იეჰოცადაკი
[შესაძლოა ნიშნავს: იეჰოვა მართლად აცხადებს], იოცადაკი [იეჰოცადაკის შემოკლებული ფორმა]
შემოკლებული ფორმა გვხვდება მხოლოდ წიგნ „ნეემიაში“.
მღვდელმთავარი იეშუას (იეჰოშუა) მამა (ეზრ. 3:2; ანგ. 1:12; ზქ. 6:11); მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა მამამისი, უფროსი მღვდელი სერაია მოკლა, იეჰოცადაკი ბაბილონში გადაასახლეს. მისი მეშვეობით შენარჩუნდა მღვდელმთავართა საგვარეულო (1მტ. 6:14, 15; 2მფ. 25:18—21; ნემ. 12:26).