ნაწილი 6 – მსაჯულები
აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელში კარავი გახდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი. მღვდლები ასწავლიდნენ ხალხს ღვთის კანონს, მსაჯულები კი ერს ხელმძღვანელობდნენ. ამ ნაწილში განხილულია, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ერთი ადამიანის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სხვებზე. თითოეულ ისრაელს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრა იეჰოვასა და მოყვასის წინაშე. დააკვირდით, რა გავლენა მოახდინა დებორას, ნაომის, იესო ნავეს ძის, ხანას, იფთახის ქალიშვილისა და სამუელის საქციელმა სხვებზე. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ზოგიერთი არაებრაელიც კი, ისეთები, როგორებიც იყვნენ რახაბი, რუთი, იაელი და გაბაონელები, ისრაელებს შეუერთდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ იეჰოვა იყო თავის ხალხთან.