საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 47 გვ. 247-გვ. 250 აბზ. 1
  • თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • თვალსაჩინოების სათანადოდ გამოყენება
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
  • პატივი ეცი ადამიანებს
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • გამოიყენე თვალსაჩინო საშუალებები სწავლების დროს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 47 გვ. 247-გვ. 250 აბზ. 1

გაკვეთილი 47

თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება

რა უნდა გააკეთო?

სურათების, რუკების, სქემების ან სხვა საშუალებების გამოყენებით მსმენელისთვის უფრო თვალნათელი გახადე მნიშვნელოვანი აზრები.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

თვალსაჩინო საშუალებები უფრო ნათელ და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის გონებაში, ვიდრე მხოლოდ სიტყვები.

რატომ უნდა გამოიყენო სწავლებისას თვალსაჩინოება? მისი გამოყენებით უფრო ეფექტურად ასწავლი სხვებს. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე იყენებდნენ თვალსაჩინოებას. ჩვენც შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ. როდესაც სიტყვებს თან ერთვის თვალსაჩინო საშუალებები, მსმენელი ინფორმაციას ერთდროულად გრძნობის ორი ორგანოთი აღიქვამს. ამის დახმარებით უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენ მსმენელზე და მეტი ინტერესით მოგისმენს. როგორ უნდა გამოიყენო თვალსაჩინოება სასიხარულო ცნობაზე საუბრისას? როგორ უნდა გაიგო, ეფექტურად იყენებ თუ არა მას?

როგორ იყენებდნენ თვალსაჩინოებას დიდებული მასწავლებლები. ადვილი დასამახსოვრებელი თვალსაჩინო საშუალებების მეშვეობით იეჰოვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებდა ადამიანთა ყურადღებას. ერთ ღამეს მან აბრაამი გარეთ გაიყვანა და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას . . . ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“ (დაბ. 15:5). თუმცა ამ დანაპირების შესრულება ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანდა, აბრაამზე ძლიერ იმოქმედა ამან და ერწმუნა იგი იეჰოვას სიტყვას. ერთხელ იეჰოვამ იერემია „მეთუნის სახლში“ გაგზავნა, რათა ეჩვენებინა მისთვის, როგორ აძლევდა მეთუნე თიხას ფორმას თავის სახელოსნოში. ადამიანებზე შემოქმედის ძალაუფლების მაჩვენებელი რა დაუვიწყარი გაკვეთილია! (იერ. 18:1—6). ან იონას რა დაავიწყებდა, როგორ ასწავლა მას იეჰოვამ გულმოწყალება აყიროს საშუალებით? (იონ. 4:6—11). რამდენიმე შემთხვევაში იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველებს ისიც კი უთხრა, რომ გარკვეული ნივთების გამოყენებით სცენა გაეთამაშებინათ და წინასწარმეტყველური ცნობები ასე გადაეცათ (1 მეფ. 11:29—32; იერ. 27:1—8; ეზეკ. 4:1—17). კარვისა და ტაძრის სხვადასხვა ნაწილი იმის გაგებაში გვეხმარება, რაც ზეცაში ხდება (ებრ. 9:9, 23, 24). ღმერთს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არაერთხელ გადაუცია ადამიანებისთვის ხილვების მეშვეობით (ეზეკ. 1:4—28; 8:2—18; საქ. 10:9—16; 16:9, 10; გამოცხ. 1:1).

როგორ იყენებდა თვალსაჩინოებას იესო? როდესაც ფარისევლები და ჰეროდეს მომხრეები სიტყვაში მის გამოჭერას ცდილობდნენ, იესომ დინარი ითხოვა და მასზე აღბეჭდილ კეისრის გამოსახულებაზე მიაქცევინა მათ ყურადღება. შემდეგ კი აუხსნა, რომ კეისრისა კეისრისთვის უნდა მიეცათ, ღვთისა კი — ღვთისთვის (მათ. 22:19—21). თავისი მიმდევრებისთვის რომ ესწავლებინა, პატივი მიეგოთ ღვთისათვის ყველაფრით, რაც გააჩნდათ, იესომ ყურადღება გაამახვილა ღარიბ ქვრივზე. ქალმა ტაძარში შესაწირავად ორი პატარა მონეტა — მთელი ქონება — გაიღო (ლუკ. 21:1—4). ერთ შემთხვევაში იესომ ბავშვს დაუძახა, რათა მოწაფეებისთვის ბავშვების მაგალითზე ესწავლებინა, ყოფილიყვნენ თავმდაბალნი და მორიდებოდნენ პატივმოყვარეობას (მათ. 18:2—6). ერთხელ კი მან ფეხები დაბანა მოწაფეებს და ამით თვალსაჩინოდ აჩვენა, რას ნიშნავდა სინამდვილეში თავმდაბლობის გამოვლენა (იოან. 13:14).

როგორ გამოვიყენოთ თვალსაჩინოება. იეჰოვასგან განსხვავებით, ჩვენ არ შეგვიძლია მსმენელებს ხილვები ვაჩვენოთ. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში მრავალი დამაფიქრებელი ილუსტრაციაა მოცემული. მათი მეშვეობით დაეხმარე დაინტერესებულს, თვალნათლივ წარმოიდგინოს სამოთხედქცეული დედამიწა, რომელსაც ღვთის სიტყვა აღგვითქვამს. ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს შეგიძლია შემსწავლელის ყურადღება შესასწავლ მასალასთან დაკავშირებულ ილუსტრაციაზე გაამახვილო და სთხოვო, თქვას, რას ხედავს მასზე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ამოსმა ხილვები იხილა, იეჰოვამ ჰკითხა: „რას ხედავ, ამოს?“ (ამოს. 7:7, 8; 8:1, 2). როდესაც ადამიანს თვალსაჩინოებისთვის მოცემულ ილუსტრაციებზე უმახვილებ ყურადღებას, შეგიძლია ასეთივე კითხვები დაუსვა.

მათემატიკური გამოთვლები და ქრონოლოგიური სქემები, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის თვალის დევნება შეიძლება, ადამიანს გაცილებით გაუადვილებს დანიელის 4:16-ში მოხსენიებული „შვიდი დროისა“ და დანიელის 9:24-ში ნახსენები „სამოცდაათი კვირის“ შესახებ წინასწარმეტყველებების გაგებას. მსგავსი თვალსაჩინო საშუალებების პოვნა ჩვენს ზოგიერთ სასწავლო პუბლიკაციაშიც შეიძლება.

ოჯახური შესწავლის დროს კარვის, იერუსალიმის ტაძრის, ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის თუ მსგავსი საკითხების განხილვისას, ილუსტრაციებისა და გეგმების გამოყენება ბევრი საკითხის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. მათი პოვნა კი შეიძლება „საგუშაგო კოშკის“ ზოგიერთ ნომერში, „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ და „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართში.

ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვისას გამოიყენე რუკები. თვალი ადევნეთ აბრაამის მოგზაურობას ურიდან ხარანამდე, შემდეგ კი ბეთელამდე. შეისწავლეთ გზა, რომელიც ისრაელმა ერმა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ გაიარა. მოძებნეთ ტერიტორიები, რომლებიც ისრაელის თითოეულ ტომს ხვდა წილად მემკვიდრეობით. დაადგინეთ სოლომონის სამეფოს საზღვრები. კვალდაკვალ მიჰყევით ელიას, რომელიც, იზებელის მუქარით შეშინებული, იზრეელიდან ბეერ-შებას მახლობლად მდებარე უდაბნოში გაიქცა (1 მეფ. 18:46—19:4). მონახეთ იმ ქალაქებისა და სოფლების ადგილმდებარეობა, სადაც იესო ქადაგებდა. თვალი ადევნეთ პავლეს მოგზაურობებს, რომლებიც „მოციქულთა საქმეებშია“ აღწერილი.

თვალსაჩინოების გამოყენება სასარგებლოა, როდესაც ბიბლიის შემსწავლელს უხსნი, როგორ ფუნქციონირებს კრება. მას შეგიძლია აჩვენო კონგრესის პროგრამა და აუხსნა, რას განვიხილავთ ამ შეკრებებზე. მრავალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამეფო დარბაზში ან იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ჩატარებულმა ექსკურსიამ. ეს კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ადამიანს ჩვენს საქმიანობასა და მიზნებზე შექმნილი არასწორი წარმოდგენები გავუქარწყლოთ. როდესაც სამეფო დარბაზში ექსკურსიას ატარებ, ყურადღება გაამახვილე, რით განსხვავდება ის სხვა რელიგიური შენობებისგან. აღნიშნე, რომ ყველაფერი უბრალოდაა გაკეთებული და სწავლისთვის საჭირო გარემოა შექმნილი. აჩვენე, რა არის სამეფო დარბაზში გათვალისწინებული ჩვენს მსახურებასთან დაკავშირებით — ლიტერატურის მაგიდა, კრებების ტერიტორიის რუკები და შესაწირავების ყუთები (რაც განსხვავდება შესაწირავების შესაგროვებელი თეფშებისგან).

თუ არის ამის შესაძლებლობა, შემსწავლელებს აჩვენე ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებით მომზადებული ვიდეოფილმები, რომლებიც მათ განუმტკიცებს ბიბლიისადმი რწმენას, გააცნობს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას და ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრებისკენ აღძრავს.

თვალსაჩინოების გამოყენება მსმენელთა ჯგუფთან საუბრისას. კარგად მომზადებული და ოსტატურად ნაჩვენები თვალსაჩინო საშუალებები ეფექტურია დიდი ჯგუფის სასწავლებლადაც. ასეთ საშუალებებს „ერთგული და გონიერი მონა“ სხვადასხვა სახით გვაწვდის.

„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებში, ჩვეულებრივ, თვალსაჩინოების მიზნით ილუსტრაციებია გამოყენებული. მათი მეშვეობით შესწავლის ჩამტარებელს შეუძლია ხაზი გაუსვას მნიშვნელოვან მომენტებს. იმავეს თქმა შეიძლება იმ პუბლიკაციებზეც, რომლებსაც წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ.

ზოგიერთი საჯარო მოხსენების მთავარი აზრების გამოსაკვეთად შეიძლება საჭიროდ ჩათვალო თვალსაჩინო საშუალებების გამოყენება. და მაინც, უკეთესი შედეგი მაშინ მიიღწევა, როცა მომხსენებელი ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაზე, რომელიც მსმენელთა უმეტესობას ხელში უჭირავს. თუ მოხსენებაში მთავარ აზრთან დაკავშირებით ილუსტრაციის ან მთავარი აზრების მოკლე სიის გამოყენება გინდა, წინასწარ შეამოწმე, დაინახავენ თუ არა ბოლო რიგებში მსხდომები ამ საშუალებებს. მაგრამ მსგავსი თვალსაჩინო საშუალებები ხშირად არ უნდა იყოს გამოყენებული.

საუბრისას ან სხვების სწავლებისას თვალსაჩინოებას მსმენელის გართობის მიზნით არ ვიყენებთ. შესაფერისმა თვალსაჩინო საშუალებებმა უნდა გააძლიეროს აზრები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ისინი კარგ მიზანს ემსახურება მაშინ, როდესაც ნათელს ჰფენს ნათქვამს, უფრო ადვილად გასაგებს ხდის მას ან ნათლად მოწმობს მის საფუძვლიანობაზე. შესაფერისი თვალსაჩინო საშუალება იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე, რომ ეს საშუალებაცა და აზრიც, რომლისთვისაც ის იყო მოყვანილი, წლების განმავლობაში რჩება მსმენელის მეხსიერებაში.

სწავლაში დიდ როლს თამაშობს როგორც სმენა, ისე მხედველობა. გახსოვდეს, როგორ იყენებდნენ ადამიანის ამ ორ გრძნობას ყველაზე დიდებული მასწავლებლები და ეცადე, მიჰბაძო მათ სწავლებისას.

ეფექტური თვალსაჩინოება. . .

  • ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მნიშვნელოვან აზრებზე, ან ნათელს ჰფენდეს მათ.

  • უმთავრესად, სწავლებას უნდა ემსახურებოდეს.

  • მთელი აუდიტორიისთვის ადვილი დასანახი უნდა იყოს (თუ მას სცენაზე წარმოადგენენ).

სავარჯიშო: ჩამოწერე თვალსაჩინო საშუალებები, რომლებსაც გამოიყენებ. . .

იმისათვის, რომ იეჰოვას ორგანიზაციისადმი მადლიერება განუვითარო მსმენელს

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

იმისათვის, რომ ბავშვს გარკვეული ბიბლიური სწავლება აუხსნა

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება