საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბენე-იააკანი“
  • ბენე-იააკანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბენე-იააკანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბეეროთ ბენე–იააკანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსერა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხორ-ჰაგიდგადი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბეეროთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბენე-იააკანი“

ᲑᲔᲜᲔ-ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ

(იააკანის ძეები). ერთ-ერთი ადგილი, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები უდაბნოში ხეტიალის დროს (რც. 33:31, 32). როგორც ჩანს, იააკანი იგივე აკანია, რომელიც მოხსენიებულია დაბადების 36:27-სა და 1 მატიანის 16:42-ში (სადაც მასორეტულ ტექსტში იკითხება „იააკანი“). წიგნ „რიცხვებში“ ნათქვამია, რომ ისრაელები „დაიძრნენ მოსეროთიდან და ბენე-იააკანში დაბანაკდნენ. დაიძრნენ ბენე-იააკანიდან და ხორ-ჰაგიდგადში დაბანაკდნენ“.

კანონის 10:6-ში ბეეროთ ბენე-იააკანი მოხსენიებულია „მოსერასთან“ ერთად („მოსერა“ სიტყვა „მოსეროთის“ ფორმაა მხოლოობით რიცხვში). ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ბეეროთ ბენე-იააკანი (რაც ნიშნავს „იააკანის ძეთა ჭებს“) იგივე ბენე-იააკანია. თუმცაღა წიგნ „კანონში“ მოხსენიებული ისრაელთა დაბანაკების ადგილები წიგნ „რიცხვებში“ საპირისპირო თანმიმდევრობითაა მოცემული. „კანონში“ წერია, რომ „დაიძრნენ ისრაელები ბეეროთ ბენე-იააკანიდან და მოსერისკენ გაემართნენ“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელებმა მრავალი წელი გაატარეს უდაბნოში, სავსებით შესაძლებელია, მათ ორჯერ გაევლოთ ამ ადგილას. ერთ წყაროში ამ მუხლთან დაკავშირებით ნათქვამია: „შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ ისრაელებს, რომლებიც სამხრეთის მიმართულებით ედომის მიწისკენ მიემართებოდნენ, გეზის მკვეთრი შეცვლა და ჩრდილოეთისკენ დაძვრა მოუწიათ“ (The Pentateuch and Haftorahs, Edited by J. Hertz, London, 1972). შეიძლება საჭიროებამ მოითხოვა, რომ მათ მოკლე მანძილზე უკან დაეხიათ და კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად უკვე საპირისპირო მიმართულებით, გაევლოთ ზოგ იმ ადგილას, სადაც უკვე ნამყოფები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კანონის წიგნი (10:6) აარონის სიკვდილს მოიხსენიებს მალევე მას შემდეგ, რაც საუბრობს ისრაელის დაბანაკებაზე მოსერაში, მაშინ როცა რიცხვებში (33:31—39) ნათქვამია, რომ აარონის სიკვდილამდე ისრაელები ჯერ ეციონ-გებერში მივიდნენ, შემდეგ კი ჩრდ.-დას-ისკენ აიღეს გეზი და მივიდნენ კადეშში. ეს და აგრეთვე ისიც, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში მოუწიათ უდაბნოში ხეტიალი, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ისრაელებმა ორჯერ გაიარეს ერთსა და იმავე ადგილებში.

ბენე–იააკანს (ბეეროთ ბენე–იააკანი), ჩვეულებრივ, აიგივებენ ხოლმე იმ ადგილთან, რომელიც კადეშ-ბარნეადან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს (იხ. ᲑᲔᲔᲠᲝᲗ ᲑᲔᲜᲔ–ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება