: „ამ ხალხის მიმართ ზიზღიც კი გამიჩნდა. ვფიქრობდი, რომ ასეთი გრძნობები სრულიად გამართლებული იყო.

ჯარში მსახურების დროს ზუსტად ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან მომიწია ცხოვრება და მუშაობა. დროთა განმავლობაში მეტი გავიგე მათ შესახებ. მათი ენის სწავლა და ხალხური სიმღერების მოსმენაც კი დავიწყე. ვატყობდი, რომ მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა. ნელ-ნელა სრულიად შევიცვალე მათდამი დამოკიდებულება. ვიცი, რომ უწინდელმა გრძნობებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი, ამიტომ აღარ ვუსმენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ამ ხალხს უარყოფით შუქში წარმოაჩენს. აღარც ისეთ ფილმებსა და გასართობ გადაცემებს ვუყურებ, სადაც მათ აბუჩად იგდებენ. კარგად მესმის, რომ ვინმეს მიმართ უარყოფითი გრძნობები შეიძლება ადვილად გადაიზარდოს რისხვასა და სიძულვილში“.

როგორ მოვიქცეთ?

  • გახსოვდეთ, რომ, თუ რომელიმე ერის ან წარმოშობის ხალხს ცუდ თვისებებს მიაწერენ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია.

  • გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება სრულ ინფორმაციას არ ფლობდეთ.

  • ეცადეთ, სანდო წყაროდან მოიძიოთ ინფორმაცია.

მათ გაიმარჯვეს სიძულვილზე!

ვიდეოკოლაჟი: 1) მამაკაცები გზად ერთმანეთს ესაუბრებიან. 2) ერთ-ერთ მათგანს ახარებს მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.

როგორ გათავისუფლდნენ არაბი და ებრაელი მამაკაცები წინასწარშექმნილი აზრისგან?

ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეორგოლს „როდის გაიმარჯვებს სიყვარული სიძულვილზე?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება