საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 46 გვ. 244-გვ. 245 აბზ. 4
  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • პატივი ეცი ადამიანებს
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • შესაფერისი თვალსაჩინო მაგალითები
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • „მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
    „მოდი და გამომყევი“
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 46 გვ. 244-გვ. 245 აბზ. 4

გაკვეთილი 46

მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან

რა უნდა გააკეთო?

ისეთი მაგალითები მოიყვანე, რომლებიც შენი მსმენელის საქმიანობასთან ან მისთვის კარგად ნაცნობ საკითხებთან იქნება დაკავშირებული.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ნაცნობი სიტუაციებიდან მოყვანილი მაგალითები მსმენელის გულამდე აღწევს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ მიერ მოყვანილი მაგალითები უკავშირდებოდეს განსახილველ მასალას. თუმცა მიზანს რომ მიაღწიო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი შენს მსმენელსაც შეეფერებოდეს.

როგორ უნდა შეარჩიო მაგალითები, როდესაც მსმენელთა ჯგუფთან გიწევს საუბარი? როგორ იქცეოდა იესო? დიდ ჯგუფს ესაუბრებოდა თუ რამდენიმე მოწაფეს, იესო არ იყენებდა ისეთ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ სხვა ქვეყნების ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. ასეთი მაგალითები უცხო იქნებოდა მისი მსმენელებისთვის. კერძოდ, იესოს არ მოუხსენიებია ეგვიპტის სამეფო კარის ცხოვრება ან ინდოეთის რელიგიური წეს-ჩვეულებები. მაგალითები, რომლებსაც ის იყენებდა, ყველა ქვეყნის მკვიდრთათვის ნაცნობ საქმიანობებთან იყო დაკავშირებული. ის საუბრობდა ტანსაცმლის დაკერებაზე, საქმეების გაძღოლაზე, რაიმე ძვირფასის დაკარგვასა და საქორწილო ნადიმზე. მან იცოდა, როგორ იქცეოდნენ ადამიანები ამა თუ იმ სიტუაციაში და ამას მაგალითებში იყენებდა (მარ. 2:21; ლუკ. 14:7—11; 15:8, 9; 19:15—23). რადგანაც იესო უმეტესწილად ისრაელებთან ქადაგებდა, მის მიერ მოყვანილი მაგალითები ხშირ შემთხვევაში იმ საგნებსა და საქმიანობას ეხებოდა, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო: მიწათმოქმედება, ტიკებში ღვინის შენახვა და ის, თუ როგორ სცნობენ ცხვრები მწყემსის ხმას (მარ. 2:22; 4:2—9; იოან. 10:1—5). ის იხსენიებდა ცნობილ ისტორიულ ფაქტებსაც. სახელდობრ, მან მოიხსენია ადამიანთა პირველი წყვილის შექმნა, ნოეს დროს მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორას განადგურება და ლოტის ცოლის დაღუპვა (მათ. 10:15; 19:4—6; 24:37—39; ლუკ. 17:32). მაგალითების შერჩევისას შენც ფიქრობ გულდასმით იმაზე, თუ რა არის ცნობილი შენი მსმენელებისთვის, და ითვალისწინებ მათ კულტურასა და ტრადიციებს?

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე კი არ გიწევს გამოსვლა, არამედ ერთ ან რამდენიმე ადამიანს ესაუბრები? ეცადე, შეარჩიო ისეთი მაგალითები, რომლებიც განსაკუთრებით შესაფერისი იქნება მათთვის. როდესაც სიქარის მახლობლად მდებარე ჭასთან სამარიელ ქალს უქადაგა, იესომ მოიხსენია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „სიცოცხლის წყალი“, „აღარასოდეს მოსწყურდება“ და „მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყარო“. ეს გამონათქვამები გადატანითი მნიშვნელობით იყო გამოყენებული და პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რასაც ქალი იმ მომენტში აკეთებდა (იოან. 4:7—15). ხოლო როდესაც იესო ესაუბრებოდა მამაკაცებს, რომლებიც ბადეებს რეცხავდნენ, მან მეთევზეობასთან დაკავშირებული მაგალითი გამოიყენა (ლუკ. 5:2—11). ორივე შემთხვევაში, მას შეეძლო მიწათმოქმედებაზე ესაუბრა, რადგან ამ ტერიტორიაზე ძირითადად ამით იყვნენ დაკავებული. მაგრამ რამდენად უფრო ეფექტური იყო ის, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითები უშუალოდ ამ ადამიანთა საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ეს მათ ყველაფრის ცოცხლად წარმოდგენაში ეხმარებოდა! ცდილობ, შენც იგივე აკეთო?

იესოს ძირითადი ყურადღება „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებზე“ ჰქონდა გადატანილი, პავლე მოციქული კი არა მარტო ისრაელებთან, არამედ უცხოტომელებთანაც იყო წარგზავნილი (მათ. 15:24; საქ. 9:15). ახდენდა ეს გავლენას პავლეს მიერ შერჩეულ მაგალითებზე? დიახ. როდესაც კორინთელ ქრისტიანებს სწერდა, მან მოიხსენია შეჯიბრება სირბილში, წარმართულ ტაძრებში კერპთშენაწირის ჭამის ჩვეულება და საზეიმო სვლები — ის, რაც არაიუდეველებისთვის კარგად იყო ცნობილი (1 კორ. 8:1—10; 9:24, 25; 2 კორ. 2:14—16).

იესოსა და პავლეს მსგავსად, საგულდაგულოდ არჩევ სასწავლებლად გამოსაყენებელ მაგალითებს? ითვალისწინებ შენი მსმენელების წარმოშობასა და ყოველდღიურ საქმიანობას? რა თქმა უნდა, პირველი საუკუნის შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. ტელევიზიის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ მსოფლიო ამბების გაგება. ხშირად სხვა ქვეყნებში მომხდარი შემთხვევები მათთვის უცხო არ არის. თუ შენს ტერიტორიაზეც მსგავსი სიტუაციაა, ცუდი არ იქნება, თუ მაგალითებისთვის ახალ ამბებსაც გამოიყენებ. და მაინც, ადამიანებს ყველაზე მეტად ის აღელვებთ, რაც უშუალოდ უკავშირდება მათ ცხოვრებას: სახლი, ოჯახი, სამსახური, საკვები თუ ამინდი.

თუ შენ მიერ მოყვანილ მაგალითს ხანგრძლივი განმარტება სჭირდება, შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ მსმენელისთვის უცნობ რამეზე საუბრობ. ასეთი მაგალითი მსჯელობის მთავარ საკითხს უკანა პლანზე გადასწევს. საბოლოო ჯამში კი მსმენელებს მაგალითი დაამახსოვრდებათ და არა ის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლის გადაცემაც გინდოდა.

რთული შედარებების გამოყენების ნაცვლად, მაგალითების მოყვანისას იესო უბრალო, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ საგნებსა თუ საქმიანობებს ეხებოდა; მცირეთი დიდს განმარტავდა, მარტივით კი — რთულს. ყოველდღიური საქმიანობისა და სულიერი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებით ის ადამიანებს ჭეშმარიტების უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარებოდა. რა შესანიშნავი მაგალითია ეს ჩვენთვის!

როგორ ვისწავლოთ სათანადო მაგალითების გამოყენება

  • ეცადე, იფიქრო არა მარტო სათქმელზე, არამედ მსმენელებზეც.

  • იყავი დაკვირვებული.

  • მიზნად დაისახე, რომ ყოველკვირეულად მოიყვანო, სულ მცირე, ერთი კარგი მაგალითი, რომელიც მანამდე არ გამოგიყენებია.

სავარჯიშო: გააანალიზე მათეს 12:10—12-ში მოცემული მაგალითი. რატომ იყო ის ეფექტური?

მაგალითები, რომლებსაც გამოვიყენებ მოზარდთან ზნეობრივ ნორმებზე საუბრისას

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

მაგალითები, რომლებსაც გამოვიყენებ რომელიმე ბიბლიურ სწავლებაზე მსჯელობისას

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება