ჰოდავია
1. მეფე სოლომონის შთამომავალ ელიოენაის შვიდი ვაჟიდან ერთ-ერთი (1მტ. 3:10, 24).
2. მენაშეს ნახევარი ტომის შვიდი საგვარეულოს მამამთავრიდან ერთ-ერთი (1მტ. 5:23, 24).
3. ბენიამინელი; „ჰასენუას ძე“ და მეშულამის მამა ან წინაპარი (1მტ. 9:7).
4. ლევიანი; საგვარეულოს თავკაცი, რომლის 74 „ვაჟი“ (შთამომავალი) ბაბილონიდან ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდა. მათგან ზოგი, თუ ყველა არა, ტაძრის აღდგენის დროს სამუშაოს შემსრულებელთა მეთვალყურე იყო (ეზრ. 2:1, 2, 40; 3:9). ეზრას 3:9-ში ჰოდავიას იუდა ეწოდება, ნეემიას 7:43-ში კი — ჰოდევა.