ᲛᲝᲡᲔᲠᲐ
მოსეროთი.
ადგილი, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები მაშინ, როდესაც აარონი მოკვდა (კნ. 10:6). როგორც ჩანს, ეს ადგილი ახლოს იყო ჰორის მთასთან (სადაც მოკვდა აარონი), თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის (რც. 33:38). მოსერას მრავლობითი ფორმა „მოსეროთი“, რომელსაც ვხვდებით რიცხვების 33:30, 31-ში, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელები აქ უკვე იყვნენ ადრე დაბანაკებულები.