საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხანანია“
  • ხანანია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხანანია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შელემია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მაასეია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხანანი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აზური
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხანანია“

ხანანია

[ნიშნავს იეჰოვა წყალობას ავლენს, იეჰოვა მწყალობელია].

1. შაშაკის ვაჟი და ბენიამინელთა ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 8:1, 24, 25, 28).

2. ჰემანის 14 ვაჟიდან ერთ-ერთი; დავითის მიერ საწმინდარში მსახურებისთვის დაყენებულ ლევიან მუსიკოსთა 24 ჯგუფიდან მე-16 ჯგუფის ზედამხედველი (1მტ. 25:1, 4, 5, 8, 9, 23).

3. ერთ-ერთი დიდი მოხელე; მეფე უზიას ჯარის მთავარი (2მტ. 26:11).

4. ციდკიას მამა; ციდკია მთავარი იყო იუდას მეფე იეჰოიაკიმის მეფობის დროს (იერ. 36:12).

5. აზურის ვაჟი; ცრუწინასწარმეტყველი ბენიამინელთა ქალაქ გაბაონიდან, რომელიც იეჰოვას წინასწარმეტყველ იერემიას დაუპირისპირდა. იუდას მეფე ციდკიას მეფობის დროს იერემია ხალხს მოუწოდებდა, ბაბილონის მეფის უღელი დაედგათ, რათა ცოცხლები დარჩენილიყვნენ (იერ. 27:12—14), ხანანია კი წინასწარმეტყველებდა, რომ ორ წელიწადში ბაბილონი ძალას დაკარგავდა, იუდეველები ტყვეობიდან გათავისუფლდებოდნენ და ბაბილონელთა მიერ ტაძრიდან წაღებულ ნივთებს დააბრუნებდნენ. თავისი სიტყვების დასამოწმებლად ხანანიამ იერემიას კისრიდან ჩამოხსნა ხის უღელი და დაამტვრია. მაშინ იეჰოვამ იერემიას პირით შეუთვალა ხანანიას, რომ ხის უღელს რკინის უღლით შეცვლიდა და ხანანია იმავე წელს მოკვდებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ცრუწინასწარმეტყველი ხანანია იმავე წელს მოკვდა (იერ. 28).

6. სავარაუდოდ, ბენიამინის კარიბჭესთან ზედამხედველად მომსახურე ირიას პაპა; ირიამ შეიპყრო წინასწარმეტყველი იერემია და ქალდეველების მხარეს გადასვლის მცდელობაში ცრუდ დასდო ბრალი (იერ. 37:1—15).

7. დანიელის ერთ-ერთი მეგობრის, შადრაქის ებრაული სახელი; ძვ. წ. 617 წელს ის თავის სამ მეგობართან ერთად ბაბილონში გადაასახლეს (დნ. 1:6, 7; იხ. შადრაქი).

8. ზერუბაბელის ვაჟი და ფელატიასა და იეშაიას მამა (1მტ. 3:19, 21).

9. ბებაის შთამომავალი, რომელმაც სხვების მსგავსად ყურად იღო ეზრას მოწოდება და გაუშვა უცხოელი ცოლი (ეზრ. 10:10, 11, 28, 44).

10. ლევიანი მღვდელი და იერემიას საგვარეულოს თავკაცი ნეემიას გამგებლობის დროს (ნემ. 12:12, 26).

11. მენელსაცხებელთა ამქრის წევრი, რომელიც ნეემიას დროს იერუსალიმის გალავნის აღდგენაში მონაწილეობდა (ნემ. 3:8).

12. შელემიას ვაჟი; ძვ. წ. 455 წელს ის იერუსალიმის გალავნის შეკეთებაში მონაწილეობდა (ნემ. 3:30).

13. მღვდელი და მესაყვირე, რომელიც იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს ნეემიას მიერ მოწყობილ საზეიმო სვლაში მონაწილეობდა (ნემ. 12:31, 40, 41).

14. ერთ-ერთი თავკაცი, რომლის შთამომავალმა (ან თავად მან) ნეემიას გამგებლობის დროს ბეჭდით დაადასტურა „მტკიცე შეთანხმება“ (ნემ. 9:38; 10:1, 14, 23).

15. ციხე-დარბაზის მთავარი, სანდო კაცი, რომელსაც ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა ღვთისა. ნეემიამ ის და ხანანი იერუსალიმში ზედამხედველებად დააყენა (ნემ. 7:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება