ᲮᲝᲠ-ᲰᲐᲒᲘᲓᲒᲐᲓᲘ
ერთ-ერთი ადგილი, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულები უდაბნოში. როგორც სტატიაში „ბენე-იააკანი“ იყო განხილული, რიცხვების 33:31—33-ისა და კანონის 10:6, 7-ის შედარებიდან ჩანს, რომ ისრაელებმა ორჯერ გაიარეს ამ ადგილას, ხოლო ამ ტერიტორიის მეორედ მოხსენიებისას „ხორ-ჰაგიდგადი“ მოხსენიებულია როგორც „გუდგოდა“ (იხ. ᲒᲣᲓᲒᲝᲓᲐ). ამ ადგილის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. თუმცა, მრავალი მეცნიერის ვარაუდით, ხორ-ჰაგიდგადი (გუდგოდა) შეიძლება გაიგივებული იყოს ადგილთან უადი-ხადახიდში, რომელიც აკაბას ყურიდან ჩრდ.-ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს.