იოზაქარი
[იეჰოვას ახსოვს]
იუდას მეფე იეჰოაშის მსახური; მან და მისმა თანამსახურმა, იეჰოზაბადმა, სიცოცხლეს გამოასალმეს მეფე, რათა შური ეძიათ ზაქარიასა და, შესაძლოა, მღვდელმთავარ იეჰოიადას სხვა ვაჟების მკვლელობისთვის. თუმცა ამაციამ, იეჰოაშის ვაჟმა და მემკვიდრემ, თავის მხრივ, შური იძია მამამისის მკვლელ იოზაქარსა და მის თანამზრახველზე და დახოცა ისინი. იოზაქარი იყო ამონელი ქალის, შიმათის ვაჟი. მას ზაბადიც ერქვა (2მფ. 12:20, 21; 2მტ. 24:20—22, 25—27; 25:1, 3).