საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შალუმი“
  • შალუმი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შალუმი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მეშულამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მაასეია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეკამია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხილკია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შალუმი“

შალუმი

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დაზავებას, ანაზღაურებას, მიზღვას].

1. ნაფთალის ვაჟთა ჩამონათვალში ბოლო (1მტ. 7:13). ზოგ მუხლში იგი შილემად იხსენიება (დბ. 46:24; რც. 26:49; იხ. შილემი).

2. შაულის ვაჟი, სიმონის შვილიშვილი და მიბსამის მამა (1მტ. 4:24, 25).

3. სისმაის ვაჟი, იეკამიას მამა იუდას ტომის შთამომავალ იერახმეელის ხაზით (1მტ. 2:4, 5, 9, 25, 40, 41).

4. თავკაცი; საწმინდრის კარიბჭის მცველი, რომელიც ერთ დროს მეფის კარიბჭესთან იდგა აღმოსავლეთით; კორახის შთამომავალი. მისი სახელი ძირითადად ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულთა და იერუსალიმის მცხოვრებთა სიაში ფიგურირებს (1მტ. 9:2, 3, 17—19, 31, 34; ეზრ. 2:1, 42; ნემ. 7:45), თუმცა „შალუმი“ იერემიასდროინდელ ტექსტებში გვხვდება (მაგალითად, „მაასეიას, კარის მცველ შალუმის ძის, სასადილო ოთახი“; იერ. 35:4), რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულთა ნუსხაში ეს სახელი შალუმის საგვარეულოს კარიბჭის მცველებს მოიაზრებს. ეს ვარაუდი ახლოს არის სიმართლესთან იმ შემთხვევაში, თუ 1 მატიანის 26:1, 2, 9, 14-ში ნახსენები საწმინდრის კარიბჭის აღმოსავლეთით მდგარი მცველი მეშელემია (შელემია) იგივე შალუმი იყო, რომელიც დავითის მეფობის დროს მსახურობდა.

5. ათტომიანი სამეფოს მეთექვსმეტე მეფე; იაბეშის ვაჟი. შალუმმა შეთქმულება მოუწყო იეჰუს შთამომავალთაგან უკანასკნელ მონარქს, ზაქარიას, მოკლა იგი და თავად გამეფდა სამარიაში. მისმა მეფობამ ძვ. წ. 791 წელს ერთ მთვარისმიერ თვეს გასტანა. იგი მენახემმა მოკლა (2მფ. 15:8, 10—15).

6. ეფრემელი კაცი, რომლის ვაჟი, თავკაცი იეხიზკია იმათ შორის იყო, ვინც იუდეველი ძმების დატყვევების წინააღმდეგ გამოვიდა (2მტ. 28:12, 13).

7. აარონის შთამომავალი, მღვდელმთავართა შტოს წარმომადგენელი. შალუმის ვაჟი ან შთამომავალი ხილკია მღვდელმთავრად მსახურობდა მეფე იოშიას დროს (1მტ. 6:12, 13; 2მტ. 34:9). მისივე შთამომავალი იყო ეზრა (ეზრ. 7:1, 2). ის მეშულამადაც მოიხსენიება (1მტ. 9:11; ნემ. 11:11; იხ. მეშულამი №4).

8. თიკვას ვაჟი, წინასწარმეტყველ ხულდას ქმარი. ერთხელ ხულდას მეფე იოშიას ხალხი ეწვია; შალუმს შესაძლოა მღვდლების ან მეფის ტანსაცმელი ებარა (2მფ. 22:14; 2მტ. 34:22). სავარაუდოდ შალუმი №10.

9. იოშიას ვაჟი; სამ თვეს მეფობდა იუდაში, ვიდრე ფარაონი ნექო ტყვედ ჩაიგდებდა (1მტ. 3:15; 2მფ. 23:30—34; იერ. 22:11, 12). ის იეჰოახაზის სახელითაც არის ცნობილი (იხ. იეჰოახაზი №3).

10. იერემიას ბიძა მამის მხრიდან. ძვ. წ. 608 წელს იერემიამ შალუმის ვაჟისგან, ხანამელისგან მინდორი იყიდა (იერ. 32:1, 7—9). თუ გავითვალისწინებთ, დროის რა მონაკვეთში ცხოვრობდა, ის შალუმი №8 უნდა იყოს.

11. კარიბჭის ერთ-ერთი მცველი, რომელმაც იერუსალიმში ეზრას დაბრუნების შემდეგ თავისი უცხოელი ცოლი ვაჟებთან ერთად გაუშვა (ეზრ. 10:24, 44). სავარაუდოდ შალუმ №4­-ის ნათესავი.

12. ბინუის ერთ-ერთი ვაჟი, რომელმაც თავისი უცხოელი ცოლი ვაჟებთან ერთად გაუშვა (ეზრ. 10:38—42, 44).

13. იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, რომელიც თავის ასულებთან ერთად იერუსალიმის გალავნის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა; ჰალოხეშის ვაჟი ან შთამომავალი (ნემ. 3:12).

14. [უზრუნველი, უდარდელი, არხეინი] — მიცფის ოლქის მთავარი, ქოლხოზეს ვაჟი. შალუმი ნეემიას იერუსალიმის კედლის ნაწილის აღდგენაში დაეხმარა და წყაროს კარიბჭე აღადგინა (ნემ. 3:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება