საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fg გაკ. 6 კითხ. 1-5
  • რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?
  • სასიხარულო ცნობა ღვთისგან
  • მსგავსი მასალა
  • არსებობს რაიმე იმედი მიცვალებულთათვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • რა ხდება სიკვდილის დროს?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
სასიხარულო ცნობა ღვთისგან
fg გაკ. 6 კითხ. 1-5

გაკვეთილი 6

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

1. სასიხარულო ცნობა გარდაცვლილთათვის — რა იგულისხმება ამაში?

აღდგენილ ლაზარეს მისი დები მართა და მარიამი ეხვევიან

იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში მისულ იესოს თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის მკვდარი დახვდა. იესო სამარხთან მიცვალებულის დებთან, მართასთან და მარიამთან ერთად მივიდა. მალე ხალხიც შეიკრიბა. წარმოიდგინეთ მართასა და მარიამის სიხარული, როცა იესომ ლაზარე გააცოცხლა. წაიკითხეთ იოანეს 11:21—24, 38—44.

მართამ მანამდე უკვე იცოდა სასიხარულო ცნობა გარდაცვლილებზე. მან იცოდა, რომ იეჰოვა მკვდრებს დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგენდა. წაიკითხეთ 1 მეფეების 17:17—24.

2. რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?

ადამის შექმნა, მოგვიანებით მისი სიკვდილი

ღმერთმა უთხრა ადამს: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19)

ადამიანი მიწის მტვრისგან არის შექმნილი (დაბადება 2:7; 3:19). ჩვენ ხორცშესხმული სულები არა ვართ. ჩვენ ფიზიკური ქმნილებები ვართ და სიკვდილის შემდეგ ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ განაგრძობს სიცოცხლეს. როცა ადამიანი კვდება, კვდება მისი ტვინიც და ქრება მისი ფიქრები. ამიტომაც, ლაზარეს არ უთქვამს, რომ სიკვდილის შემდეგ მის თავს რაიმე ხდებოდა. ის უგრძნობ მდგომარეობაში იყო. წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5, 6, 10.

ტანჯავს ღმერთი ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება შეურაცხყოფს ღმერთს, რადგან ადამიანის ცეცხლში წამების იდეაც კი საძულველია მისთვის. წაიკითხეთ იერემიას 7:31.

უყურეთ ვიდეორგოლს „რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?“

3. შეუძლიათ მკვდრებს ლაპარაკი?

მკვდრებს არც მოსმენა შეუძლიათ და არც ლაპარაკი (ფსალმუნი 115:17). მაგრამ არსებობენ ბოროტი ანგელოზები, რომელთაც აქვთ იმის უნარი, რომ ცოცხლებს გარდაცვლილი ადამიანის ხმით დაელაპარაკონ (2 პეტრე 2:4). იეჰოვა მკვდრებთან დალაპარაკების მცდელობასაც კი კრძალავს. წაიკითხეთ კანონის 18:10, 11.

4. ვინ აღდგება?

დედამიწაზე სამოთხეში აღდგენილი მამაკაცი ღმერთის შესახებ სწავლობს. შემდგომში ის სხვა აღდგენილებს ეხმარება ამ ცოდნის მიღებაში.

მილიონობით გარდაცვლილი აღდგება დედამიწაზე საცხოვრებლად. მათ შორის იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ღვთის მოთხოვნების შესახებ და არასწორად იქცეოდნენ. წაიკითხეთ საქმეების 24:15.

აღდგენილებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიგონ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება, გამოავლინონ რწმენა იესოსადმი და დაემორჩილონ მას (გამოცხადება 20:11—13). ისინი, ვინც მიჰყვებიან ღვთის მითითებებს, უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ დედამიწაზე. წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29.

5. რაზე მეტყველებს მკვდრეთით აღდგომა?

ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, და ამით იეჰოვამ მკვდრეთით აღდგომის იმედი მოგვცა. აღდგომის იმედი იეჰოვას დიდ სიყვარულსა და წყალობაზე მეტყველებს. მკვდრეთით აღდგენილთაგან ყველაზე მეტად ვის ნახვას ისურვებდით? წაიკითხეთ იოანეს 3:16; რომაელების 6:23.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 6, 7 და 10.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება