თავი მეთხუთმეტე
სხვებსაც დაეხმარეთ ღვთის ნების შესრულებაში
რატომ უნდა მოუყვეთ სხვებსაც ის, რასაც სწავლობთ? (1)
ვის შეგიძლიათ გაუზიაროთ სასიხარულო ცნობა? (2)
როგორ შეიძლება იმოქმედოს თქვენმა ქცევამ სხვებზე? (2)
როდის შეძლებთ კრების წევრებთან ერთად ქადაგებას? (3)
1. თქვენ ბიბლიიდან უკვე ბევრი სასარგებლო საკითხი განიხილეთ, რაც ქრისტიანული თვისებების განვითარებაში დაგეხმარებათ (ეფესოელები 4:22—24). ეს ცოდნა მარადიული სიცოცხლის მისაღებად არის აუცილებელი (იოანე 17:3). მაგრამ სასიხარულო ცნობა სხვებმაც უნდა გაიგონ, რომ ისინიც გადარჩნენ. ამიტომ, ყველა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა იქადაგოს. ეს ღვთის ბრძანებაა (რომაელები 10:10; 1 კორინთელები 9:16; 1 ტიმოთე 4:16).
2. რაც ისწავლეთ, შეგიძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებსა და თანამშრომლებს მოუყვეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თავაზიანობითა და მოთმინებით უნდა გააკეთოთ (2 ტიმოთე 2:24, 25). გახსოვდეთ, რომ ხშირად ხალხი იმას უფრო აქცევს ყურადღებას, როგორ ვიქცევით, ვიდრე იმას, თუ რას ვამბობთ. სამაგალითო საქციელმა შეიძლება ხალხი მოსასმენად განაწყოს (მათე 5:16; 1 პეტრე 3:1, 2, 16).
3. დროთა განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა კრების წევრებთან ერთად თქვენც შეძლებთ ქადაგებას, რაც წინსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯია (მათე 24:14). თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება, თუ დაეხმარებით ვინმეს, იეჰოვას მსახური გახდეს და მარადიული სიცოცხლე მიიღოს (1 თესალონიკელები 2:19, 20).