ჰალოხეში
[მომნუსხველი, მოჩურჩულე]
1. შალუმის მამა. ჰალოხეშის ვაჟი შალუმი იყო „იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი“, რომელიც ძვ. წ. 455 წელს თავის ასულებთან ერთად იერუსალიმის კედლის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა (ნემ. 3:12).
2. ხალხის ერთ-ერთი თავკაცი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან), ბეჭედი დაასვა ნეემიას დროს დადებულ მონანიების შეთანხმებას; შესაძლოა იგივე №1 (ნემ. 9:38; 10:1, 14, 24).