ეფრათელი, ეფრემელი
1. ბეთლემის ანუ ეფრათას მკვიდრი (რთ. 1:2; 1სმ. 17:12).
2. ებრაულ ენაში იგივე სიტყვა გამოიყენება ეფრემის ტომელთან (მსჯ. 12:5; 1მფ. 11:26) ან ეფრემში მცხოვრებთან მიმართებით, როგორც ეს ლევიანი ელკანას გენეალოგიურ ნუსხაშია (1სმ. 1:1). ბოლო ორ მუხლში [3მფ. 11:26; 1მფ. 1:1] „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ეს ებრაული სიტყვა გადმოტანილია „ეფრათელად“.