საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „იააზანია“
  • იააზანია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იააზანია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იეზანია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აზური
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რექაბელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გედალია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „იააზანია“

იააზანია

[იეჰოვამ ყური დაუგდო]

იუდას სამეფოს აღსასრულის დადგომამდე ეს სახელი, როგორც ჩანს, ძალიან გავრცელებული იყო. ბიბლიაში ამ სახელით მოხსენიებული ოთხივე მამაკაცი დროის ერთი და იმავე მოკლე პერიოდში ცხოვრობდა. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე ლაქიშურ წერილებსა და თელ-ენ-ნასბეში ნაპოვნ ბეჭედზე, რომელზეც წერია: „იაʼაზანიაჰუ, მეფის მსახური [მოხელე]“ (The Biblical Archaeologist, 1947, გვ. 71). თუმცა არ არსებობს იმის პირდაპირი მტკიცება, რომ ეს წარწერა ქვემოთ მოხსენიებულთაგან რომელიმეს ეხება.

1. ერთ-ერთი რექაბელ მთავართაგან, რომლებიც იეჰოვას ბრძანებით წინასწარმეტყველმა იერემიამ გამოსცადა — მიიყვანა ტაძრის ერთ სასადილო ოთახში და ღვინის დალევა შესთავაზა. მათ უარი თქვეს, რადგან ემორჩილებოდნენ ორ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე მცხოვრები წინაპრის, რექაბის ძე იონადაბის (იეჰონადაბი) მითითებას. ამიტომ იეჰოვამ თქვა: „არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე მდგომი კაცი“. იააზანია სხვა იერემიას ძე იყო (იერ. 35:1—10, 19).

2. შაფანის ვაჟი; სახელით მოხსენიებული ერთადერთი კაცი ეზეკიელის ხილვაში (ძვ. წ. 612) ნანახი 70 კაციდან, რომლებიც იერუსალიმის ტაძარში კედელზე ამოკვეთილი კერპების გამოსახულებებს საკმეველს უკმევდნენ (ეზკ. 8:1, 10, 11).

3. აზურის ვაჟი; ერთ-ერთი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი 25 კაციდან, რომლებიც იეჰოვას ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭესთან იდგნენ. იააზანია და მასთან მყოფები სიავეს იზრახავდნენ და ცუდ რჩევას იძლეოდნენ „ამ ქალაქის საუბედუროდ“, ამიტომ ეზეკიელს ეთქვა, რომ ეწინასწარმეტყველა მათ წინააღმდეგ (ეზკ. 11:1—4).

4. ერთ-ერთი მათგანი, ვინც მოკლე პერიოდით იყვნენ ჯარის მეთაურები იუდაში ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ. იააზანია (იეზანია, როგორც ზოგჯერ იწერება მისი სახელი) მათ შორის იყო, ვინც მზადყოფნით დაუჭირა მხარი გედალიას ზედამხედველად დანიშვნას (2მფ. 25:23; იერ. 40:7, 8). სავარაუდოდ, ის იყო ჯარის ერთ-ერთი მეთაურთაგანი, რომელთაც ისმაელის თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს გედალია, გედალიას მკვლელობის შემდეგ დაედევნენ მკვლელს და დაიხსნეს ტყვედ წაყვანილები (იერ. 40:13, 14; 41:11—16). იეზანია იმ წინამძღოლებს შორის იყო, რომლებიც ეკითხებოდნენ იერემიას, როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მისი რჩევის მიყოლის ნაცვლად, იუდადან დარჩენილებს ეგვიპტეში წაუძღვნენ (2მფ. 25:26; იერ. 42:1—3, 8; 43:1—5). „აზარია ჰოშაიას ძე“ შესაძლოა მისი ძმა იყო, თუმცა მეტად სავარაუდოა, რომ თავად იააზანია იყო (იერ. 43:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება