საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ie გვ. 17-18
  • სად ვეძებოთ პასუხი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სად ვეძებოთ პასუხი?
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მეცნიერება და ფილოსოფია
  • პასუხებისთვის შეუდარებელი წყარო
  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რა სწამს ხალხს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
    რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • უმაღლესი სიბრძნის სწორუპოვარი წყარო
    რა არის სიცოცხლის აზრი?
  • სულის უკვდავება იჭრება იუდაიზმში, ქრისტიანულ სამყაროსა და ისლამში
    რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
იხილეთ მეტი
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
ie გვ. 17-18

სად ვეძებოთ პასუხი?

„მარადიული ტანჯვის შესახებ სწავლება ეწინააღმდეგება იმ რწმენას, რომ ღმერთს უყვარს თავისი ქმნილებები. . . იმის დაჯერება, რომ მცირე წლების მანძილზე ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო მისი სული მარადიულად დაიტანჯება და შეცდომების გამოსწორების არავითარი შესაძლებლობა არ მიეცემა, გონიერების ყოველგვარ საზღვარს სცილდება“. ნიკჰილანანდა, ინდუსი ფილოსოფოსი.

1, 2. რა კითხვები წამოიჭრება საიქიო ცხოვრების შესახებ სხვადასხვა შეხედულების განხილვისას?

ამ ინდუსი ფილოსოფოსის, ნიკჰილანანდას, მსგავსად, დღეს მრავალი ადამიანისთვის რთულია, დაეთანხმოს მარადიული ტანჯვის შესახებ სწავლებას. ამავე მიზეზით სხვები არ იზიარებენ ისეთ წარმოდგენებს, როგორიცაა ნირვანის მიღწევა და დაოსთან შერწყმა.

2 სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენაზე დაყრდნობით, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის რელიგიებმა საიქიო ცხოვრების შესახებ მთელი რიგი დამაბნეველი სწავლებები ჩამოაყალიბეს. შესაძლებელია იმის გაგება, თუ რა ემართება პიროვნებას სიკვდილის შემდეგ? ნამდვილად უკვდავია სული? სად ვეძებოთ პასუხი?

მეცნიერება და ფილოსოფია

3. პასუხობს თუ არა მეცნიერება ანუ მეცნიერული კვლევა-ძიება საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს?

3 პასუხობს თუ არა მეცნიერება ანუ მეცნიერული კვლევა-ძიება საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს? სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნის ანუ „სხეულიდან გამოსვლის“ ბოლო ხანებში მომხდარ შემთხვევებზე დაკვირვების საფუძველზე, ზოგი მეცნიერი შეეცადა, სიკვდილის შემდეგ არსებობასთან დაკავშირებული საკითხები გამოეკვლია. მათი ზოგიერთი მტკიცების განხილვის შემდეგ კათოლიკე თეოლოგი ჰანს კიუნგი თავის ლექციაში „სიკვდილი — გზა ნათლისკენ?“ ამბობს: „ეს შემთხვევები ვერ ამტკიცებს საიქიო ცხოვრების არსებობას; ეს შემთხვევები მოიცავს სიცოცხლის მხოლოდ ბოლო ხუთ წუთს სიკვდილამდე და არა მარადიულ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. — ის განაგრძობს: საიქიო ცხოვრების საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების სიცოცხლეში, სიკვდილამდე. ის მოითხოვს პასუხს, რომელიც სადმე უნდა მოიძებნოს, თუ მას მედიცინა ვერ გვაძლევს“.

4. გვეხმარება თუ არა ფილოსოფია, რომ საიქიო ცხოვრების შესახებ სხვადასხვა რელიგიის მიერ შემოთავაზებულ შეხედულებებს შორის ვიპოვოთ პასუხი?

4 რა შეიძლება ითქვას ფილოსოფიაზე? გვეხმარება ის, რომ საიქიო ცხოვრების შესახებ სხვადასხვა რელიგიის მიერ შემოთავაზებულ შეხედულებებს შორის ვიპოვოთ პასუხი? ფილოსოფიური გამოკვლევა „ვარაუდია“, — ამბობს XX საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი. „მსოფლიო ენციკლოპედიის“ (The World Book Encyclopedia) მიხედვით, ფილოსოფია არის „გამოკვლევის ერთ-ერთი ფორმა — ანალიზი, შეფასება, ინტერპრეტაცია და ვარაუდი“. საიქიო ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ფილოსოფიური ვარაუდი არსებობს, დაწყებული იმით, რომ უკვდავება უბრალოდ ნატვრაა და დამთავრებული შეხედულებით, რომ ის თითოეული ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა.

პასუხებისთვის შეუდარებელი წყარო

5. რომელია ოდესმე დაწერილ წიგნებს შორის უძველესი?

5 მაგრამ არსებობს წიგნი, რომელიც უტყუარ პასუხებს გვაძლევს სიკვდილსა და სიცოცხლესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე. ის უძველესი წიგნია, რომლის ზოგიერთი ნაწილი დაახლოებით 3 500 წლის წინ დაიწერა. ამ წიგნის პირველი ნაწილი ინდუსური წერილების უძველეს ჰიმნებზე, ვედებზე, რამდენიმე საუკუნით ადრე, ხოლო ბუდას, მაჰავირუსა და კონფუცის ცხოვრებამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე შეიქმნა. ამ წიგნის წერა ახ. წ. 98 წელს დამთავრდა, 500 წლით ადრე, ვიდრე მუჰამედი ისლამს დააარსებდა. უდიდესი სიბრძნის ეს წიგნი ბიბლიააa.

6. რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ბიბლია გვიპასუხებს, თუ რა არის სული?

6 ბიბლია ნებისმიერ წიგნზე ზუსტად ასახავს უძველეს ისტორიას. თხრობას კაცობრიობის დაბადებიდან იწყებს და გვიხსნის, თუ როგორ გავჩნდით დედამიწაზე. მასში ის პერიოდიცაა აღწერილი, როდესაც ადამიანი ჯერ არ ასებობდა. ასეთ წიგნს ნამდვილად შეუძლია, გვიპასუხოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანი და რა არის სული.

7, 8. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბიბლია ზუსტად და დამაკმაყოფილებლად გვიპასუხებს, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

7 გარდა ამისა, ბიბლია წინასწარმეტყველებების წიგნია, რომლებიც ზუსტად სრულდება. მაგალითად, მასში დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები მიდიის, სპარსეთისა და საბერძნეთის იმპერიების აღმავლობა და დაცემა. ამ სიტყვების საოცარი სიზუსტის გამო ზოგი კრიტიკოსი ამაოდ ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ისინი მომხდარი მოვლენების შემდეგ იყო დაწერილი (დანიელი 8:1–7, 20–22). ბიბლიაში ჩაწერილი ზოგი წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება ჩვენს დროში (მათეს 24-ე, მარკოზის მე-13, ლუკას 21-ე თავები; 2 ტიმოთე 3:1–5, 13)b.

8 როგორი გონიერიც უნდა ყოფილიყო ადამიანი, არ შეეძლო, რომ მომავალი ასე ზუსტად ეწინასწარმეტყველა. ეს მხოლოდ სამყაროს ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი შემოქმედისთვის იყო შესაძლებელი (2 ტიმოთე 3:16, 17; 2 პეტრე 1:20, 21). ბიბლია ნამდვილად ღვთისგანაა. ასეთ წიგნს უდავოდ შეუძლია ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგვცეს, თუ რა ემართება პიროვნებას სიკვდილის შემდეგ. თავდაპირველად ვნახოთ, რას ამბობს ის სულის შესახებ.

[სქოლიოები]

a იხილეთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

b იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[სურათი 18 გვერდზე]

უძველესი წიგნი.

[სურათი 18 გვერდზე]

წიგნი, რომელიც სარწმუნო და დამაკმაყოფილებელ პასუხებს იძლევა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება