ᲘᲝᲢᲑᲐᲗᲐ
(ნაწარმოებია ფუძიდან, რომლის მნიშვნელობაცაა „კარგად გამოსვლა; გამოსადეგობა; სიკეთის კეთება“). წყალუხვი ადგილი უდაბნოში, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები (რც. 33:33, 34; კნ. 10:7). მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. თუმცა ზოგიერთები მას აიგივებენ აინ-ტაბასთან (ენ-იოტვათა), რომელიც ეციონ-გებერიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 40 კმ-ში არსებულ ჭაობიან დაბლობში მდებარეობს.