ქაბონი
იუდას ქალაქი შეფელაში (იეს. 15:40). სეპტუაგინტაში „ქაბონის“ ნაცვლად წერია „ქაბრა“, რის გამოც ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ქალაქი ლაქიშის აღმ. სამხრ.-აღმ.-ით (5 კმ) მდებარე ხირბეთ-ჰიბრაა. თუმცა ებრაული სახელიდან გამომდინარე ზოგი ასკვნის, რომ ქაბონი ბაით-ჯიბრინის (ბეთ-გუვრინი) სამხრ.-დას.-ით 5 კმ–ში მდებარე ალ-ქუბაიბა (ხორვათ-ქეფარ-ლაქიში) უნდა იყოს.