აზური
[დახმარების შემთავაზებელი].
1. გაბაონელი ცრუწინასწარმეტყველის, ხანანიას მამა (იერ. 28:1).
2. იააზანიას მამა; იააზანია ერთ-ერთი იყო ეზეკიელის ხილვაში ნანახ იმ 25 კაცს, „ხალხის მთავრებს“ შორის, რომლებიც სიავეს იზრახავდნენ და ცუდ რჩევას იძლეოდნენ იერუსალიმის საუბედუროდ (ეზკ. 11:1, 2).
3. „ხალხის თავკაცებიდან“ ერთ-ერთი, რომლის შთამომავალმაც, თუ თვითონ არა, ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას მიერ ხალხთან დადებული „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 10:1, 14, 17; 9:38).