ᲐᲑᲠᲝᲜᲐ
ერთ-ერთი ადგილი უდაბნოში, სადაც ისრაელი იყო დაბანაკებული ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. ის მოიხსენიება იოტბათასა და ეციონ-გებერს შორის და გაიგივებულია ოაზის აინ-დეფიესთან (ენ-ავრონა), რომელიც ეციონ-გებერიდან ჩრდ. ჩრდ.-აღმ-ით 14,5 კმ-ში მდებარეობს (რც. 33:34, 35).