საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 32 გვ. 167-171
  • ღმერთმა დაიცვა იესო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთმა დაიცვა იესო
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ვინ იყო „სამი ბრძენკაცი“? „ბეთლემის ვარსკვლავს“ მიჰყვებოდნენ ისინი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • იეჰოვამ დაიცვა იესო
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ვარსკვლავის კვალდაკვალ
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 32 გვ. 167-171

თავი 32

ღმერთმა დაიცვა იესო

იეჰოვა ზოგჯერ სასწაულებრივად იცავს მათ, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. თუ ბუნებაში გაისეირნებ, შეიძლება დაინახო, როგორ აკეთებს იეჰოვა ამას. თავდაპირველად შეიძლება ვერც კი მიხვდე, რა ხდება.

უცბად, შენ გვერდით შეიძლება ფრინველი დაეშვას მიწაზე. ისე ჩანს, თითქოს დაჭრილია. თუ მიახლოებას დააპირებ, ფრთას აითრევს და ცოტათი გადაადგილდება. თუ გაჰყვები, კიდევ უფრო წინ წაიწევს. შემდეგ კი უეცრად აფრინდება. თურმე სულაც არ ყოფილა დაჭრილი! იცი, რას აკეთებდა ის? ~

იქვე ახლოს, სადაც ფრინველი შენიშნე, მისი ბარტყები იმალებოდნენ ბუჩქებში. დედას შეეშინდა, ბარტყები არ შეგემჩნია და მათთვის ზიანი არ მიგეყენებინა. ამიტომ, თავი ისე მოგაჩვენა, ვითომ დაჭრილი იყო და ბარტყებისგან გაგიტყუა. იცი, ვის შეუძლია ჩვენი დაცვა ისე, როგორც დედა ჩიტი იცავს თავის ბარტყებს? ~ ბიბლიაში იეჰოვა შედარებულია არწივს, რომელიც თავის მართვეებს იცავს (მეორე რჯული 32:11, 12).

როცა ბავშვები ბარტყებს უახლოვდებიან, დედა ჩიტი თავს აჩვენებს, თითქოს დაჭრილია და ფრთას მიათრევს

როგორ იცავს დედა ჩიტი თავის ბარტყებს?

იეჰოვასთვის ყველაზე ძვირფასი შვილი იესოა. ზეცაში ყოფნისას იესო მამამისივით ძლიერი სულიერი არსება იყო. მას თავად შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა. მაგრამ დედამიწაზე როცა დაიბადა, ის უმწეო ბავშვი იყო. მას დაცვა სჭირდებოდა.

ღვთის ნება რომ შესრულებულიყო, იესო დედამიწაზე უნდა გაზრდილიყო და სრულყოფილ, ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. სატანა კი იესოს მოკვლას ცდილობდა. ძალიან ამაღელვებელია იმის გაგება, თუ როგორ ცდილობდა სატანა იესოს მოკვლას და როგორ იცავდა მას იეჰოვა. გინდა გაიგო, როგორ მოხდა ეს? ~

იესოს დაბადებიდან მალევე, სატანის ძალით, აღმოსავლეთში ცაზე მოციმციმე ვარსკვლავი გამოჩნდა. ასტროლოგები ანუ ვარსკვლავებზე დამკვირვებლები გაჰყვნენ ამ ვარსკვლავს, რომელმაც ასობით კილომეტრი გაატარა მათ და იერუსალიმში ჩაიყვანა; იქ გამოიკითხეს, სად უნდა დაბადებულიყო იუდეველთა მეფე. როცა ამის შესახებ ბიბლიის მცოდნეებს ჰკითხეს, მათ მიუგეს: „იუდეის ბეთლემში“ (მათე 2:1—6).

ასტროლოგებმა იესოს საჩუქრები მიართვეს

იმის შემდეგ, რაც ასტროლოგებმა იესო მოინახულეს, რა გაფრთხილება მისცა მათ ღმერთმა იესოს გადასარჩენად?

როცა იერუსალიმის ბოროტმა მეფემ, ჰეროდემ, გაიგო, რომ იქვე ახლოს, ბეთლემში, ახალი მეფე დაიბადა, ასტროლოგებს უთხრა: ‘მოძებნეთ და იპოვეთ ბავშვი, შემდეგ კი მოდით და შემატყობინეთ’. იცი, რატომ უნდოდა ჰეროდეს იესოს პოვნა? ~ იმიტომ, რომ ჰეროდე შურიანი იყო და ბავშვის მოკვლა უნდოდა!

როგორ დაიცვა ღმერთმა თავისი ძე? ~ ასტროლოგებმა მალევე იპოვეს იესო და საჩუქრებიც აჩუქეს. მოგვიანებით კი ღმერთი სიზმარში გამოეცხადა ასტროლოგებს და გააფრთხილა, ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ. ასე რომ, ისინი სხვა გზით წავიდნენ სახლში და იერუსალიმში აღარ დაბრუნდნენ. როცა ჰეროდემ გაიგო, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, ძალიან გაბრაზდა. მან ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოაკვლევინა ბეთლემში იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მათგანი იესო იქნებოდა! მაგრამ იესო უკვე აღარ იყო ბეთლემში.

იცი, როგორ გადარჩა იესო? ~ ასტროლოგების წასვლის შემდეგ, იეჰოვა გამოეცხადა მარიამის ქმარს, იოსებს, და გააფრთხილა, ეგვიპტეში გაიქეცითო. იქ იესოს საფრთხე აღარ დაემუქრებოდა ბოროტი მეფისგან. რამდენიმე წლის შემდეგ კი მარიამი და იოსები ეგვიპტიდან იესოსთან ერთად დაბრუნდნენ. ღმერთმა სიზმარში უთხრა იოსებს, რომ ბავშვი ნაზარეთში წაეყვანა, სადაც მისი სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა (მათე 2:7—23).

იოსებს იესო და მარიამი ეგვიპტეში მიჰყავს, რათა საფრთხისგან დაიცვას პატარა იესო

როგორ დაიცვა კვლავ ღმერთმა პატარა იესო?

ხედავ, როგორ იცავდა ღმერთი თავის ძეს? ~ შენი აზრით, ვინ არის პატარა იესოს ან ბუჩქებში დამალული პაწაწინა ბარტყების მსგავს მდგომარეობაში? განა შენ არა? ~ ზოგს უნდა რომ შენც მოგაყენოს ზიანი. იცი, ვის? ~

ბიბლია ამბობს, რომ სატანას მბრდღვინავი ლომივით უნდა ჩვენი გადაყლაპვა. როგორც ლომები იღებენ ხშირად პატარა ცხოველებს მიზანში, სატანა და მისი დემონებიც ხშირად პატარა ბავშვებს ირჩევენ (1 პეტრე 5:8). მაგრამ იეჰოვა სატანაზე ძლიერია. მას შეუძლია დაიცვას თავისი შვილები და აღმოფხვრას სატანის მიერ გამოწვეული ყველანაირი უბედურება.

გახსოვს ამ წიგნის მეათე თავიდან, რა უნდათ სატანასა და მის დემონებს, რომ გაგვაკეთებინონ? ~ დიახ, მათ უნდათ სექსუალური უზნეობა ჩაგვადენინონ, რაზეც ღმერთი ამბობს, რომ ცუდია. მხოლოდ ვისთვის არის დაშვებული სქესობრივი კავშირი? ~ მხოლოდ დაქორწინებულებისთვის.

სამწუხაროდ, ზოგიერთ უფროს ადამიანს მოსწონს ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ასეთი ადამიანებისგან გოგონებმა და ბიჭებმა შეიძლება ცუდი საქმეების კეთება ისწავლონ. ასეთი ბავშვები თავიანთ სასქესო ორგანოებს არასწორად იყენებენ. მსგავსი რამ მოხდა დიდი ხნის წინათ ქალაქ სოდომში. ბიბლია ამბობს, რომ იქ მცხოვრები ხალხი, „ჭაბუკი თუ მოხუცი“, ცდილობდა სქესობრივი კავშირი დაემყარებინა იმ მამაკაცებთან, რომლებიც ლოტს სტუმრად ეწვივნენ (დაბადება 19:4, 5).

იესოს მსგავსად, შენც გესაჭიროება დაცვა იმ უფროსებისგან და ბავშვებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა, შენთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადონ. ასეთი ადამიანები თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს შენი მეგობრები არიან. ისინი შეიძლება რაღაცის ჩუქებასაც კი დაგპირდნენ, თუ არავის ეტყვი, რის გაკეთებასაც გიპირებენ. ასეთი ადამიანები სატანისა და მისი დემონების მსგავსად ეგოისტები არიან და მხოლოდ თავიანთ სიამოვნებაზე ფიქრობენ. ისინი ცდილობენ, ასეთი სიამოვნება ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებით მიიღონ. იცოდე, ეს ძალიან ცუდია!

იცი, რა შეიძლება გააკეთონ მათ თავიანთი სიამოვნებისთვის? ~ შეიძლება შენ სასქესო ორგანოს შეეხონ, ან შეიძლება თავიანთი შენსას შეახონ. მაგრამ არავის დართო ნება, შენს სასქესო ორგანოს შეეხოს, არც საკუთარ ძმას, დას ან მშობლებს.

გოგონა ხელს მაღლა წევს და ცდილობს შეაჩეროს კაცი, რომელიც ცუდი განზრახვით ეხება

როგორ უნდა მოიქცე, თუ ვინმე ეცდება, არასწორი განზრახვით შეგეხოს?

როგორ შეგიძლია საკუთარი სხეულის დაცვა ასეთი ადამიანებისგან? ~ უპირველესად იმით, რომ არავის მისცე უფლება, შენი სასქესო ორგანოებით ითამაშოს. თუ ვინმე ეცდება ამის გაკეთებას, მტკიცედ და ხმამაღლა უთხარი: „გაჩერდი! იცოდე ყველას ვეტყვი, რასაც აკეთებ!“ თუ ის გეტყვის, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია, არ დაიჯერო. ეს სიცრუეა! ვინც არ უნდა იყოს ის ადამიანი, წადი და მშობლებს ყველაფერი უთხარი მასზე! ასე მაშინაც მოიქეცი, თუ გეტყვის, რომ ეს ამბავი თქვენ შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. მაშინაც კი, თუ ლამაზ საჩუქრებს შეგპირდება ან დაგემუქრება, გაიქეცი და მასზე სხვებს მოუყევი.

ასეთი ადამიანების ნუ შეგეშინდება, მაგრამ ფრთხილად იყავი. როცა მშობლები გაფრთხილებენ, რომ ესა თუ ის ადამიანი საშიშია ან სადმე წასვლას გიკრძალავენ, დაუჯერე მათ. თუ ასე მოიქცევი, თავიდან აიცილებ საფრთხეს, რომ ცუდმა ადამიანებმა ზიანი მოგაყენონ.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვა თავი არასწორი სქესობრივი კავშირისგან, წაიკითხე დაბადების 39:7—12; იგავების 4:14—16; 14:15, 16; 1 კორინთელების 6:18 და 2 პეტრეს 2:14.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება