საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 3 ნაწ. 1-3
  • როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ მოვაგვაროთ პრობლემები
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. იმსჯელეთ
  • 2. მოუსმინეთ და გაუგეთ
  • 3. სიტყვა საქმედ აქციეთ
  • როგორ გადავჭრათ პრობლემები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • უერთგულეთ ერთმანეთს
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია
    თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 3 ნაწ. 1-3
ქმარი უსმენს ცოლს, რომელიც თავის გრძნობებს უზიარებს.

ნაწილი 3

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

„მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).

როდესაც ოჯახს ქმნით, უნდა მოელოდეთ, რომ ადრე თუ გვიან პრობლემებს შეხვდებით. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ განსხვავებული აზრი და ხედვა გაქვთ ამა თუ იმ საკითხზე და განსხვავებულად რეაგირებთ. პრობლემები შეიძლება გარეშე ფაქტორებისა თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც შეგექმნათ.

შესაძლოა ასეთ დროს რეალობისგან გაქცევა ამჯობინოთ, მაგრამ ბიბლია გვირჩევს, რომ სირთულეებს თვალი უნდა გავუსწოროთ (მათე 5:23, 24). თუ ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებთ, საუკეთესო გამოსავალს მოძებნით.

1. იმსჯელეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). გამოყავით დრო პრობლემებზე სასაუბროდ. იყავით გულწრფელი მეუღლესთან და არ დაუმალოთ, რას გრძნობთ და რას ფიქრობთ არსებულ პრობლემაზე. ყოველთვის სიმართლე უთხარით თქვენს მეორე ნახევარს (ეფესოელები 4:25). ემოციები რომც მოგეძალოთ, ეცადეთ, რომ თქვენი საუბარი ჩხუბში არ გადაიზარდოს. თუ მშვიდად ილაპარაკებთ, სიტუაციის არ გაამწვავებთ (იგავები 15:4; 26:20).

მაშინაც კი, თუ განსხვავებული აზრი გაქვთ, თავაზიანად ესაუბრეთ ერთმანეთს და არასოდეს დაგავიწყდეთ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა (კოლოსელები 4:6). ყველანაირად ეცადეთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ პრობლემა. ნუ გაებუტებით ერთმანეთს (ეფესოელები 4:26).

ცოლ-ქმარი ერთად განიხილავს პრობლემას.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • სათანადო დრო შეარჩიეთ პრობლემაზე სასაუბროდ.

  • მოუსმინეთ მეუღლეს და საუბარი არ შეაწყვეტინოთ. თქვენც მოგეცემათ ლაპარაკის შესაძლებლობა.

2. მოუსმინეთ და გაუგეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). ძალიან მნიშვნელოვანია გულისყურით მოუსმინოთ მეუღლეს. ეცადეთ, გაუგოთ მას და თავმდაბლობა და გულისხმიერება გამოავლინოთ, როცა ის თავის შეხედულებას გიზიარებთ (1 პეტრე 3:8; იაკობი 1:19). ისე ნუ მოაჩვენებთ თავს მეუღლეს, თითქოს უსმენთ. თუ შესაძლებელია, საქმე დროებით გვერდზე გადადეთ და მთელი ყურადღება მას დაუთმეთ ან უთხარით, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებთ. თუ მეუღლეში თქვენივე გუნდის წევრს ხედავთ და არა მეტოქეს, ადვილად არ გაუნაწყენდებით (ეკლესიასტე 7:9).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • მაშინაც მოუსმინეთ მეუღლეს, თუ მისი ნათქვამი არ გსიამოვნებთ.

  • სიტყვებს კი ნუ გამოეკიდებით, ნათქვამის არსს ჩასწვდით. ყურადღება მიაქციეთ მეუღლის ხმის ტონსა და ჟესტიკულაციას.

3. სიტყვა საქმედ აქციეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა, ლაყბობას კი სიდუხჭირე მოაქვს“ (იგავები 14:23). რაიმეზე შეთანხმება პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, მთავარია, მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოთ. საბოლოო ჯამში, ამ მიზნის მისაღწევად გაწეული შრომა და ძალისხმევა დაგიფასდებათ (იგავები 10:4). თუ ერთი გუნდი იქნებით და შეთანხმებულად იმოქმედებთ, „კარგ საზღაურს“ მიიღებთ (ეკლესიასტე 4:9).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • დაფიქრდით, რა ნაბიჯების გადადგმა გმართებთ თითოეულ თქვენგანს პრობლემის მოსაგვარებლად.

  • დროდადრო შეაფასეთ, რა მხრივ გაუმჯობესდით.

ერთად გაუმკლავდით პრობლემებს

თქვენს ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი ოჯახი — ერთ მუშტად შეკრული და ბედნიერი თუ დაქსაქსული და უბედური (იგავები 24:3). წინ გაიხედეთ და ნუღარ დაიწყებთ წარსულის ქექვას (იგავები 17:9). თუ ითანამშრომლებთ და ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებთ, ერთად ნებისმიერ პრობლემას დაძლევთ.

დაფიქრდით:

  • პირველ რიგში, რომელ პრობლემაზე უნდა დაველაპარაკო მეუღლეს?

  • რა დამეხმარება, მეუღლის თვალით შევხედო პრობლემას?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება