საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეშულამი“
  • მეშულამი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეშულამი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მაასეია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხაშაბია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შალუმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეშულამი“

მეშულამი

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს დაზავებას, ანაზღაურებას, მიზღვას].

1. ელფაალის ძე; იერუსალიმში მცხოვრები ბენიამინელთა საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 8:1, 17, 18, 28).

2. ბაშანში მცხოვრები გადელი კაცი, რომელიც იოთამის და იერობოამ II-ის მეფობის დროს საგვარეულო ნუსხაში შეიყვანეს როგორც აბიხაილის ვაჟი (როგორც ჩანს, აღრიცხვა ორჯერ გაკეთდა, რადგან ამ ორი მეფის მეფობის წლები ერთმანეთს არ ემთხვევა) (1მტ. 5:11, 13, 14, 16, 17).

3. პაპა ან წინაპარი მწერალ შაფანისა, რომელიც იოშიას მეფობის დროს სამეფო კარზე მსახურობდა (2მფ. 22:3).

4. მამა ან წინაპარი მღვდელმთავარ ხილკიასი, რომელიც მეფე იოშიას მეფობისას მსახურობდა (1მტ. 9:11; ნემ. 11:11). სავარაუდოდ, მღვდელმთავრად თავად მეშულამიც მსახურობდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ზოგი მისი შთამომავალი იერუსალიმში ცხოვრობდა. როგორც ჩანს, 1 მატიანის 6:12, 13-სა და ეზრას 7:2-ში ის შალუმად მოიხსენიება (იხ. შალუმი №7).

5. კეჰათელი ლევიანი; ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც იოშიას მეფობის დროს ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ზედამხედველობდა (2მტ. 34:1, 8, 12).

6. მღვდელი, რომლის შთამომავლებიც (სულ მცირე, სამი თაობა მის შემდეგ) გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდნენ (1მტ. 9:2, 3, 10, 12).

7. ბენიამინელი, რომლის ვაჟი, სალუ, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში დასახლდა და რომელიც საგვარეულოს თავკაცი იყო (1მტ. 9:3, 7, 9). როგორც ვარაუდობენ, ის ნეემიას 11:7-ში მოხსენიებული მეშულამი უნდა იყოს.

8. ბენიამინელი საგვარეულოს თავკაცი, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა (1მტ. 9:3, 7—9).

9. გამგებელი ზერუბაბელის ძე და მეფე დავითის შთამომავალი; ზერუბაბელის ძეთა შორის იგი პირველი მოიხსენიება (1მტ. 3:1, 19).

10. ეზრას სამღვდელო საგვარეულოს თავკაცი იეშუას მემკვიდრის, იოიაკიმის დროს (ნემ. 12:12, 13). შესაძლოა იგივე №18 ან №19.

11. გინეთონის სამღვდელო საგვარეულოს თავკაცი იოიაკიმის მსახურების დროს (ნემ. 12:12, 16). შესაძლოა იგივე №18 ან №19.

12. კარიბჭის მცველი; იოიაკიმის, ეზრას და ნეემიას თანამედროვე (ნემ. 12:25, 26).

13. თავკაცი. ის მათ შორის იყო, რომლებიც ძვ. წ. 468 წელს იერუსალიმში დასაბრუნებლად ეზრასთან ერთად მდინარე აჰავასთან შეიკრიბნენ. სხვებთან ერთად ეზრამ მეშულამსაც დაავალა ლევიანებისა და ნეთინიმების შეკრება, რათა ისინიც მათთან ერთად წასულიყვნენ იერუსალიმში (ეზრ. 8:15—20). შესაძლოა იგივე №16, 17, 20 ან 21.

14. ლევიანი, რომელიც, როგორც ჩანს, შეეწინააღმდეგა ეზრას, როცა იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მან ისრაელებს მის არყოფნაში მოყვანილი უცხოელი ცოლების გაშვებისკენ მოუწოდა. თუმცა ის ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც მასზე მოგვითხრობს, შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ მეშულამი მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემის გადასაჭრელად წამოყენებულ წინადადებას ეწინააღმდეგებოდა (ეზრ. 10:10—15).

15. ბანის ერთ-ერთი ვაჟი ან შთამომავალი, რომელიც გამოეხმაურა ეზრას მოწოდებას და თავისი უცხოელი ცოლი ვაჟებთან ერთად გაუშვა (ეზრ. 10:29, 44).

16. ბერექიას ძე, რომელმაც გამგებელ ნეემიას ხელმძღვანელობით იერუსალიმის გალავნის ორი ნაწილი აღადგინა (ნემ. 3:4, 30). მეშულამმა ქალიშვილი ამონელი ტობიას ძეს, იეჰოხანანს მიათხოვა. მათი ქორწინება გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელების დაყოფის მიზეზად იქცა (ნემ. 6:17—19; 4:3; იხ. №13).

17. ბესოდეიას ვაჟი, რომელიც ძველი ქალაქის კარიბჭის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა იმ დროს, როცა ნეემიას ხელმძღვანელობით იერუსალიმის გალავნის აღდგენა მიმდინარეობდა (ნემ. 3:6; იხ. №13).

18. მამაკაცი, რომელიც ეზრას მარცხნივ იდგა, როცა იგი ძვ. წ. 455 წლის მეშვიდე თვეს შეკრებილ ხალხს კანონს უკითხავდა. მეშულამი შესაძლოა მღვდელი იყო (ნემ. 8:2, 4; იხ. №10 და №11).

19. მღვდელი ან მღვდლის წინაპარი, რომელმაც ბეჭდის დასმით დაადასტურა ლევიანების ინიციატივით დადებული ერთგულების შეთანხმება (ნემ. 9:5, 38; 10:1, 7, 8; იხ. №10 და №11).

20. ხალხის თავკაცი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) ბეჭდის დასმით დაადასტურა ერთგულების შეთანხმება (ნემ. 10:1, 14, 20; იხ. №13).

21. იერუსალიმის გალავნის აღდგენის შემდეგ ნეემიას მიერ მოწყობილი საზეიმო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე (ნემ. 12:31, 33; იხ. №13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება