საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 7 გვ. 24-გვ. 25 აბზ. 1
  • ბაბილონის კოშკი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბაბილონის კოშკი
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ბაბილონის გოდოლი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბაბილონის კოშკი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ბაბილონის კოშკიდან წარმოიშვა ჩვენი ენები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • ბაბელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 7 გვ. 24-გვ. 25 აბზ. 1
მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მათ ენები აურია, ხალხმა ვეღარ შეძლო ბაბილონის კოშკის აშენება.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 7

ბაბილონის კოშკი

წარღვნის შემდეგ ნოეს ვაჟებსა და მათ ცოლებს ბევრი შვილი შეეძინათ. მათი შთამომავლობა გამრავლდა. ხალხმა დედამიწის სხვადასხვა მხარეში დაიწყო ცხოვრება, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მათთვის.

მაგრამ ყველა ადამიანი არ ემორჩილებოდა იეჰოვას. ერთხელაც მათ თქვეს: მოდი ავიშენოთ ქალაქი და არ გავიფანტოთ. ავაგოთ კოშკი, რომლის წვერიც ცას მისწვდება და სახელი გავითქვათ.

იეჰოვას არ მოეწონა, რასაც ეს ხალხი აკეთებდა. ამიტომ გადაწყვიტა, შეეჩერებინა ისინი. იცი, რა გააკეთა ღმერთმა? მან ხალხი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა. მათ აღარ ესმოდათ ერთმანეთის ლაპარაკი, ამიტომ შეწყვიტეს მშენებლობა. ქალაქს, რომელსაც ისინი აშენებდნენ, ბაბელი ეწოდა, რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს. ამის შემდეგ ხალხი დედამიწის სხვადასხვა მხარეში გაიფანტა. სამწუხაროდ, ისინი არ გამოსწორდნენ და სადაც დასახლდნენ, იქაც განაგრძეს ცუდი საქმეების კეთება. დარჩა ვინმე იეჰოვას ერთგული დედამიწაზე? ამას შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.

„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 18:14).

კითხვები: რა გადაწყვიტა ბაბელში მცხოვრებმა ხალხმა? როგორ შეაჩერა იეჰოვამ ისინი?

დაბადება 11:1–9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება