საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 5 ნაწ. 1-2
  • როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. სწორი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ
  • 2. საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინეთ სიმტკიცე
  • უერთგულეთ ერთმანეთს
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • როგორ მოვაგვაროთ პრობლემები
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 5 ნაწ. 1-2
დედამთილი რძალს კერძის მომზადების მეთოდს უწუნებს.

ნაწილი 5

როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან

„შეიმოსეთ . . . სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

ქორწინებით საფუძველი ეყრება ახალ ოჯახს. მართალია, მშობლები ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არიან, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ყველაზე მთავარი ჩვენთვის მეუღლე უნდა გახდეს. ამ აზრთან შეგუება შეიძლება თქვენს ზოგიერთ ნათესავს გაუჭირდეს. მაგრამ ბიბლიური პრინციპების დახმარებით შეძლებთ, ნათესავებთანაც შეინარჩუნოთ მშვიდობიანი ურთიერთობა და ახლად შექმნილ ოჯახსაც განამტკიცებთ.

1. სწორი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ

ცოლ-ქმარი მშობლებთან ერთად ატარებს დროს.

ბიბლიის თვალსაზრისი: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2). რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის პატივი უნდა სცეთ თქვენს მშობლებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მეუღლესაც აკისრია თავის მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. როგორც ბიბლია ამბობს, „სიყვარული არ ეჭვიანობს“. ამიტომ ნუ გაღიზიანდებით, თუ თქვენი მეუღლე დროს უთმობს თავის მშობლებს (1 კორინთელები 13:4, სქოლიო; გალატელები 5:26).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „შენი ოჯახი ყოველთვის მაკრიტიკებს“ ან „დედაშენის მოსაწონი ხომ ვერაფერი გავაკეთე“.

  • ეცადეთ, საკითხებს თქვენი მეუღლის თვალით შეხედოთ.

2. საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინეთ სიმტკიცე

ბიბლიის თვალსაზრისი: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). თქვენი დაოჯახების შემდეგაც მშობლებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ თქვენზე ზრუნვა ჯერ კიდევ მათი პასუხისმგებლობაა და ზედმეტად ჩაერიონ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

თქვენი და თქვენი მეუღლის გადასაწყვეტია, რამდენად ჩარევთ მშობლებს თქვენს ოჯახში და ამის შესახებ პირდაპირ, მაგრამ თბილად და ტაქტიანად დაელაპარკეთ (იგავები 15:1). თავმდაბლობის, რბილი ხასიათისა და სულგრძელობის წყალობით ნათესავებთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ და ყოველთვის სიყვარულით მოუთმენთ ერთმანეთს (ეფესოელები 4:2).

ცოლ-ქმარი მსჯელობს; ისინი თავიანთ მშობლებს საჩუქარს უკეთებენ.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თუ ფიქრობთ, რომ ნათესავები თქვენს ცხოვრებაში ზედმეტად ერევიან, ამის შესახებ მეუღლეს მშვიდ გარემოში ესაუბრეთ.

  • შეთანხმდით, როგორ მოაგვარებთ საქმეს.

ეცადეთ, გაუგოთ

მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, თუ რას გრძნობენ და რას ფიქრობენ თქვენი მშობლები. მათ თქვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ და გულწრფელად აღელვებთ თქვენი მდგომარეობა. მშობლებისთვის შეიძლება რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენ უკვე ცალკე ოჯახი გაქვთ. ისინი შესაძლოა თავს მიტოვებულად გრძნობენ. თუ ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებთ და გულღიად ისაუბრებთ, მშობლებსაც სცემთ პატივს და მეუღლესაც არ ატკენთ გულს.

დაფიქრდით:

  • რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მეუღლის მშობლები ჩვენი ოჯახის საქმეებში ჩარევას შეეცდებიან?

  • რით შემიძლია ვაჩვენო, რომ ჩემს ცხოვრებაში მეუღლე უმთავრეს ადგილს იკავებს და, იმავდროულად, მშობლების მიმართაც გამოვავლინო პატივისცემა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება