საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 31 გვ. 190-გვ. 193 აბზ. 2
  • პატივი ეცი ადამიანებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატივი ეცი ადამიანებს
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • მაგალითები ნაცნობი სიტუაციებიდან
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • პატივი ეცით ყველას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ყველას სცემთ პატივს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 31 გვ. 190-გვ. 193 აბზ. 2

გაკვეთილი 31

პატივი ეცი ადამიანებს

რა უნდა გააკეთო?

უნდა იყო ყურადღებიანი და თავაზიანი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ქრისტიანს მოეთხოვება, პატივისცემით მოეპყროს ადამიანებს. ეს მეტად განაწყობს მსმენელს, მიიღოს ბიბლიური ჭეშმარიტება.

ბიბლია მოგვიწოდებს, ‘პატივი ვცეთ ყველას’ და ‘არავინ დავძრახოთ’ (1 პეტ. 2:17; ტიტ. 3:2). ყოველი ადამიანი „ღვთის მსგავსებად“ არის შექმნილი (იაკ. 3:9). ქრისტე თითოეულისთვის მოკვდა (იოან. 3:16). ამიტომ ყველა ღირსია, რომ მოისმინოს სასიხარულო ცნობა, რათა შესაბამისად მოიქცეს და გადარჩეს (2 პეტ. 3:9). ზოგი განსაკუთრებული პატივით მოპყრობას იმსახურებს გაწეული ღვაწლის ან პირადი მდგომარეობის გამო.

რატომ არ თვლის ზოგი საჭიროდ ადამიანების ისეთ პატივისცემას, როგორისკენაც ბიბლია მოგვიწოდებს? შესაძლებელია, ადგილობრივი ტრადიციით იყოს განსაზღვრული, თუ ვინ იმსახურებს პატივისცემას კანის ფერის, სქესის, ჯანმრთელობის, ასაკის ან მატერიალური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით. კორუფციის საყოველთაოდ გავრცელებამ ადამიანებს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი პატივისცემა დაუკარგა. ზოგ ქვეყანაში ხალხი უკმაყოფილოა ცხოვრების დონით; დღესა და ღამეს რომც ასწორებდნენ, შემოსავალი მხოლოდ ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოფნით და ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც ხალხი არავის და არაფერს არ სცემს პატივს. ახალგაზრდები ხშირად ერთმანეთს უბიძგებენ, გაკვეთილები ჩაუშალონ მასწავლებლებს, რომლებიც არ მოსწონთ, და არავის დაემორჩილონ. ბევრ მათგანზე გავლენას ახდენს სატელევიზიო გადაცემები, რომლებშიც ბავშვები მშობლებს ატყუებენ და ოჯახში მბრძანებლობენ. ძალისხმევაა საჭირო, რომ ქვეყნიერების აზროვნებამ თვალსაზრისი არ შეგვიცვალოს ადამიანების პატივისცემასთან დაკავშირებით. როდესაც პატივს ვცემთ ადამიანებს, იქმნება ატმოსფერო, სადაც ყველა უფრო თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს.

პატივისცემით მიმართვა. ჩვეულებრივ, რელიგიური საქმიანობით დაკავებული ადამიანისგან მოელიან, რომ პატივი სცეს გარშემომყოფთ სათანადო ჩაცმულობითა და ქცევით. გარეგნობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ნორმებია მიღებული. ზოგან შეურაცხმყოფელ ჟესტად ითვლება ადამიანთან ისე ლაპარაკი, რომ ქუდი არ მოიხადო ან ხელი ჯიბეში გედოს. სხვაგან კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. გაითვალისწინე ადგილობრივი ჩვეულებები, რათა არავინ შეურაცხყო. ამგვარად, მოერიდები დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს შეგიშლიდა სასიხარულო ცნობის ქადაგებაში.

იგივე პრინციპი ეხება მიმართვის ფორმებსაც, განსაკუთრებით კი უფროსი ასაკის წარმომადგენლებთან საუბრისას. ჩვეულებრივ, მიუღებლად ითვლება, რომ ბავშვმა სახელით მიმართოს უფროსს, თუ მისგან ამის ნებართვა არა აქვს. ზოგ ქვეყანაში უფროსი ასაკის ადამიანებიც არ მიმართავენ სახელით უცნობს. აგრეთვე, ბევრ ენაში გარდა ნაცვალსახელისა „შენ“ არსებობს ნაცვალსახელი „თქვენ“, ან სხვა სიტყვა გამოიყენება იმისათვის, რომ ასაკით უფროსს ან თანამდებობის პირს თავაზიანად ესაუბრო.

პატივისცემით მოპყრობა. სოფლებსა და პატარა ქალაქებში ხშირად მიღებულია, რომ შემხვედრ ადამიანს — ქუჩაში იქნება ეს თუ შენობაში — უბრალოდ კი არ ჩაუარო, არამედ რამენაირად გამოხატო, რომ ამჩნევ. ზოგან ამას მისალმების ნიშნად გაღიმებით, თავის დაკვრით ან წარბების აწევით გამოხატავენ. ასეთ ადგილებში უპატივცემულობად ითვლება უყურადღებობა.

ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა თავი უგულებელყოფილად ჩათვალოს მაშინაც კი, როდესაც ესალმებიან. რა შემთხვევაში? მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ მის ღირსებას არ აფასებენ. ბევრი ადამიანებს კატეგორიებად ყოფს გარეგნული ნიშნების მიხედვით. ხშირად ინვალიდებსა და ავადმყოფებს ერიდებიან. მაგრამ ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ მათ სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ (მათ. 8:2, 3). ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულმა ცოდვამ ამა თუ იმ სახით თითოეულ ჩვენგანზე მოახდინა გავლენა. იტყოდი, რომ გაფასებენ სხვები, თუ ყოველთვის შენს ნაკლზე ამახვილებენ ყურადღებას? განა არ ისურვებდი, რომ შენში შეენიშნათ დადებითი მხარეები, რომლებიც არც თუ ისე ცოტა გაქვს?

პატივისცემა მეთაურობის აღიარებასაც ნიშნავს. ზოგ ქვეყანაში აუცილებელია, ჯერ ოჯახისთავს ესაუბრო, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებს უქადაგებ. მართალია, ქადაგება და მოწაფეების მომზადება იეჰოვასგან გვაქვს დავალებული, მაგრამ ვაღიარებთ, რომ ღმერთმა მშობლებს დააკისრა შვილების აღზრდისა და სწავლების პასუხისმგებლობა (ეფეს. 6:1—4). ამიტომაც კარდაკარ მსახურებისას მართებულია, ჯერ მშობლებს დაველაპარაკოთ, თუ მათ არასრულწლოვან შვილებთან გვსურს საუბარი.

ასაკთან ერთად ადამიანი იძენს გამოცდილებას, რომელიც ნამდვილად დასაფასებელია (იობ. 32:6, 7). სწორედ ამის ცოდნა დაეხმარა შრი-ლანკაში ერთ ახალგაზრდა პიონერ დას, რომელიც ქადაგებისას ასაკოვან მამაკაცს შეხვდა. ხანდაზმული მამაკაცი თავიდან მოსასმენად არ იყო განწყობილი და დას უთხრა:

— შენ, ახალგაზრდამ, მე უნდა მასწავლო ბიბლია?

— მე თქვენთვის სასწავლებლად არ მოვსულვარ. უბრალოდ ისეთი რამ გავიგე, რამაც უზომოდ გამახარა და მინდა, რომ ვინმეს მოვუყვე.

პატივისცემით მოპყრობამ მამაკაცი დადებითად განაწყო. ის დაინტერესდა:

— ასეთი რა გაიგე?

— გავიგე, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა მარადიული ცხოვრება.

ხანდაზმულმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ყველა ასაკოვანი ადამიანი არ მოგვთხოვს პატივისცემით მოპყრობას, მაგრამ უმრავლესობა ამას დააფასებს.

პატივისცემით მოპყრობისას ზომიერება უნდა გამოვავლინოთ. წყნარი ოკეანის კუნძულებსა და სხვა ადგილებში მოწმეები მიმართვის მიღებულ ფორმებს იყენებენ და პატივით ეპყრობიან სოფლის თავკაცს ან ტომის ბელადს, რის გამოც მათ ხშირად უსმენს როგორც თავად ბელადი თუ თავკაცი, ისე მათი ხალხი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ პირფერობა არც საჭიროა და არც სასურველი (იგავ. 29:5). ენაში არსებობს თავაზიანი მიმართვის ფორმები, მაგრამ ქრისტიანული პატივისცემა მათ მეტისმეტად ხშირად გამოყენებას არ გულისხმობს.

პატივისცემით ლაპარაკი. ბიბლია მოგვიწოდებს „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვესაუბროთ ხალხს ჩვენი იმედის შესახებ (1 პეტ. 3:15). მართალია, ზოგჯერ სურვილი გვიჩნდება, მოსაუბრეს მაშინვე შევუსწოროთ მცდარი თვალსაზრისი, მაგრამ განა გონივრული არ იქნებოდა, სიფრთხილე გამოგვევლინა, რათა ამ დროს მისი ღირსება არ შეგველახა? ჯობია, ჯერ ყურადღებით მოვუსმინოთ და ვკითხოთ, რის საფუძველზე შეექმნა ასეთი თვალსაზრისი, ხოლო შემდეგ ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობისას ანგარიში გავუწიოთ მის გრძნობებს.

პატივისცემით ლაპარაკი საჭიროა არა მხოლოდ ადამიანთან პირისპირ საუბრისას, არამედ სცენაზე გამოსვლის დროსაც. გამომსვლელი, რომელიც პატივს სცემს მსმენელს, უმოწყალოდ არ გააკრიტიკებს მათ. არავის დარჩება ისეთი გრძნობა, თითქოს სცენიდან ეუბნებიან: „ნამდვილად რომ გდომებოდა, უკვე გამოიყენებდი ამ რჩევას!“. ასეთი ლაპარაკი და დამოკიდებულება მხოლოდ გულს გაუტეხს მსმენელს. უმჯობესია მათში დაინახო ადამიანები, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და მისი მსახურება სურთ! იესოს მსგავსად, გულისხმიერება უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც სულიერად სუსტია, გამოუცდელია ან ვისაც ბიბლიური რჩევის გამოყენება უჭირს.

მსმენელები ორატორის მხრიდან პატივისცემას იგრძნობენ, თუ დაინახავენ, რომ ის საკუთარ თავსაც მიაკუთვნებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ღვთის სიტყვის უფრო სრულად გამოყენება სჭირდებათ. ამიტომაც გონივრულია, მოვერიდოთ ნაცვალსახელებს „თქვენ“ და „შენ“, როდესაც ბიბლიური მუხლების პრაქტიკულ გამოყენებაზე ვლაპარაკობთ. ყურადღება მიაქციე, რით განსხვავდება შემდეგი ორი წინადადება: „აკეთებთ ყველაფერს, რაც შეგიძლიათ?“ და „კარგი იქნება, თუ თითოეული დავფიქრდებით: ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია?“. აზრი ორივე შეკითხვაში ერთი და იგივეა, მაგრამ პირველში გამომსვლელი საკუთარ თავს მსმენელზე მაღლა აყენებს. მეორე შეკითხვა თითოეულს, თავად გამომსვლელსაც, მოუწოდებს, დაფიქრდეს, რას და რატომ აკეთებს.

მოერიდე გონებამახვილური სიტყვების მხოლოდ იმ მიზნით გამოყენებას, რომ მსმენელი გააცინო. ასეთი რამ არ შეეფერება ბიბლიურ ცნობას. ცხადია, ღვთის მსახურებამ სიხარული უნდა მოგვანიჭოს. ზოგჯერ განსახილველ მასალაში ნამდვილად შეიძლება იყოს რაღაც სასაცილო, მაგრამ სერიოზულ თემებზე მსჯელობას თუ ხუმრობად გადააქცევ, უპატივცემულობას გამოავლენ არა მხოლოდ მსმენელების, არამედ ღვთის მიმართაც.

მოდი შევეცადოთ, მიმართვით, მოპყრობითა და ლაპარაკით ყოველთვის ცხადვყოთ, რომ ისე ვუყურებთ ადამიანებს, როგორც იეჰოვამ გვასწავლა.

პატივი ეცი ადამიანებს

  • გახსოვდეს, როგორ უყურებს ადამიანებს იეჰოვა.

  • პატივი ეცი მეთაურობის პრინციპს, ადამიანის ასაკსა და მდგომარეობას.

  • გახსოვდეს, რომ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი.

  • შეეცადე, გაუგო მსმენელს.

სავარჯიშო: გაიხსენე ვინმე, ვინც შენზე ბევრად უმცროსი ან უფროსია. მოიფიქრე, როგორ მიმართავდი ამ ადამიანს, რას ეტყოდი საუბრის დასაწყებად და როგორ გამოხატავდი, რომ პატივს სცემ მას და აფასებ მის ნათქვამს. შეეცადე პრაქტიკულად განახორციელო ის, რაც მოიფიქრე.

როგორ მოვეპყრო ადამიანებს უფრო მეტი პატივისცემით

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება