ბუკი
[ბუკიას შემოკლებული ფორმა].
1. დანისტომელი თავკაცი, რომელიც იეჰოვამ დანიშნა, რათა სხვებთან ერთად დაენაწილებინა აღთქმული მიწა ტომებისთვის. ის იყო იოგლის ვაჟი (რც. 34:16—18, 22).
2. აარონის შთამომავალი ელეაზარისა და ფინხასის ხაზით; ეზრას წინაპარი (1მტ. 6:4, 5, 50, 51; ეზრ. 7:1—6); მსაჯულების პერიოდში ის შესაძლოა მსახურობდა მღვდელმთავრად.