ენ-შემეში
[მზის წყარო]
ადგილი, რომელზეც ბენიამინისა და იუდას სამკვიდრო მიწებს შორის საზღვარი გადიოდა (იეს. 15:1, 7; 18:11, 17). მიიჩნევენ, რომ დღესდღეობით ესაა აინ-ელ-ჰოდი, ბოლო წყარო, რომელიც იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიმავალ გზაზე იორდანის ველამდე გვხვდება. იგი იერუსალიმის ტაძრის აღმ.-ით დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს.