ᲒᲣᲓᲒᲝᲓᲐ
ადგილი უდაბნოში, სადაც ისრაელები იყვნენ დაბანაკებულნი. შესაძლოა, ეს იგივე ხორ-ჰაგიდგადია (კნ. 10:6, 7; შდრ. რც. 33:33). ზოგიერთები თვლიან, რომ სახელწოდება „გუდგოდა“ შენარჩუნებულია სახელწოდება უადი-ხადახიდში და აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ ეს ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო უადი-ხადახიდში, რომელიც აკაბას ყურიდან ჩრდ.-ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს. მაგრამ ეს მოსაზრება კითხვებს ბადებს, რადგან ებრაული თანხმოვნები სიტყვა „გუდგოდაში“ არ შეესაბამება თანხმოვნებს სახელწოდება „ხადახიდში“. ისრაელების დაბანაკების ადგილების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია წიგნებში „რიცხვები“ და „კანონი“, იხილეთ სტატია „ᲑᲔᲜᲔ-ᲘᲐᲐᲙᲐᲜᲘ“.