საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 2 ნაწ. 1-2
  • უერთგულეთ ერთმანეთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უერთგულეთ ერთმანეთს
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. ოჯახი პირველ ადგილზე დააყენეთ
  • 2. გაუფრთხილდით გულს
  • ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • იყავით მეუღლის ერთგული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 2 ნაწ. 1-2
წვიმიან ამინდში ქმარი ცოლს ქოლგით მიაცილებს მანქანამდე.

ნაწილი 2

უერთგულეთ ერთმანეთს

„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მარკოზი 10:9).

იეჰოვა ღმერთი ჩვენგან მეუღლის ერთგულებას მოელის (მალაქია 2:16). ქორწინებაში ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთგულების გარეშე ნდობა არ არსებობს. თავის მხრივ, ნდობის გარეშე სიყვარული ვერ გაღრმავდება.

დღესდღეობით ცოლქმრულ ერთგულებას ბევრი რამ უქმნის საფრთხეს. თქვენს ქორწინებას ბზარი რომ არ გაუჩნდეს, ორი რამის გათვალისწინება გმართებთ.

1. ოჯახი პირველ ადგილზე დააყენეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: განსაზღვრეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ოჯახს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს.

იეჰოვა ღმერთს სურს, რომ თქვენს მეორე ნახევართან ერთად გაიხაროთ ცხოვრებით (ეკლესიასტე 9:9). ღვთის სიტყვიდან ნათლად ჩანს, რომ მეუღლეს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ და ყველაფერი გააკეთოთ მისი ბედნიერებისთვის (1 კორინთელები 10:24). აგრძნობინეთ მას, რომ გჭირდებათ და აფასებთ.

ქმარს ცოლისთვის ცხელი სასმელი მიაქვს; ცოლი სახლში დაბრუნებულ ქმარს ცხელ კერძს ახვედრებს.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ერთად გაატარეთ დრო; შეეცადეთ, რომ ურთიერთობისთვის გამოყოფილ დროს ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოთ.

  • სიტყვა „მე“ ჩაანაცვლეთ სიტყვით „ჩვენ“.

ცოლ-ქმარი პიკნიკზე დროს სასიამოვნოდ ატარებს.

2. გაუფრთხილდით გულს

ბიბლიის თვალსაზრისი: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში“ (მათე 5:28). თუ ერთ-ერთი მეუღლე გონებას უზნეო ფიქრებით კვებავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ღალატის ტოლფასია.

იეჰოვა მოგვიწოდებს: „გულს გაუფრთხილდი“ (იგავები 4:23; იერემია 17:9). ეს რჩევა რომ გავითვალისწინოთ, უნდა ვაკონტროლოთ, რას ვუყურებთ (მათე 5:29, 30). ჩვენ უნდა მივბაძოთ ღვთის ერთგულ მსახურ იობს, რომელმაც პირობა დადო, რომ ქალს გულისთქმით არ შეხედავდა (იობი 31:1). თავი შორს დაიჭირეთ პორნოგრაფიისგან. ნუ განივითარებთ რომანტიკულ გრძნობებს სხვის მიმართ.

ქმარს მეუღლის სურათი სამუშაო მაგიდაზე უდევს.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თქვენი საქციელიდან უნდა ჩანდეს, რომ მეუღლის ერთგული ხართ და სხვისკენ არ გაგირბით თვალი.

  • გაითვალისწინეთ მეუღლის გრძნობები და დაუყოვნებლივ დაუსვით წერტილი ნებისმიერ ურთიერთობას, რამაც შესაძლოა თქვენს მეორე ნახევარს თავი ცუდად აგრძნობინოს.

თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და აღიარეთ თქვენი სისუსტეები (ფსალმუნი 15:2). ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა (იგავები 1:5). თუ გონებაში უზნეო ფიქრები გიტრიალებთ, არ დანებდეთ და არ შეწყვიტოთ მათთან ბრძოლა (იგავები 24:16). იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს თქვენს მცდელობას, რომ მეუღლის ერთგული იყოთ.

დაფიქრდით:

  • რისი გაკეთება შემიძლია, რომ უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემს მეუღლეს?

  • არის მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება